Monday, October 19, 2009

მე და ჩემი ბრელოკები

მოკლედ, გუშინ სვითის ამ პოსტს ვკითხულობდი და იდეა გამიჩნდა, მეც ხომ არ დამეწერა ჩემს ბრელოკებზე-მეთქი. 

ბრელოკების სიმრავლით არ გამოვირჩევი, სულ ოთხი ცალი მაქვს, ოთხივე ნაჩუქარია და ძალიან მიყვარს.   

მანამ, სანამ მათ გაგაცნობდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ ძირითადად, იმპორტული ბრელოკები მაქვს და ”მე ლონდონში ვსწავლობდი” მომენტი არ მაქვს...  

მოკლედ, დავიწყებ ახლა ჩამოთვლას რიგითობის მიხედვით:

1) 

ეს ბრელოკი, გასაღებების აცმის გარეშე, ანუკამ ჩამომიტანა ბრიუსელიდან ასე, 5-6 წლის წინ. ფრანგული არ ვიცი, ამიტომ წერაში გრამატიკულ შეცდომას დავუშვებ, რასაც ვერ ვიტან და ვიტყვი, რომ ეს ბელგიის ლეგენდის მიხედვით არის ბიჭი, რომლის მოფსმამაც ბრიუსელი ხანძარს გადაარჩინა (უზრდელური სიტყვისათვის მომიტევეთ)   

ეს ბრელოკუნა ძალიან მიყვარს, ამდენი ხანია გვერდიდან არ მომიშორებია და რომ ვუყურებ სულ ვიბადრები ხოლმე კი არა, ანუკა, ძალიან მიყვარხარ, დასამალი აბა რა არის?   

2) 

მდას.. 

ამ ბრელოკს, საოცარი ისტორია აქვს.    

ოთხი წლის წინ, სკოლას რომ ვამთავრებდი, რა დასამალია და, ერთი  პერიოდი გარკვეული მიზეზების გამო, ძალიან ცნობილი და პოპულარული ვიყავი თვით მე, გორში და ჩემს სკოლაში კიდევ, წარმოიდგინეთ...   

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, გერმანულის გაკვეთილზე ვზივარ. გამოვიდა ზარი და ჩანთას ვალაგებდი, მეხუთე თუ მეექვსეკლასელი რომ შემოვიდა.

მე რუსუდანს ველაპარაკებოდი რაღაცაზე და ეს ბავშვი რომ დაჯდა, ჩანთაზე ორი ასეთი ბრელოკი ჰქონდა. ჰოდა, რომ შევხედე, დავინტერესდი, საკმაოდ საინტერესო ფანქარია და აღვნიშნე.

სანამ ჩანთა ბოლომდე ჩავალაგე, იმ ბავშვმა ერთი მოხსნა და გადმომილოცა. ძალიან გავოცდი, გამიკვირდა და შემრცხვა, დიდი ხვეწნის მერე გამოვართვი და ვინახავ მას მერე.

არ ვიცი ახლა ის ბავშვი რამდენად წაიკითხავს ამას, მე მისი არც სახელი ვიცი და არც გვარი, მაგრამ მახსოვს..   

(ღმერთო ჩემო, საიდან ამდენი სენტიმენტები?   )

ეს ბრელოკი ჩანთის შიგნითა ჯიბეზე მიკიდია..

3)

ფოტო ცოტა კი არა, კარგად ვერ არის, რისთვისაც ბოდიშს გიხდით, განათება არ მეყო გუშინ..   

ეს ბრელოკი კი, ჩემს მეგობარს შევაწერე. გერმანიაში ცხოვრობს და მიყვებოდა, საფრანგეთში მივდივარ ექსკურსიაზეო. ჰოდა, ფაქტობრივად, შევაწერე..    ზაფხულში რომ ჩამოვიდა, ჩამომიტანა. მიკიდია ახლა ჩანთაზე გადასარევად.. 

4) 

ჩეემი ოოოცნებააა...   

ჩემი ყველაფერი..

ჩემი ცხოვრების მიზანი..

მილანი!!!

ეს ბრელოკი სულ რამდენიმე დღის წინ ჩამბარდა. 

მოკლედ, ჩეეემმა ჩანჩალუკამ მიშკას უპოვა და, მილანი რომ წაიკითხა, ”მილანი” ხომ თამუნას უყვარსო, დაავლო ხელი და წამომიცუქცუქა. 

ნამდვილი მილანურია. უბრალოდ, ისაა, რომ ჩემს ჩანჩალას მილანი ”მილანში” აერია, თუმცა, ესეც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ბრელოკზე წინ გამოსახულია ლომბარდიის გერბი (რომლის დედაქალაქიც იყო მილანი იტალიის გაერთიანებამდე), უკან კი ”ლა სკალა”..

აი, რომ ვუყურებ ამ ბრელოკს, სულ მგონია, ჩემი ოცნება მალე ახდება..

ახლოს მგონია ხოლმე მილანი..   

ჩემი მილანი..

ჩემი...

ჩემი...   

აი, ესაა ჩემი ბრელოკუნები.. 

კი არა, ეს არის სულ ის, რისი თქმაც ამ ეტაპზე თქვენთვის მინდოდა..   


5 comments:

Sweet said...

რა კარგი პოსტია... <3

Natalia said...

მე რატომ არ მაქვს ბრელოკები? :( არადა მიყვარს :)


მილანში აუცილებლად წახვალ, აუცილებლად!

Teonala said...

au es ra kargi ram gavige. eseigi mec chamogitan breloks germaniidan :P

milanshi ki caxval ramodenime clis shemdge, axla rom caxvide mere ragaze iocnebeb, ai bevri fuli rom geqneba maqsismum 5 celicadshi mashin cadi milanshi, ufro gagiscordeba :)

vasasi said...

თეოოო...
სიტყვაზე გიჭერ იცოდე და ველოდები ბრელოკს გერმანიიდან.. :)))

Sunny said...

რაღაცნაირად თბილი პოსტია.. უსულო საგნებზე მაგრამ მაინც თბილი
:_)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger