Thursday, October 22, 2009

ვასასი და ფეხბურთი


რომ გითხრათ, რაც თავი მახსოვს-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ რაც XXI საუკუნე მახსოვს, იქიდან მოყოლებული კი ვარ ფეხბურთის გულშემატკივარი. 

პირველი მატჩიც კი მახსოვს, რომელსაც ვუყურე. ეს იყო 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი და პირვლი მატჩი შვედეთსა და ბელგიას შორის. 

სწორედ მაგ ჩემპიონატზე შემიყვარდა იტალია და შემძულდა საფრანგეთი..

კლუბურ სიყვარულს რაც შეეხება, ეს ცოტა მოგვიანებით, 2002 წელს დაიწყო. ვნახე ”მილანი”, გავიგე, რომ ნესტა თამაშობდა მილანში, და მორჩა... 

”მილანით” ავიცერი..

რა დასამალია და, ”მილანის” ვერც ერთ თამაშს გულგრილად ვერ ვუყურებ, საშინლად ვნერვიულობ და კომენტატორის პარალელურად ვკომენტატორობ. თან ენას არ ვაჩერებ მანამ, სანამ ან ჩემი ძმა, ან მამაჩემი არ შეწუხდებიან და შენიშვნას არ მომცემენ ხოლმე..    არა, ამის მერე განა ვჩერდები, ჩურჩულით განვაგრძობ.

მახსოვს, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, კლასი რომ აჩვენეს იტალიელებმა დანარჩენებს. მაშინ აბიტურიენტი ვიყავი და, ივნისის დადგომასთან ერთად, იმდენად გავგიჟდი, რომ რეპეტიტორებს ჩემს გაკვეთილებს ფეხბურთის მატჩების განრიგზე ვაწყობინებდი.

არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია. ყველა ვნახე.

და არ ვიცი..

ალბათ, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო მაშინ, როდესაც მსაჯმა საფინალო სასტვენს ჩაბერა და იტალია მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი...   

ჰო, არ დაგავიწყდეთ, რომ მეორე დილას, რვა საათზე, ქართულში გამოცდა მქონდა..   

ყველაზე მძიმე ჩემთვის რაც იყო, ეს გახლდათ ანდრიუხა შევჩენკოს წასვლა ”მილანიდან”.

დღემდე ვერ მიპატიებია ეს მისთვის და არც არასოდეს ვაპატიებ!.    მას მერე, შევას თითოეული წარუმატებლობა, რა დასამალია და, გულზე მალამოდ მედება.. 

ამხელა პოსტი რისთვის დავწერე ახლა:

ზოგადად, ბევრი ადამიანი ვერ იტანს ჩემს ”მილანს” და იტალიას. რატომ? იმიტომ, რომ ისე იგებენ, მოწინააღმდეგე ვერც ხვდება..

სირბილით და თამაშით, რა დასამალია, საქართველოს აწ გარდაცვლილი ნაკრებიც თამაშობს, მაგრამ შედეგი?

ჰხოდა, ხომ შედეგია მთავარი, მეგობრებო?.   

ვინც ფეხბურთის ამბებში ხართ ჩახედულები, მოგეხსენებათ, რომ ჩემი ”მილანი” ახლა ისეთ კრიზისშია, რომელშიც არასდროს ყოფილა.. 

გაყიდეს კაკა (უფრო სწორად, წიხლის კვრით გააგდეს, არადა, კაცი იხვეწებოდა, შემიმცირეთ ხელფასი, ოღონდ ნუ გამყიდითო), შემადგენლობა ბებერია, გააგდეს კარლო ანჩელოტიც, სამაგიეროდ, მოაითრიეს ლეონარდო, რომელზე უკეთადაც, მგონი მე გავწვრთნიდი კლუბს..

ამგვარ სიტუაციაში, ძალიან მძიმე აღასაქმელი იყო ჩემთვის ის, რომ საძულველ რეალს, მილანი ასე დაჩაჩანაკებული უნდა შეხვედროდა. თან, კაკაც მეცოდებოდა, ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე მატჩი იქნებოდა ეს მისთვის..

მატჩის ყურებას და ნერვების შლას არ ვაპირებდი (ყოველ მატჩზე 10 წლის სიცოცხლე მაკლდება, ისე ვნერვიულობ), ფორუმზე დავწერე, არ დაგინახოთ, ვინმემ მილანს წაგებისას დასცინოს-მეთქი და გამოვედი.

მოსაღამოვდა, მაგრამ სანდრიკას ნახვა მინდოდა და მატჩი შემომეყურა..

გოლი რომ გაგვიტანეს, კინაღამ ადგილზე მოვკვდი..

ნუ, მეორე ტაიმი თავისთავად შემომეყურა..

ბოლო წუთებზე ორივე ხელი პირში მქონდა ჩაჩრილი, ბედნიერებისა და მოულოდნელი სიხარულისგან რომ არ მეყვირა!..   

მოკლედ..

რა მეთქმის?!

მადლობა პირლოს ულამაზესი გოლისათვის..

მადლობა ამბროზინის უზუსტესი გადაცემისთვის..

მადლობა კასილასის, მაგას მიაკვდა მთელი რეალი ბუცებში..

მადლობა კაკას, ართამაშისთვის..

დასკვნა: ”მილანი” არ მომკვდარა!.. 

იყავით ახლა, მილანის ანტიფანებო და უყურეთ სამეფო კლუბს, დაჩაჩაჩანაკებულმა მილანმა რომ კულტურულად შეუსრულა!..   


3 comments:

tammo said...

დასკვნა: ”მილანი” არ მომკვდარა!..

მომეწონა ეს ფრაზა

ფეხბურთის ზომიერი მაყურებელი ვარ როგორც მოგეხსენება და შენი ყვირილი კომენტატორის პარალელურად მე უფრო ხშირად მაწუხებს, ვიდრე შენი ოჯახის წევრებს, მაგრამ მაინც შეგახსენებ: ყველაფერს აქვს დასასრული ;პ

nino said...

მე კიდევ რაც თავი მახსოვს იტალიის ბალეშიკი ვარ, კლუბებიდან რომა და იუვენტუსი (ინლავ) ვერ ვხვდები ადამიანს რატო არ უნდა უყვარდეს ფეხბურთი?!

Natalia said...

es posti mindoda exla me, isedac guli gamiskda gushin realma rom waago :(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger