Wednesday, October 28, 2009

დღე უკანასკნელი

დილას აქეთია, ვზივარ და შუალედურის თემებს ვწერ, პარალელურად კი, პარადოკსებზე ვფიქრობდი. რატომღაც იდეა დამებადა, რომ დამეწერა პირდაპირი რეპორტაჟი ჩემი გასვენებიდან, თუმცა, სასცენარო გეგმას ბლოგუნაზე ვერ დავტევ. ამიტომ დაძაბეთ თავში მოთავსებული გაყინული მარგარინები და გეპატიჟებით ჩემს გასვენებაზე.

ალბათ, ყველას წარმოგვიდგენია საკუთარი თავი იმ ოთხ ფიცარში, რომელსაც კუბოს უწოდებენ და ჩემდა გასაკვირად, მისი ხსენებისას პირჯვარს იწერენ ხოლმე..

გაფრთხილებთ, ჩემი კუბო უნდა იყოს შავი, თეთრსარჩულიანი!..

იცოდეთ, სხვაში ჩაწოლას არ ვაპირებ, თუ ძალადობას ეცდებით ჩემზე, როგორც მიცვალებულზე, მე გპირდებით, რომ მოგელანდებით.. :გურამპეტრიაშვილისსმაილი:

ჩემს შავსა და თეთრსარჩულიან კუბოში უნდა ვიწვე აუცილებლად კედებში, ჯინსებში (ოღონდ ისეთი შემირჩიეთ, არც დიდი მქონდეს არც პატარა), უნდა მეცვას  სასურველია, ღია ფერის მაისურია გამოსახულებით "The Beatles", თმები მქონდეს გაშლილი, ნუ, კარგი იქნება, თუ რამდენიმე თმისსამაგრს ჩამაყოლებთ. რა იცით რა ხდება..

არ მინდა გადიდებული სურათი... რა უბედურებააა ვერ ვხვდები. გარდა ამისა, ფოტოებზე კარგად ვერ გამოვდივარ, ან ვმაიმუნობ, ან ფაქიზოსავით დიდი, ნაღვლიანი თვალებით ვიყურები და სევდას ვგვრი ხალხს.. 

რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ მიტიროთ, ოღონდ არა მეზობლების დასანახად. 

არ დავინახო სიცილ-ხარხარი ჩემს კუბოსთან!. 

თუ არ გეტირებათ და არ მგლოვობთ, დაახვიეთ ჩემი სამფლობელოდან!..

კიდევ, ყვავილებს რაც შეეხება. 

არ შეწუხდეთ, ნუ დაიხარჯებით, თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ვასასი ვერ იტანს ყვავილებს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ უხვად მოიტანოთ ნესტას სურათები და დამაყაროთ თავზე. ჰო მართლა, თუ ვინმე იოკოს ლენონის ფერფლს მოპარავს, შეგიძლიათ ჩემს საფლავზე არ მოაფრქვიოთ, გაყიდეთ, ფულია.. 

რაა?

აა, შვეიცარიაში ბრილიანტის ბეჭედი გაიკეთა უკვე მაგ ფერფლით?.

სამწუხაროა, არადა, ბლომად ფულის შოვნა შეიძლებოდა..

ჰო, კიდევ, მუსიკას რაც შეეხება: არ დავინახო ეს მეცხრე სიმფონიები და შილერის ოდა..

მიმღერეთ ადამიანურად ”შუქი მოვიდას” შესანიშნავი კომპოზიცია:

- რააა გეჩქარებოდაააააააა პუმ!..

რააააა მიგარბენინებდაააა... პუმ!..

ცოოოტაც მოგეცადა შენ, ბუმ ბუმ საწყალო,

შენ, უბედურო შეეენნნნ!!...

პარარარარარამ!..

ასე!..

იქვე შეგიძიათ "Eleanor rigbY" შემომთავაზოთ (ნუ, მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფრის მიუხედავად მარტოხელა არ მოვკვდები).. 

გესმით მისტერ მილიბენდ? :))

ჰო, ეს ფორმალობებს მოვრჩით. 

კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს, ძალიან ნუ მიტირებთ რა, თორემ შეიძლება გული ამიჩვილდეს და ხერხემალმა ცახცახი დამიწყოს..

ახლა გადავიდეთ გასვენებაზე: 

მოკლედ, გათენდება შაბათი დღე, ორი საათი. ვიღაცები მიტირებენ, ლოყებს დაიხოკავენ (ვაი, ეს თუ აფერისტული იქნება, მოგებლანდებით მე თქვენ გეუბნებით!!..)

ჰო, წესის აგება არ დაგავიწყდეთ..

შემოვა ოთხი მუტრუკი, აწევს ჩემს ლაამაზ შავ კუბუნას და გამაცუნცულებენ სასაფლაოზე. 

სასაფლაო უნდა იყოს პრესტიჟულ ადგილზე, ოღონდ სადა. არ მინდა ზედმეტი ზიზილ-პიპილოები.

ჰო, მართლა, სანამ სამარეში ჩამდებდეთ, თავი კარგად დაახურეთ კუბოს, მიწამ ვარცხნილობა არ გამიფუჭოს და არც მაკიაჟი!..

ნუ, მერე თქვენ იცით რა..

ქელეხი უნდა იყოს 100 კაცზე..

მე ღვინო არ მიყვრს, არც არაყი, ეცადეთ ჩემი სული ნატურალური წვენით გაანათლოთ.

ნუ იმღერებთ მრავალჟამიერს - გახსოვდეთ, რომ მე ის სიცოცხლეში მიყვარდა.

ნუ იცეკვებთ ”ჩორნიე გლაზაზე”, იცეკვეთ "All my loving"-ზე...

ბევრს ნუ შეჭამთ, გასუქდებით..

არ დაგავიწყდეთ, ვიცი რომ ეკლესიაში ყველა კვარტალში ერთხელ მაინც დადიხართ და მოსახსენიებელი შეიტანეთ და პანაშვიდებიც გადამიხადეთ.

ხომ იცით, ყველაფერი როგორ მაინტერესებს, ამიტომ ხშირად ამოდით ჩემს საფლავზე და მომიყევით ყველაფერი ყველაფერზე, ოღონდ ბარსელონა, რეალი და ინტერი არ მიხსენოთ!..

შავ ორშაბათს კარგი პასკა ამომიტანეთ, ხაჭოიანი.. 

ოღონდ თქვენ კი არ შეჭამოთ, დამიტოვეთ, ამოვალ და წავიღებ..

ერთი რაღაც დამავიწყდა: 

სექტანტობას ნუ ექნება ადგილი ჩემი ანდერძის განაწილების დროს..

ტელეფონს დავუყოვებ ოჯახს, ფლეშკას ჩემს ძმას..

ბოდიში, ვიცი ჩემს ტვინზე წეწვა-გლეჯა უნდა ატყდეს, მაგრამ თან მიმაქვს, თქვენ ის არ გამოგადგებათ.

ძილში რომ დაგესიზმრებით კიდევ, კუდებს ნუ მოაბამთ, რომ არსებობდა, ბოდიში მომიხადაო და ა.შ.

ნურც გარებიძაშვილებს მოუყვებით ამის შესახებ, თორემ გარებიძაშვილები გამოძახებენ ჩემს სულს და შეგარცხვენთ საშვილიშვილოდ..

ნუ, პრინციპში, გააჩნია ვის დავესიზმრები ასე..

თუ ისეთი ვიღაცა იქნება, ვისაც ცოცხალი ვერაფერს ვაგებინებდი, იმას რა უნდა მოვთხოვო, მე თქვენ გეკითხებით?!

თავისი გაჭირვება ხომ ეყოფა?.

ეჰ, შემეცოდა ჩემი თავი..

”და მე ავტირდი ვით მეფე ლირი,

ლირი, ყველასგან მიტოვებული..”


4 comments:

Natalia said...

:))) სახალისო პოსტი იყო, მიუხედავად იმისა რომ არც თუ ისე სახალისო თემაზე დაწერე :) უფრო სწორედ, გონებამახვილური უფრო იყო, ვიდრე სახალისო ;)

mr.picasso said...

ისა და უკაცრავად ლობიო და შილა როგორი უნდა იყოს:))))
მაგრად ვიხალისე. მარა ბევრს ფიქრობ მგონი მაგ სიკვდილზე სისულელეა დიდ ხანს იცოცხლებ და 80 დან 100 წლამდე მოხუცი კედებში მაგარი სანახავი იქნები”:)

Roisin said...

xooo...kedebio,jinsebio..makiajio,da raici rom yvelani viknebit saamisod cocxlebi da ikit ar dagelodebit?)))anu kedebi da jinsebit ver mova yvela, cota osteokondrozi ushlis xels....
lol
magari giji xar (sacyenad ara)!!)))

მარი ახსიაშვილი said...

ჰაჰა, ეს შენი იყო? :-დ მახსოვს, სარშან, ამას 24-ში კითხულობდნენ მარიტა და ნათია მაჭარაშვილი და მეც ვიხალისე :)))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger