Friday, October 30, 2009

რწმენა და თავისუფლება

თემა, რომელზე საუბარსაც მე დღეს ვაპირებ, ცოტა მძიმეა და არასტანდარტული, შეიძლება მკრეხელურიც..

ამ თემაზე მე ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი, თუმცა აზრად არ მომსვლია არასდროს მისი ბლოგზე დაწერა, თუმცა ახლა ვაპირებ გაგიზიაროთ ის.

საერთოდ საუბარი გვქონდა ამის შესახებ და ამიტომ გამიჩნდა იდეა, თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩემი აზრი.

მოკლედ, მიმაჩნია, რომ დოგმები, რომლებშიც ჩვენ ჩვენი სარწმუნოება გვაყენებს, აზროვნებაში გვიშლის ხელს.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე რწმენის წინააღმდეგი ვარ. პირიქით, თუ რწმენა არ გაქვს (არ მაქვს საუბარი რელიგიურზე), არ გაქვს იმედი, შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხარ.

საერთოდ, ძალიან ძნელი იმ დოგმებისაგან განთავისუფლება, რომლებიც დაბადებიდან იდება ჩვენში და რაც კაცობრიობამ თავისი განვითარების მანძილზე შექმნა იმიტომ, რომ ყოფილიყო ადამიანი.

ამ ყველაფრის დანგრევა, რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ პირველყოფილთან მიგვიყვანს, მაგრამ გონების დონეზე თუ ოდნავ მაინც დავუშვებთ ისეთ რაღაცებს, რასაც კრძალავს რელიგია, შეიძლება ისეთ სამყაროში აღმოვჩნდეთ, რომელიც ფართოდ გაზრდის ჩვენს თვალსაწიერს და ძალიან მაგარ იდეებს მოგვგვრის.

მე მიმაჩნია, რომ ყველაზე მაგარი, რისი მიღწევაც ადამიანს შეუძლია, ეს არის თავისუფლება აზროვნებაში.

კარგად რომ დავფიქრდეთ, ჩვენ ყველა ამისკენ მივილტვით, თუმცა სხვადასხვა ფორმებით.

შეიძლება შეუსაბამო მოგეჩვენოთ ის, რასაც ვამბობ, მაგრამ ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ, რომ გონება გავათავისუფლოთ დოგმებისაგან. რაც უფრო მეტ პარადოკსს დავუშვებთ, მითY მეტად გავამრავალფეროვნებთ ჩვენს არსებობას და უფრო საინტერესოები გავხდებით საკუთარი თავებისათვის.

ისე, თუ დაკვირვებულხართ, ის ადამიანები, ვისაც დღეს გენიოსებად მივიჩნევთ, გამუდმებით ცდილობდნენ აზროვნების თავისუფლების მოპოვებას. მათY ბევრი ქოლავდა, აკრიტიკებდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველა აღიარებდა მათ, როგორც საუკეთესოებს.

რელიგიური რწმენა ადამიანს ართმევს აზროვნების უფლებას. რა წამსაც შენ დაუშვებ რელიგიური დოგმას საწინააღმდეგოს, ის იქნება ცოდვა და დაუშვებელი შენი მრწამისისათვის, ამიტომ მას თავშივე ჩაკლავ, რაც არ უნდა საინტერესო იყოს.

მე ვფიქრობ, კარგი იქნება თუ რაღაც გარკვეულ შუალედს მოვძებნით რელიგიურობასა და აზროვნებას შორის, და კარგი იქნება, თუ შევეცდებით გონების დონეზე დავუშვათ ის, რისი დაშვებაც აბსოლუტურად ყველა ჩარჩოს სცდება.

ეს იქნება არა პროტესტი, არამედ, საკუთარი თავის პოვნა, მაგრამ არა სხვა რაღაცების ხარჯზე. რადიკალიზმი არც ამ შემთხვევაში იქნება კარგი.


8 comments:

Da-v-iD said...

ჩემდა სამწუხაროდ ძალიან ბევრ დოგმებით შებოჭილ და იდიოტური ფანატიზმით გაბრუებულ ადამიანს ვიცნობ. რომლებმაც ძალიან ბერი რამ იციან რაც არ შეიძლება. მაგრამ რატომ ეგ უკვე აღარ იციან...იმიტომ რომ არ შეიძლებაო მამაომ.. ეს პასუხი სამწუხაროდ მათვის საკმარისია. თავად ის ფაკტი რომ ხშირ შემთხვევაში რელიგია მრწამსი სული და მამაო სხვადასხვა ლიანდაგებზე დგანან მათვის არაფრის მთქმელია. ნიკეის კრებიდან მოყოლებული სულ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე...
ბრმათმორწმუნეობის არ მესმის...მინდა ვიცოდე რატო და რისთვის და შესაბამისად მწამს იმის რაც ვიცი რა, რისთვის და რატომ

როდრიგო სანტორო said...

მეც მიფიქრია ამ საკითზე და გეთანხმები. მეც მწამს ღმერთის. ოღონდ ჩემი ღმერთი უფრო თავისუფალია. რა საოცარია ჩემი ახალი პოსტიც ამ საკითხს ეძღვნება ცოტათი და ძალიან საინტერესო იქნებოდა შენი აზრი.

იქნებ ჩვენი პოსტებით გავარკვიოთ და ვეძიოთ.

clown said...

რელიგიურობასა და აზროვნებას შორის მართლა უნდა მოვძებნოთ შუალედი...
მაგრამ ძნელია როცა ბავშვობიდან რელიგიურად იზრდები, შემდეგ კი გრძნობ რომ მხოლოდ შენი თავის გწამს და სხვა არაფრის....
ამასთან ერთად შიში გვაქვს... (მაგ: ვაითუ ღმერთი არსებობს?)

ხოდა სადღაც შუაში ვიჭყლიტებით, მე კი მგონია რომ ზუსტად შუაშია ჩვენი ადგილი...


პ.ს ცოტა აბნეულ დაბნეულად დავწერე მაგრამ იმედია გაიგებთ რა ვთქვი :)

Sunny said...

როცა შიში გაქვს ’’ვაითუ ღმერთი არსებობს?’’ ხარ აგნესტიკი...
ანუ ადამიანი რომელსაც არ სწმას ღმერთის მაგრამ სადღაც უშვებს შესაძლებლობას ვაითუ არსებობს_ო....
არ შემიძლია არ დაგეთანხმო ოქროს შუალედზე... საერთოდ ეს ყველაფრიდან საუკეთესო გამოსავალია....
ამ თემაზე ძალიან ბევრი მიფიქრია...
და ძალიან ბევრი კითხვა მაქვს...
არ ვიცი, იქნებ ოდესმე მოვახერხო და მღვდელს ვესაუბრო ამაზე....

Natalia said...

საინტერესოა შენი მსჯელობა თამო :) ვინაიდან საკმაოდ ხშირად მეფიქრება ამ საკითხზე, ამ ბოლო დროს მეც ამდაგვარი დასკვნა გავაკეთე. თუმცა ღმერთი მწამს, ეკლესიაც და მისი საიდუმლოებანიც - ზიარება, აღსარება და ა.შ

ნასტასია said...

morwmuenoba ar niSnavs aratavisuflebas,piriqit,gmertma yvelase didi rac misca adamians,archevanis uflebaa da eg zustad tavisuflebas nishnavs,ubralod ise unda gaaketo archevani,ro arc imedi da myari sayrdeni dakargo da arc tavisufleba :)

shualedi ideashi kargi gamosavalia,magram siyvaruls da rwmenas ar uxdeba. . .arada,gmerti egaa. . .

Keti said...

ჰო, დოგმები ზღუდავს ადამიანებს –
ადამიანებისვე დაწესებული დოგმები.

მე მჯერა, რომ ღმეთი ისეთს მიღებს, როგორიც ვარ და არ ვგრძნობ თავს შეზღუდულად.
ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მაგალითად, ქალი ეკლესიაში შარვლით არ უნდა შევიდეს და ესაა რწმენა, რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ წინსვლა.

გურამი said...

ჰოდა ისა.. მე დიდი მორწმუნე არ ვარ, მაგრამ ამისდა მიუხედავად იმ რაღაცას, რომელიც არსებობს, ვუყვარვარ და ხშირად მეხმარება ხოლმე. ახლა მეორე: თუ ღვდელი არ მოგწონს, პატივი ეცი მაგრამ სხვასთან წადიო. და ბოლოს: ნეტარ არს იგი, ვისაც არაფრის იმედი აქვს, რამეთუ არ გაუცრუვდება_ო ნათქვამია. ანუ ნეტარ არს იგი, ვინც ათეისტია?

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger