Sunday, October 18, 2009

ჰარაკირი - იაპონური ტრადიცია


არა ხალხო, მე არაფერშუაში არ ვარ.. ისევ ეს უინტერნეტობა და უზრდელობა.. 

მაგრამ ორშაბათიდან გვექნება აწი და მარტო შაბათ-კვირას არ დავჯერდები.. 

როგორც შეგპირდით, სეპუკუს შესახებ უნდა მოგითხროთ. ეს არის საკმაოდ საინტერესო და, რაც მთავარია, სისხლიანი ტრადიცია. ამიტომ მიიპყრო მან ჩემი ყურადღება წლების წინ.

ამ ტრადიციას რამდენიმე სახელწოდება აქვს: ჰარაკირი, სეკუკუ, კაპუკუ..

ჰარაკირი სიტყვასიტყვით ნიშნავს მუცლის გაფატვრას (ჰარა - მუცელი, კირი - გაჭრა), გადატანითი მნიშვნელობით "ჰარა"  აღნიშნავს სულს, გონებას, ხასიათს, მიზანს, ანუმ იმ ყველაფერს, რაც დასავლეთში გულთან ასოცირდება. თუმცა ამ სახელით დაცინვით მოიხსენიებენ უცხოელები. თვით იაპონელები კი მას სეკუკუს უწოდებენ.

ჰარაკირი, რომელიც იაპონელთა მორალურ კოდექსად იქცა, ფეოდალიზმის განვიტარების დროს ჩამოყალიბდა იაპონიაში. მას მაღალი საზოგადოების წევრები მიმართავდნენ და ღირსების სელახვის, ბატონის გარდაცვალების ან, უფრო მოგვიანებით, დანაშაულის ჩადენის გამო სასჯელი იყო. 

სეკუკუ სასჯელის დროს ინიშნებოდა. ამ დროს ამბობდნენ, რომ დამნაშავემ შეიგნო თავისი დანაშაული. ეს გამოიხატებოდა შემდეგი სიტყვებით: "ცუდად მოვიქეცი, მრცხვენია სინდისის წინაშე და საკუთარი ხელიტ ვისჯი თავს." სეკუკუს ხანდახან უდანაშაულო ადამიანიც იკეთებდა, რაც იმას ნიშნავდა:"უდანაშაულო ვარ, მაგრამ მინდა გიჩვენოთ ჩემი სული, რათა თავად განმსაჯოთ."

თავდაპირველად, ჰარაკირი სამურაების პრივილეგიაში შედიოდა. ამ რიტუალის აღსრულებისას ისინი სულის სიძლიერესა და სიკვდილისადმი სიძულვისლ უსვამდნენ ხაზს. მუცლის გაფატვრით გამოწვეული ტკივილი მეტად მძიმე ასატანია, ის უდიდეს სიმამაცეს, ნებისყოფასა და გამძლეობას მოითხოვს. ამიტომაც, სამურაის თვალში ბრძოლოს ველზე დაცემა და ჰარაკირით სიკვდილი ერთნაირი გმირობა იყო, ამ წესს მიმართავდნენ ისინი ტყვედ ჩავარდნის დროს საკუთარი პატივისა და ღირსების გადასარჩენად.

ჰარაკირის ტრადიცია ჯერ კიდევ უძველესი ცივილიზაციის - აინების იაპონიის ტერიტორიაზე ცხოვრების პერიოდში ჩაისახა. როგორც ტრადიცია იგი განმტკიცდა ჰეიანის ეპოქაში (VII-XIIსს), განსაკუთრებულ სიძლიერეს კი მეთორმეტე საუკუნის დასასრულს, ტაირასა და მინამოტოს გვარებს შორის ძალაუფლების დროს განმტკიცდა. 

როგორც წესი, მუცლის გაფატვრის შემდეგ, მეომარი ყელს იმავე დანით იღადრავდა, რათა მალე დაესრულებინა ტანჯვა. ჰარაკირის მიზეზი ხანდახან საკუთარი დანაშაულის გამო თავის დასჯა იყო საკუთარი, მართლსმსაჯულების, ანდა ნათესავების სურვილისამებრ.

ჰარაკირის პროცედურა მდიდრულად ტარდებოდა ბატონის ეზოში, მზის ჩასვლის შემდეგ. აქტის ადგილზე ყრიდნენ ხრეშს, ზემოდან ჭილოფს, მასზე თხელ ტილოს აფარებდნენ და თხელ კიმონოში ჩაცმული მსჯავრდებული მასზე იაპონურ პოზაში ჯდებოდა. ამ დროს, როგორც წესი, იაპონელი წელს ზემოთ შიშვლდებოდა და ტანსაცმელს მუხლებქვეშ იტენიდა, რითაც ჰარაკირის ჩატარების შემდეგ ეწინააღმდეგებოდა სხეულის დაცემას. რადგან ზურგზე დაცემა ასეთ შემთხვევაში, სამარცხვინოდ მიიჩნეოდა (საერთოდ, სირცხვილი და დაცინვა იაპონელისათვის ყველაზე დიდი დამცირებაა).

მუცელს საგანგებო იარაღით, დაახლოოებით, 25სმ-იანი დანით, კუსუნგობუთი იფატრავდნენ, რომელიც საგვარეულო განძად მიიჩნეოდა და იარაღთან ერთად ინახებოდა. 

სამურაი ვალდებული იყო მუცელი ისე გაეფატრა, რომ გარშემომყოფებს შეძლებოდათ მისი შიგნეულის, ანუ მეორმრის "სუფთა აზრების" დანახვა. ჰარაკირის აქტები სხვადასხვა ხერხით ხორციელდებოდა:

1) ხანჯალს მარჯვენა ხელით იღებდნენ, ირჭობდნენ მარცხენა ფერდში და ჰორიზონტალურად იტარებდნენ ჭიპს ქვემოთ, მარჯვენა ფერდამდე. შემდეგ ვერტიკალურად დაისვამდნენ ჰორიზონტალურ კვეთამდე. ხოლო, თუ არ მოკვდებოდნენ, მაშინ ყელშიც მიაყოლებდნენ დანას;

2) შეიძლებოდა მუცელი "X" ასოს მსგავსად გაგეფატრა;

3) მოგვიანებით, საკმარისი გახდა პატრა იარის გაკეთება: სამურაული ხმლის ბოლომდე ჩარჭობა მუცელში.

სეკუკუს შესრულებისას სამურაის შეეძლო აეყვანა ასისტენტიც, რომელიც მას ყელს გამოჭრიდა.

ჰარაკირს სამურაის ცოლები და ქალიშვილებიც მიმართავდნენ. მამაკაცებისაგან განსხვავებით, ისინი მუცელს არ იფატრავდნენ, ყელს იჭრიდნენ ან გულში დანას იცემდნენ და ამ ტრადიციას ჯიგაი ეწოდებოდა. 

ჯიგაი სხვადასხვა წესების დაცვით სრულდებოდა. სამურაის ცოლები ყელს ან საგანგებო დანით იჭრიდნენ, რომელიც ქმრის საქორწინო საჩუქარი იყო, ან მოკლე ხმლით, რომელსაც ყველა სამურაი სჩუქნიდა ქალიშვილს სრულწლოვანებისთანავე. სამურაის კოდექსის მიხედვით, სამურაის ცოლისათვის სირცხვილად ითვლებოდა, თუ ის ვერ მოიკლავდა თავს, ამიტომ ჯიგაის სწორად ჩატარებას, მამაკაცების მსგავსად, ქალებსაც ასწავლიდნენ. მათ უნდა სცოდნოდათ კისერზე არტერიის სწორად გადაჭრა და ის, თუ როგორ შეებოჭათ მუხლები სიკვდილამდე, რათა მათი გვამი გარდაცვალების შემდეგ უხერხულ პოზაში არ ყოფილიყო.  ჯიგაის მიზეზი, ძირითადად, ქმრის სიკვდილი, მისთვის მიცემული სიტყვის შეუსრულებლობა ან თავმოყვარეობის შელახვა გახლდათ.

მართალია, ეს ტრადიცია 1868 წელს ოფიციალურად აიკრძალა, მაგრამ მას დღემდე არაოფიციალურად მიმართავენ იაპონელები. ერთი პერიოდი, იაპონიაში იყო თვითმკვლელობის ბუმი, რომელიც ძირიტადად, მწერლობაში გამოიხატა. მაგალითად, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ნოველისტმა რიონისკე აკუტიგავამ ვერონალის დიდი დოზით მოიკლა თავი, იუკო მისიმა, ასევე საინტერესო მწერალი კი თანამედროვე ლეგენდად იქცა, რომელმაც 45 წლის ასაკში სიცოცხლე ჰარაკირით დაასრულა და ეს ყველაფერი ფირზე ასახა.

ახლო მომავალში იუკო მისიმაზეც შემოგთავაზებთ პოსტს..    


11 comments:

Keti said...

მომწონს შენი ასეთი პოსტები...
თუმცა, ეს თემატიკა საკმაოდ მძიმე იყო.

ნან said...

ვაა.. საინტერესო პოსტი ჩანს. პირველ და ბოლო აბზაცს გადავავლე თვალი და მგონი ამ თემის სხვა მიმართულებებით გაშლაც შეიძლება არა?! წაკითხვას ვერ ვასწრებ, ხვალისთვის შემოგინახავ :)

Dreamer Kikito said...

taaam facebookze shemodi da momwere raa, saqme maqvs :)

ნან said...

ძალიან საინტერესო იყო

კოპალა said...

მართლა ძალიან საინტერესო იყო , მე პირადად ძალიან მიყვარს იაპონური სამურაებზე ფილმების ყურება."უკანასკნელ სამურასის" რომ უყურე იმ განცდებიდან დღემდე არ გამოვსულვარ. ეგ ტრადიცია გაქვს შენც აღწერილი.
მართალია განსხვავებულია მაგრამ "გეიშას დღიურები"-ც მომწოს.
და საერთოდაც ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს ...

vasasi said...

კოპალა, ახლა გავწითლდები.. :))))


მადლობა.. :)

კოპალა said...

:))))) არაფრის.
p.s სიმართლეზე თუ წითლდები გაწითლი :D

Spieler said...

მევასებიან იაპონელები თავიანთი ტრადიციებითურთ და მომწონს ეს პოსტიც :)

thumbs up

Andy said...

მშვენიერი სრულყოფილი სტატიაა :))) , მე ჩემთან აღარ დავწერე ეს ჯვარედინული გაფატვრები და ნაწლავების ამბები :))) მოვერიდე მაინც :D

ანჟელა კაკაჩია said...

აკუტაგავას თვითმკვლელობა ჰარაკირი რატომაა?

vasasi said...

სად არის ნახსენები აკუტაგავა? საიდან მოიტანეთ, რომ მისი თვითმკვლელობა ჰარაკირი იყო? :დ

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger