Thursday, October 29, 2009

ნანუკა ანუ რიტორიკული კითხვა: სად ვძოვთ?

გუშინ საღამოს ”20 ათასს” ველოდებოდი, მაგრამ ჩემებმა, ნანუკას შოუ ვნახოთო და ხმათა უმრავლესობით იმედზე გადავრთეთ. 

გადაცემა ვნახე ბოლომდე და თქვენის ნებართვით განვიხილავ დაწვრილებით:

დავიწყოთ სათაურით. გადაცემას ჰქვია ”ნანუკა”. დიდი ბოდიში, მაგრამ ვინაა ეს ნანუკა, მისი სახელი რომ ასე ამბიციურად ჰქვია შოუს?. 

იმედი მაქვს, ყველას კარგად გვახსოვს მისი აღტკინებული სიუჟეტები და რეპორტაჟები 2003 წლის ნოემბერში, 2006-2007 წლიდან კი (ეს პერიოდია, თარიღები შეიძლება ზუსტად არ მახსოვს) რადიო ”იმედზე” ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიჰყავდა პოლიტიკური შოუ.

ახლა ეს ნანუკა,რომელსაც არანაირი პოზიცია არ გააჩნია და   ხან ერთ მხარეს დახტოდა და ხან მეორეს, მოგვევლინა არაპოლიტიკური შოუს წამყვანად და უნიჭო იუმორით გვეღადავება..

მერე იქ, ვიღაც დიჯეი უზის, სათვალეებით, ქუდით, ჭკუაზე არ არის, ეს ნანუკაც უკვეთავს და ის უკრავს. ჰო, არ დაგავიწყდეთ, რომ ნანუკა ამ დროს რაღაც რეპლიკებს ესვრის იმ ახალგაზრდას და ეკაიფება თავის ჭკუაში..

გუშინდელი გადაცემის თემა გახლდათ ახალი ქართული ფილმი ”თბილისური Love story”.. ჯერ ამ უნიჭო ფილმისა და უნიჭო სცენარის რა ვთქვი (ერთადერთი მართლა ძალიან ორიგინალური და საინტერესო გადაწყვეტა იყო (არ ვიცი რომელი რეჟისორის) საოპერო არიის ვარიანტი) და მერეც, მე ძალიან მაინტერესებს რამდენს უხდიან ტელევიზიებს ამ იდიოტობის გაფიარებაში.

გუშინ ჰყავდა სტუმრად სცენარის ავტორი გიო მგელაძე და ერთ-ერთი რეჟისორი. ჯერ ეს მგელაძე იყო ისეთ გაგლეჯილ კაიფში, პირში ენას ვერ ატრიალებდა.. 

შემოყარეს მერე უამრავი მსახიობი, აი, ძააააააან სვეტცკი ხალხი რაააა... მანერულად რომ ლაპარაკობენ და ტუჩები რომ მაგიდაზე აქვთ დაწყობილი და იდიოტობები აფრქვიეს.

ამ ყველაფერს ხალხი უკრავს ტაშს და ნანუკაც უნიჭოდ ხუმრობს ისე, ვითომც აქ არაფერი..

ფილმი, როგორც შევატყვე, არის ”სანგუკოს” დაკვეთით გადაღებული და ერთი რაღაცა მინდა აღვნიშნო: ნარკომანიის თემა, მართლა ძალიან მძიმე და მნიშვნელვანია, მაგრამ გუკა რჩეულიშვილს რომ ეს აწუხებს და ფილმს ფილმზე აცხობს, ნუთუ ვერ ხვდება, რომ ანტიპროპაგანდის მაგივრად პირიქით გამოსდის?

ერთხელ გადაიღე შე ოჯახაშენებულო და ხარისხიანი, ამდენს რომ ქარხანასავით უშვებ.. ნარკომანიის გარდა გარშემო უამრავი პრობლემა გვაქვს და ახლა იმას თუ მიაქცევ ყურადღებას, კარგი იქნება რა..

ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა თვით ნანუკას ჩაცმულობაზეც. სულ მაინტერესებს, ვიღაცა კეთილი ადამიანი ხომ უნდა არსებობდეს ტელევიზიაში, რომელიც გააკონტროლებს ვინ რა და როგორ უნდა ჩაიცვას და მერე ეს ყველაფერი ეკრანზე როგორ გამოჩნდება?

ჯერ ერთი, ეკრანი სადღაც 5-7 კილოს ამატებს ადამიანს და ამ ახალნამშობიარევ ქალს რას უზამს წარმოდიგინეთ. შენ კიდევ, ნანუკა, ან დაიკელი, ან ჯერ ის ბავშვი გამოზარდე, ან ისე მაინც დაგსვან, რომ არ ირბინო ამხელა 120 კილოიანმა ქალმა და ესთეტური მაინც იყავი რა!..

დასკვნა: გადაცემას არ აქვს განსაზღვრული შინაარსი და ფორმატი. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ხალხი ქუჩიდან შემოცვივდა და ტინგიცობა დაიწყო კადრში. 

ტექსტები არის სულელური...  აბსოუტურად არაფერ ღირებულს არ ამბობენ, ხოლო ეს ნანუკა ჟორჟოლიანის ფაქტორი და შოუს სათაური, საერთოდ, ხურავს რა!.

სხვა ახალ გადაცემებს აღარ შევეხები ”იმედზე”, თავისი გაჭირვება ეყოფათ..

ამ არხის ხელმძღვანელობას ვეტყოდი, რომ მთავარი არ არის ეთერი ამოავსო და ნებისმიერი ნაგავი გაუშვა..

ცოტა იფიქრე რას უშვებ, რა ფორმატია, ან არის კი ფორმატი?

საქმე იმაშია, რომ ხალხი ამ გადაცემებს უყურებს და მეორე დღეს ბირჟაზე არჩევს ვინ რა და როგორ თქვა...

და კითხვა მაქვს თქვენთან, ჩემი ბლოგის მკითხველებო: სად ვძოვთ?..


14 comments:

mr.picasso said...

ცნობილი ფაქტია რომ მე ტელევიზორს არ ვუყურებ გუშინ სტუმრად ვიყავი და მომიხდა მაგ სისულელის ნახვა იმ ტიპზე ხომ მთლად ნერვები ამეშალა ისეთ კაიფში იყო პირში ენას ვერ აბრუნებდა არ მესმის როდის უნდა შეწყდეს ნარკომანიის პროპაგანდა ქართულ ფილმებში.....
30 საათი დამჭირდა მივხვედრილიყავი რა თემაზე საუბრობდნენ. ხო ნანუკაც რავიცი რა გითხრა აბა ჯობდა ერთ ადგილას მჯდარიყო. აწი ოთხშაბათობითაც პროფილი 2 იქნება . პირველ არხზეც არის ხომ მსგავსი გადაცემა? თუ სწორად მახსოვს ნინო ქაჯაიას მიყავდა თუ მიყავს . ეს ჟურნალისტი კი ამათ ფონზე აშკარად მომწონს

anticola said...

dgeidan axali mkitxveli var... :*
xoda sad vdzovt da getyvit Suck art velos iglia gauparsav mdeloebze da 32 naochian prochiani xalxis miwaze :D

babisa said...

miuxedavad imisa rom ar minaxavs gadacema, kargad warmovidgine ra iqneboda :) da miuxedavad imisa,rom bevr ragacas martals ambob, mainc mgoia rom agresiuli toni iyo da cota gamagiziana, tore jansag kritikas ra jobs :)

Dreamer Kikito said...

ახახა მიყვარს შენი ასეთი პოსტები, შესანიშნავი კრიტიკოს-ჯურნალისტი იქნები :)))

tatushka55 said...

ehh, samcuxarod Tbilisshi chemo kargo
da kidev ufro samcuxarod kidev didxans movzovT Tu ar gavascariT aqedan :(

karaganda said...

heh sad vnaxo eg gadacema

Totalman said...

Swored es mivwere Nanukas Facebook - ze specialurad am gadacemisatvis sheqmnil temashi, rom propaganda gamouvida narkomaniis da ara piriqit.

clown said...

ამ ნანუკასაც თავის იდიოტურ ხუმრობებზე მარტო თვითონ რომ ეცინება ეგაა ღადავი :|

Sunny said...

პირველი გადაცემის ჩაწერაზე ვიყავი...
ხოოოდაა... ჯერ ჩემი კეთილი განწყობა ეზოში დაბმულმა ძროხამ იმსხვეპლა, რომელიც თურმე რაღაც შესავალი სიტყვისთვის ჩაწერეს...
მერე სტუდია.. უფრო ზუსტად სტუდიაში გაკრული ბანერები მსგავსი სულელური წარწერებით ” შეყვარებულს დავშორდი” ”facebookze დამამტე” ”დედამ გული მატკინა” და ათასი მარაზმი... ვითომ ყოველდღიურობიდან აღებული ფრაზები... მერე მთავარი სტუმარი ლელა კაკულია...ეს უკომენტაროდ... მაგ ქალს არაფერს ვერჩი მაგრამ... მაინც ”კაი რააააა!”
ხხოდა რავიცი.... მოკლედ ეს შოუ ვერ გაქაჩავს... მიუხედავად იმისა რომ კაკულიამ თქვა რეიტინგული იქნებაო :)

ნასტასია said...

eg gadacema ki ara,qartuli gadacemebi erti celia saertod ara da 5 celia titqmis ar minaxavs,zustad magito rom katastrofuli unichobaa,magram imaze xazis gasma ro camyvani 120 kiloa da axladnamshobiarebi,mainc yurs mchris. . .

rac sheexeba mgelazis da rcheulishvilis antinarkotikul kampanias,mesmis rom gamagizianebelia mag saxit. . .magram xo arsebobs tvitdaxmarebis jgufebi,sadac narkomanebi narkomanebs exmarebian,alkoholikebi alkoholikebs da kriminalebi kriminalebs da mag pontshi tu ganvixilavt magat agitacias,mashin nichevo :P

გურამი said...

აუ, ვასი, მიდი რა ასეთი პოსტები დაწერე რა ბევრი. :) იმიტომ რომ ტელევიზორისთვის უკვე 2 თევა მემგონი არ შემიხედია და გავიგებ ქე მაინც რა ხდება ტელესივრცეში. თან ისეთი ხალასი ენით წერ. :) მოდის გრძონები რა. :)

badisanji said...

au icit raaa, tu ar mogcont am nanukas "show", mashin vafshe nu uyurebt, da pirveli ro ceria posti, ar vici ra qvia, radgan sheni 20 atasi ver naxe javri unda iyaro? da jereserti dzerski xalxio da tuchebi magidaze aqvto ra cesia to, tavxedobas aqvs adgili. rogor sheileba prosta egeti rame tqva. da pirvel rigshi magari xalxi iyvnen yvela, da ar gesmit etyoba sidzerskis da magito ar mogcont araferi. " saqartvelo ra sacodavia," am qveyanas ra eshveleba" au evropashi ro cxovroben, egre ar sheileba chvenc viyot?" es gamotqmebia xo tqveni standartuli.
xo da itoksh ar gesmit , da arc gindat ro gaigonot, tandatan tbilisi, da saqartvelo, rom cin miicevs!!!

vasasi said...

უკაცრავად, რითი მიიწევს წინ, ეთერში რომ შავი მასალა ხვდება თუ იმით, გაგლეჯილ კაიფში რომ მიდიან ადამიანები სტუმრად?..

ცოტა არ იყოს, შემომეხარხარა..

Katieé... (aka ეკა.ტერინე) said...

"xo da itoksh ar gesmit , da arc gindat ro gaigonot, tandatan tbilisi, da saqartvelo, rom cin miicevs!!!"
ხოო, "იტოკში", გენაცვალე მეტყველების კულტურაში და აი ასეთ თბილისს გაუმარჯოს, არა? :)))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger