Saturday, October 24, 2009

იუკიო მისიმა - იაპონიის თანამედროვე ლეგენდა


როცა ჰარაკირზე  პოსტი დავწერე, გითხარით, რომ მოგიყვებოდით იაპონელ მწერალზე, რომელმაც ჰარაკირი ჩაიტარა. 

ვასრულებ დანაპირებს და გთავაზობთ პოსტს იუკიო მისიმაზე. 

იუკიოს შესახებ ქართველ მკითხველს შეიძლება დიდი წარმოდგენა არ ჰქონდეს, რადგან ქართულად მისი მხოლოდ რამდენიმე ნოველა და ერთი პიესაა ნათარგმნი, მაგრამ ის 40-მდე რომანის ავტორი და ძალიან ძლიერი მწერალია.

სტილით და მისწრაფებით, რატომღაც ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ამერიკელ მწერალს - ედგარ ალან პოს ვამსგავსებ. იოკიოს პოსავით იზიდავდა სისხლი, სიკვდილი, საშინელებების მოთხრობა.

ამ ადამიანის შესახებაც საკმაოდ ადრე გავიგე და მას მერე სულ ვეძებ მასალებს. ამას წინათ კი, საჯაროში, საკმაოდ საინტერესო სტატის მივაგენი და ბევრი ახალი დეტალი გავიგე მის შესახებ. მაშ ასე, ვიწყებ თხრობას.   

იოკიო მისიმა მისი ნამდვილი სახელი არ ყოფილა. სინამდვილეში მას კიმიტაკე ხარაოკა ერქვა. დაიბადა ტოკიოში, გავლენიანი ჩინოსნის ოჯახში 1925 წლის 14 იანვარს. რამდენიმე თვის იყო, როდესაც ბებიამ თავისთან წაიყვანა. მასთან 12 წლამდე ცხოვრობდა. იზრდებოდა უღიმღამო ოთახში, მშობლებსა და თანატოლებს მოცილებული, აკრძალული ჰქონდა ხმაურიანი თამაშები და სეირნობა. ამიტომ, გამუდმებით კითხულობდა წიგნებს დაფანტაზიორობდა. 

მისი ფანტაზიებს მთავარი გმირები კი (ჩემი არ იყოს ), სისხლი და სიკვდილი გახლდათ. 

სხვათაშორის, სკოლის პერიოდიდან იწყება მისი სექსუალური გადახრებიც, რაც ცალსახად უკავშირდება მის ფანტაზიებს. ოჯახური ფასეულობები მისთვის არაფერს ნიშნავდა. მან შეირთო ცოლი მაშინ, როცა მისმა ოჯახმა ეს მოისურვა. ის გახლდათ ბისექსუალი, თუმცა, როგორც ცნობილია, კაცებს უფრო ამჯობინებდა. საინტერესო ისაა, რომ მისი ქმრის ამგვარი გატაცებების შესახებ, მისმა მეუღლემ, მხოლოდ მისიმას სიკვდილის შემდეგ გაიგო.

1931 წლიდან იწყება მისი კარიერული წინსვლა. დაამთავრა წარჩინებული ოჯახიების შვილებისთვის განკუთვნილი სკოლა, იურიდიული ფაკულტეტი, დაიწყო მუშაობა ფინანსთა სამინისტროში, მაგრამ ეს ყველაფერი მამამისის გულის გასახეთქად, მწერლობის გამო მიატოვა. 

მისი პირველი რომანი გახლდათ "ნიღბის აღსარება", რომელმაც გამოსვლისთანავე შოკში ჩააგდო მთელი იაპონური საზოგადოება. წიგნი შეიცავდა ავტობიოგრაფიულ ელემენტებს. მისიმა წერდა თავის ჰომოსექსუალურ და სადომაზოხისტურ გადახრებზე.

მისიმასათვის ერთადერთი ნამდვილი სილამაზე სიკვდილის სილამაზე გახლდათ. ტკბებოდა ბრძოლაში საკუთარი სიკვდილის წარმოდგენით და ეშინოდა საჰაერო თავდასხმების, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ულამაზო სიკვდილი იყო. 

მისიმა ფიზიკური მონაცემებით არ გამოირჩეოდა. ის იყო ავადმყოფური აღნაგობის ტიპი, მაგრამ იმდენად ჰქონდა აკვიატებული და სურდა ლამაზად მომკვდარიყო, რომ თავდადებული ვარჯიშით საკუთარი სხეული  გამოძერწა.

იუკო ვარჯიშობდა კარატეში, ცურვაში, კულტურიზმსა და ფარიკაობაში. 

იოკიომ მხოლოდ 45 წელი იცოცხლა, მაგრამ ამ პერიოდში მოასწრო უამრავი რომანის და პიესის დაწერა, რომელთაგან მრავალი მის სიცოცხლეშივე იყო ეკრანიზებული.

1960 წელს, მისიმამ დაწერა ნოველა "პატრიოტიზმი", სადაც აღწერდა ახალგაზრდა ოფიცრების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოხდენას და  წარუმატებლობის გამო მათ მიერ ჰარაკირის ჩატარებას. 

ამ პროცედურას ისეთი სიამოვნებით აღწერდა, რომ კრიტიკოსების აზრით ავხორცბაში გადავიდა.

ამ პერიოდიდან მისიმა უკვე გადაწყვეტილი აქვს ჰარაკირის ჩატარება, მაგრამ არ სურს ამის უმიზეზოდ გაკეთება. მას სურს მოკვდეს ისე, როგორც ნამდვილი სამურაები კვდებოდნენ.

მან ხერხს მიმართა. 1966 წელს საჯაროდ გამოაცხადა თავისი სოლიდარობის შესახებ მემარჯვენე რადიკალების მიმართ და იაპონურ თავდცვის ძალებში გაერთიანდა (ომის შემდგომ,იაპონიას, როგორც დამარცხებულ მხარეს, კონსტიტუცია არმიის ყოლას უკრძალავდა). ამრიგად, ის უცებ იქცა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსად, ეროვნული ტრადიციების მიმდევრად და მონარქისტად. 

იოკიო წერდა სტატიებს, სადაც სამურაულ ეთიკას ასხამდა ხოტბას, აწყობდა საჯარო გამოსვლებს, 1968 წელს კი შექმნა სტუდენტური სამხედრო ორგანიზაცია "ტატე-ნო კაი" (ფარის საზოგადოება), რომელსაც გაზეთები ხშირად "კაპიტან მისიმას სათამაშო ორგანიზაციასაც უწოდებდნენ".

მისიმამ მშვენიერი წინასასიკვდილო კამპანია ჩაატარა. ყველაფერი ზემოჩამოთვლილი ხომ საშუალება იყო მიზნის მისაღწევად. ჰქონდა მხოლოდ ერთადერთი პრობლემა: სამურაი არასოდეს იტარებდა ჰარაკირს ბრძოლოს გარეშე. ბრძოლას კი მიზეზი სჭირდებოდა. მისიმამ გადაწყვიტა, რომ ეს  მიზეზი თავად შეექმნა. 

1970 წლის 25 ნოემბრის დილას, მისიმა სადღესასწაულო სამხედრო კოსტუმში გამოეწყო, ძველი ხმალი მოირგო და  თავისი ორგანიზაციის წევრებთან ერთად იაპონიის თავდაცვის ძალების ბაზის ტერიტორიაზე გაემართა. მას იქ ყველა იცნობდა, ამიტომ თავისუფლად შეუშვეს შტაბის შენობაში. იქ კი, ოუკიომ და მისმა თანაშემწეებმა გენერალი შეიპყრეს, მძევლად აიყვანეს და თავდაცვის ძალების დანაყოფების შეკრება მოითხოვეს.

ატყდა საშინელი ქაოსო. მოცვივდნენ ჟურნალისტები და პოლიციელები. ვერავინ ხვდებოდა რა მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ მისიმა აივანზე გადმოდგა.

მას ეცვა სადღესასწაულო მუნდირი, თეთრი ხელთათმანები, თავზე თეთრი სახვევი წითელი წრითა და ტრადიციული იეროგლიფებით.. მან ჯარისკაცებს მიმართა:

"სამწუხაროა, რომ ასეთ ვითარებაში მიწევს თქვენთან საუბარი. მე თქვენ იაპონიის უკანასკნელ გმირად მიმაჩნდით, იაპონიის მედგარ სულად, მაგრამ დღეს იაპონელები ფულზე ფიქრობენ, მხოლოდ ფულზე.. სამურაები ხართ თუ არა? მამაკაცები ხართ თუ არა? მეომრებო, რატომ იცავთ კონსტიტუციას, რომელიც არმიის არსებობას კრძალავს?"

რა თქმა უნდა, ჯარისკაცები ვერაფერს მიხვდნენ და დაბნეულები იყურებოდნენ აქეთ-იქით. მისიმა სხვა არაფერს ელოდა. ე.წ. შეთქმულება ჩაიშალა და ახლა მას საკმარისი საბაბი ჰქონდა ჰარაკირის ჩასატარებლად. 

მხედართმთავრის კაბინეტში მისიმამ იატაკზე მოირთხა ფეხი. მუნდირი გაიხსნა, დაკუნთული სხეული მოიშიშვლა, მოკლე ხმალი მოიმარჯვა, დაიყვირა, გაუმარჯოს იმპერატორსო და ორივე ხელით ხმალი მუცელში იტაკა. მერე სახით ძირს ჩაემხო.

იოუკო მისიმამ თავისი თვითმკვლელობა ფირზე ასახა. მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მწერალი თავის ყველა პიესას ასე წერდა: თავიდან ფინალურ რეპლიკას, მერე მთელ ტექსტს ყოველგვარი ჩასწორებებით. 25 ნოემბრის დილას იოკიომ თავის მაგიდაზე შემდეგი შინაარსის ბარათი დატოვა: "ადამიანის ცხოვრება განსაზღვრულია, მაგრამ მე მარადიულ ცხოვრებას ვინატრებდი.."


6 comments:

კოპალა said...

მაგაარი ხარ და მიყვარხარ :)))) რავქნა მიყვარს იაპონური ყველაფერი :) გეიშებზეც დაგეწერა რამე და მაგას თუ აკუტაგავს მიაყოლებ ძაან მაგარი იქნები :*

vasasi said...

ვაიმე, თავში ამივარდება ახლა.. :))

კი, დავწერ აკუტიგავაზეც და გეიშებზეც.. :))

ნასტასია said...

hee,ra sainereso iyo da raac sie kargad dacerili,xshirad ro ar gxvdeba xolme kacs...

momecona,miuxeavad chemi pacifzm-humanizmisa :)

შალვა said...

მშვენიერია... ყოჩაღ, ძალიან მომეწონა...

Anonymous said...

საინტერესოააააააა..

iveri kvaratskhelia said...

ამ ჩანაწერშიც იგრძნობა ალუბლების სურნელება საკურას დროს და მასთან შერთული სიკვდილის უზადობა :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger