Friday, October 23, 2009

აღშფოთებული პოსტი

ამ თემაზე ბლოგებზე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა, ყველა მათგანი ჩემს მოსაზრებას იზიარებდა, ამიტომ  მე ცალკე დასაწერად არ მივიჩნიე, მაგრამ ის, რაც გუშინ ვნახე, ჩემს აღშფოთებას გაცდა და გადავწყვიტე, რომ აუცილებლად დამეწერა.

მთელი საქართველო ქუთაისელ ზვიად ამყოლაძეზე რომ ღადაობს, ყველამ ვიცით, მაგრამ ის, რაც ”რუსთავი 2”-მა გააკეთა, ყოველგვარ მორალს სცილდება,  ეს სარკაზმიც კი აღარ არის.

ადამიანი დააჯერეს, რომ ძალიან მაგარია, გაახსნევინეს ჯეოსტარი და კოლექტიურად იღადავეს, მიიწვიეს სხვადასხვა გადაცემაში, პირში ეკაიფებიან, ამ საცოდავს კი ჰგონია, რომ ძალიან მაგარია.

გუშინ ვნახე ”პროფილი”.

მეზიზღება ეს გადაცემა იმ მიკნავლებული ქალიანად, ისეთ კითხვას დასვამს, მრცხვენია, კოლეგები რომ გამოვდივართ..

ეს იყო უსაზიზღრესობა, მაგის მსგავსი მე არაფერი არ მინახავს!.

მოიყვანეს ეს ბიჭი, ამღერეს, იხარხარეს და მერე ფაცაციამ უმღერა დუეტში!..

დაამთავრეს სიმღერა და ეს ქალი ეუბნება, მთელი საქართველოს ქალების სახელით უნდა გაკოცოო და გადაეფსკვნა. 

ამ ბიჭზე ბედნიერი მგონი, არავინ იყო იმ წუთში.

ისე ვინერვიულე, მთელი ღამე არ მიძინია..

იმავეს თქმა შემიძლია კოხორაზეც. 

ადამიანი არის ჩამოყალიბებული დებილი. მთელი საქართველო კარგა ხანს მაგაზე ღადაობდა.

თუ ”ჯეოსტარზეა” ლაპარაკი, ამერიკაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში უარესი ადამიანები მიდიან და საოცრებებს მღერიან, მაგრამ მათზე ამ დონით არავინ ღადაობს, გადაცემების რეიტინგებს არ იწევენ მაღლა..

ეს სხვ არაფერია, თუ არა ჩვენი ცნობიერების სიმახინჯე!.

არ შეიძლება ასეთი ფორმით ღადაობა!.

იმ უბედურს თავისი გაჭირვება ეყოფა..

დავინახეთ?

ზოგს შეგვრცხვა, ზოგმა ხომ ვიცინეთ?

გვეყო რა!..

ჩაიარა მატარებელმა და ნუ დასცინი ასეთი საშინელი ფორმით!.

არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც არ შეიძლება, რაც არ ჯდება მორალში!..

მოდი, ნუ გავაკეთებთ რა!..

საკუთარ თავებს ვცეთ პატივი, დშნ-დნნ-ს კი არა!..


17 comments:

ნან said...

:(

ერთი გენიალური მოთხრობაა, "ყვავილები ელჯერონისათვის" და ის გამახსენდა.

ჰერმან ჰესსე said...

აბსოლუტურად გეთანხმებით! გინება მომინდა ყველა იმ ადამიანისა, ვისაც თავში გაუჩნდა იდეა ამ ფორმით გამოეყვანა ის საწყალი ბიჭი ტელემაყურებლების წინაშე კიდევ ერთხელ! საზიზღრობა იყო! გადაცემაზე ჩემი აზრიც აბსოლუტურად ეთანხმება თქვენსას!!! რა სისულელეა, რა სიაბდლეა! ხელოვნურად განაყოფიერებას ეხებოდა ერთ ერთი გადაცემა და ისეთი სახით გვიმტკიცებდა, რომ თურმე საქართელოში 5-დან 4 წყვილს გამრავლების პრობლემა აქვს და ამ ჩარევას საჭიროებს, რომ გული შემიღონდა! მესმის პრ და ახლობლობა და მეგობრობა და ეგეთები, მაგრამ, კარგით რა ხალხნო, იმის ჭკუა ხომ უნდა გვქონდეს რო ეგეთ სიაბდლეს პასუხი მაინც გავცეთ არა???

Gigoli said...

ამ ბოლოს რაღაც ხშირად მხვდება ბლოგებზე ეს აღშფოთებული პოსტები. რაც შეეხება პოსტის შინაარსს, ჩემი წინამორბედი მპოსტავისა არ იყოს აფსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ არის მეორე მომენტიც. იქნებ იმასაც მოსწონს ეს და არანაირ დისკომფორტს არ უქმნის და ვისაც ამაზე ეცინება, იცინონ რომელი ბევრი გვაქვს გასამხიარულებელი ამ დანგრეულ ქვეყანაში. მეტი რა დარჩენიათ?! ეს "ატაცებული" ხალხი კი ძაან არ მომწონს. gigolisagan

ნასტასია said...

zalian ar minda xolme magis dajereba magram faqtia ro sazogadeoebis kargi gemrieli nacili magase ertoba da sulac ar agiqvams ro daunizmshia gadachrili. . .

Natalia said...

აუ, რა საშინელებაა მართლა რა :( კიდევ კარგი არ ვუყურე გუშინ პროფილს. მეტისმეტია უკვე.

papalam said...

ძალიან გავბრაზდი მეც გუშინ :| მედიის დეგრადაცია ჯანდაბას, საზოგადოები დადებილებაც დასრულდა და იდიოტები ვართ იმენა ყველანი უკვე :| ფაცაციას აღარც ვცემ უკვე პატივს, რავი არ ვიკადრებდი მე არც ამ საწყალი დნდნ დშნს მოწვევას და არც მასთან დუეტში სიმღერას :|

Kate said...

გეთანხმები აბსოლუტურად.
იგივე რაღაცას ვიტყოდი კოხორაზეც.

პერწკლი said...

+ bevri

მიყვარს შენი ბლოგი ; )

angeldilo said...

martali xar.. :)
sheni blogi momwons chemtanac shemo

faukclub said...

ვა ბანკს ათამაშებენ ეხლა ამ ჯეელს. ხოდა ერთგვარი კომპენსაციაა მორალური ზარალის. ეს ხუმრობით. სამწუხაროა რომ პატრონი არ ჰყავს ამ ბიჭს, მართლა საზიზღრობაა რასაც რუსთავი 2 აკეთებს.

mr.picasso said...

მართალი ხარ ვასას ჩემ,ი მეზობლების ხარხარმა შემაწუხა გუშინ და მაგით მივხვდი რაც ხდებოდა(ჩემგან შორს პროფილები და სანტა ბარბარები) დღეს ყველგან მაგაზე ღადაობდნენ. ერის მენტალიტეტია სხვა არაფერი ძალათ მორწმუნე ხალხის ამბავი უხარიათ სხვა მათზე ცუდი რომ არის ესაა მისი პოპულარობის საზომი.

xissunianisaxli said...

მარაზმში ვცხოვრობთ

fiqro said...

abezalovkaa yvelam ertidaigive temebze weros da aRSfotdes? jeostari marina beriZe patriarqi TuTberiZe, blogebia Tu kapirovka? da kidev erTi ram is tipi zaliT xom ar miuTrevia aravis geostarSi an gadacemaSi? undoda da mivida, ratomaa sacodavi? imitom rom Cven gvgonia sacodavi?

clown said...

რუსთავი ორი მართლაც ცუდად ღადაობს რაღაცეებზე... აი ჯეოსტარში ძაან ამასხარავებენ ხალხს :|

მაგრამ დნნდშნ და კოხორა ძალით არავის მიუთრევია პროფილში, თავისი ნებით მივიდნენ

busu said...

ზუსტად ის დაწერე რასაც მე ვფიქრობ.... იცი ერთადერთი რა არ მესმის ??? ეგ კოხორა თუ ვიღაც და ეგ დშნდშნ დეგენერატები რომ არიან ნუ ეგ ხო,თავი რომ ასე გააღადავებინეს.... მაგრამ ის ხალხი ვინც მათზე ღადაობს,ჩემი აზრით იმბეცილებისგან შემდგარი ხროვაა... გარდა ამისა ეს კოხორა საიდან გმოჩნდა არ ვიცი,ასეთი პოპულარული რომ გახდა,მაგრამ აი ჯეოსტრს წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი უყურებს რომ დშნდშნ ყველამ იცის....დშნდშნ რომ ასეთი ცნობადია,წარმოიდგინეთ ჯეოსტრში გამარჯჯვებული ალბათ მათთვის რა ავტორიტეტია

კოპალა said...

ბევრი, რომ არ ვილაპარაკო წამყვანი ისედაც ისე მაღიზიანებს ...:( ყველაფერი აღარ მახსოვს, მაგრამ ერთს გამოვყოფ პრეზერვატივზე იყო ლაპარაკი და სახეზე ხელი მიიფარა და მე მაგას ვერ ვიტყვიო :D :D აუ კაი მართლა რა :) მაგის სიტყვის თქმაა სირცხვილი და ეგ არა ???

ბაჩო said...

კოხორა ქურდია
და იდეალად აქციეს, ეგ კი არა ხელფასი დაუნიშნეს დაბოლილ ქურდს. ამყოლაძემ კი თავისი ნატვრა მასე აისრულა, ფილარმონიის სცენიდან იმღერა და პირდაპირ ეთერში საქართველო უსმენდა. მინდა ავღნიშნო რომ, გოგი ცაბაძეს და ალექსანდრე ბასილაიას იგივე პატივი არ ქონიათ.
მე რა მინდოდა მეთქვა:
ჩვენი ქართული მენტალია დამნაშავე, თორემ თუ ჟურნალისტები ხართ ისიც გეცოდინებათ რომ, რაზეც დაკვეთას იღებ და რაც გამავალია იმას წერ ან აკეთებ, საბოლოო ჯამში ყიდი.
გურიაში ყველაზე მეტი გაზეთი იყიდება (აქ საუბარი მაქვს რეგიონალურ გაზეთზე), მიზეზი სასაცილო აღმოჩნდა:
გაზეთში იბეჭდება ვინ გარდაიცვალა და ვინ ცოლი მოიყვანა. წარმატებულად იყიდება, აინტერესებს ხალხს იქ ეგ მასალა, თორემ რა ხდება დუნიაზე ყველა გურულმა იცის

მე მომიტევეთ შემოჭრა და მენტალის გინება

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger