Saturday, October 31, 2009

დასველებული ფეხებით


ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა..

ფანტაზიამ კინაღამ გვიღალატა თუ არა...

რამდენჯერმე კინაღამ მოგწერე თუ არა..

შუაღამემდე სანთლებზე დავრბოდით თუ არა...

მიუხედავად იმისა, სასურველი ფორმის ვიშოვეთ თუ არა..

გამოცდიდან გავედით თუ არა...

ამისთვის ხვეწნა დაგვჭირდა თუ არა...


გუშინდელი ღამისთევის მიუხედავად..

დრამატული გადაწყვეტილების მიუხედავად...

დამსწრე საზოგადოების მიუხედავად...

დამაბნეველი ტაშის მიუხედავად...

ექსპრომტად მოფიქრებული სიმღერის ვერშესრულების მიუხედავად...

წვიმისა და ტლაპოს მიუხედავად...


ბაყაყური ტყლაპუნით..

დასველებული ფეხებით...

ათრთოლებული გულებით...

აცახცახებული ხერხემლებით...

სტუდენტური შესაძლებლობებით..

თუმცა, მთელი გულით..

21-ე დაბადების დღეს გილოცავთ, მეგობარო...

შენი ჩანჩალიზმის მიმდევარი ბაყაყუნები: ჩანჩალა, მარიტა, ნინო, ვასასი..

5 comments:

mr.picasso said...

და ეს ყველაფერი ფოტოდან თუ ვიმსჯელებ უნივერსიტეტის აუდიტორიაში მოხდა. რა მაგარია მიყვარს ასეთი სურპრიზები:)

Natalia said...

თქვენ მიუტანეთ ტორტი? რა მაგარია! :)

მე და ჩემმა მეგობარმა ჰანნას ავუტანეთ ტორტი სახლში და ძალიან გაუხარდა :))

Dreamer Kikito said...

ra magrebi xart <3 yochag tqven :*

ნასტასია said...

chanchalizmi ra kargi sityvaa :)))))))

lamis tortze kargi :)

გურამი said...

მიშა ხარ, ვასასი, მიშა! შენც და დანარჩენი ბაყაყუნებიც! :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger