Monday, October 26, 2009

რა ჰქვია ახლა ამას?


არ ვიცი რა ჰქვია ამას, მაგრამ უნდა დავწერო და რჩევა გკითხოთ.

ბავშვობიდან მაქვს ასეთი ჩვევა: ვერ ვიტან რომ მაქებენ და კიდევ, ჩემზე რომ ზრუნავენ..

ამ შემთხვევაში ორგვარი დამოკიდებულება მაქვს: გააჩნია ადამიანს, რომელიც ჩემზე ზრუნავს. როგორი მუხტი მოდის მისგან. ეს არის გულწრფელი თუ რაღაცის მოლოდინი..

პირველ შემთხვევაში ვწითლდები და თავს დაბლა ვხრი, იმიტომ, რომ მრცხვენია ჩემზე ასე რომ ფიქრობენ (თუმცა, შეიძლება საფუძვლიანად). მეორე შემთხვევაში კი ხისტი ვარ და უხეში ფორმით აღვკვეთავ ხოლმე პირფერობის ფაქტებს..

რატომ მოვყევი ახლა მე ეს..

მოკლედ, გუშინ დილით გორში რომ ვიყავი, დილით ვიღაცამ დაიძახა ადრე. მეძინა და არ ავდექი.

რომ გავიღვიძე, დედამ მითხრა, სოკო მოგიტანესო..

ვინ-მეთქი, გამიკვირდა..

მოკლედ, რაში ყოფილა საქმე: ძალიან ადრე, ასე რამდენიმე წლის წინ, სოფელში ყოფნის დროს წამომცდა, სოკო ძალიან მიყვარს-მეთქი და ჩემმა მეზობელმა ჩამომიტანა გუშინ, ვიცი თამუნას უყვარს და მას დავუკრიფეო..

ვააიიი..

ისე შემრცხვა და ამიცახცახდა ხერხემალი, სულ დამნაშავის გრძნობა მქონდა სოკოთი რომ ამოვსკდი.

ადამიანს რამდენი წელია ახსოვს და არ ავიწყდება. შარშანაც ჩამოგვიტანა ასე..

ჰხოდა, ძალიან, ძალიან მრცხვენია..

აი,  ახლაც..

რატომ არ ვიცი..

სულ მგონია, რომ ადამიანებს ვაწუხებ ხოლმე და ამიტომ, არასოდეს არავის არაფერს ვთხოვ (თუ ძალიან არ გამიჭირდა). მირჩევნია მოვკდე, ღამეები გავათენო და ჩემით გავაკეთო საქმე..

სხვათაშორის, სხვების მიმართ ამგვარი მომენტი არ მაქვს. ანუ, როცა მთხოვენ ვეხმარები და ძალიან მიხარია როცა სხვას ვახარებ.

თუმცა, რა დასამალია და, ზოგჯერ ჩემი საყვარლობას და ბუნჩულობას ბოროტად იყენებენ და აი მაშინ ვფეთქდები!..   

ამ ორი დღის წინ კი ჩემმა ძველმა რესპოდენტმა დამირეკა. მეხმიანება ხოლმე ეს ადამიანი.

ძალიან დიდი დახმარება გამიწია გამსახურდიას თემაზე რომ ვმუშაობდი მაშინ, უამრავ კითხვას გასცა პასუხი, თუმცა, ჩემი მხრივ კიდევ რარაცები მაქვს გასარკვევი და მგონი, დროა მეორე მხარეს შევეხმიანო..

თუმცა, მანამდე გავაგრძელებ სათქმელს, ეს ადამიანი გერმანულიდან წიგნებს თარგმნის და რამდენიმე წიგნის პრეზენტაციაზე დამპატიჟა და მაჩუქა. 

გუშინწინ კი მითხრა წიგნის მაღაზია, მიხვალ იქ, სიაა გადაცემული და აიღებ წიგნსო..

თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვარ ხოლმე როცა წიგნს მჩუქნიან, თუნდაც ყველაზე გამოუსადეგარი რამ იყოს იმ მომენტისათვის..

მოკლედ, ეს წიგნი დღეს გამოვიტანე და ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. ესაა ჰანს ზედლმაიერის ”თანამედროვე ხელოვნების რევოლუცია” და აუცილებლად წავიკითხავ..

თანამედროვე ხელოვნებაცც ხომ, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, ანტიკიდან მოდის.. 

მოკლედ, ამ შემთხვევაში, მოკრძალებულად ვგრძნობ ხოლმე თავს დამნაშავედ, ვიღებ ნაჩუქარ წიგნებს, საიმედოდ ვილაგებ ჩანთაში და დამნაშავესავით თავჩაინდრული გამოვდივარ..

მაინტერესებს, რა არის ეს?

რა ჯანდაბა კომპლექსია, მეშველება რამე თუ არა?   


P.S. ისეთი გახარებული ვარ..

ისეთი..

ისეთი, რომ მეტი არ შეიძლება..

გუშინ ჩეემმა თავგასიებულმა ”მილანმა” 1-2 მოუგო კიევოს და საოცარია, მაგრამ ორივე გოლი ჩეეემმმა საააანდრინიომ გაიტანააააა!..    

ჩეეემიი სააანდრიკოო...

ჩეეეემიიი საააყვარელი ფეეეხბურთელიიი...

თქვენ აზრზე არა ხართ როგორ მიყვარს მე ეს კაცი!..  

ჩემთვის ფეხბურთელის ეტალონია!..  

ჰხო, კიდევ ერთი რამე უნდა მეთქვა ფეხბურთთან დაკავშირებით.

ჩემმა ჩანჩალამ მითხრა, მიშკამ თქვა გუშინ, ვიღაც იტალიელი ფეხბურთელის (აბა ჩანჩალა ახლა გვარს როგორ დაიმახსოვრებდა   ) ნაღდი მაისური მაქვს და თამუნას არ უნდაო? და იქვე დაყოლა, ეს მაისური ნესტასი არ არისო..

მინდა რომელია, უთხარი, რომ მინდა და მომიტანე-მეთქი.. 

ჰხოდა, ერთი სული მაქვს, როდის ჩავიხუტებ ჩემს მაისურს..   


4 comments:

angeldilo said...

kai ra......ise principshi mec egre var magram mtlad egrec ara :) damimesije blogroll.ge ze da vimesijot :*

Natalia said...

კარგი გოგო ხარ შენ თამუნია : )


წიგნებს რომ მჩუქნიან [და ეს ძალიან იშვიათად ხდება სამწუხაროდ] რაღაც განსაკუთრებულად მიხარია ხოლმე : ))


პ.ს ვისი მაისური გაჩუქეს გვითხარი მერე :))

iasamani said...

ვაიმე მე ვარ ეგრე :/ არადა ხალხი საერთოდ ვერ მამჩნევს და ვერც წარმოიდგენენ, რომ ეგეთი ვარ
მარა ნამუსი მაწუხებს, როდესაც მაქებენ, მგონია, რომ დაუმსახაურებლად მაქებენ და იმ ადამიანის წინაშე დამნაშავედ ვგრძნობ თავს )))
სხვათაშორის, საწინააღმდეგოდ არაფერს ვაკეთებ, თორემ მერე სულელირად გამოიყურება ყველაფერი )))

mr.picasso said...

ვგიჟდები ყურადღებიან ხალხზე. სამწუხაროდ ქალაქში ასეთები აღარ ცხოვრობენ. იმ დღეს ბებიამ გამომიგზავნა მეც სოფლიდან რაღაცეები და მე დეგენერატი ჩასვლასაც ვერ ვახერხებ:(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger