Tuesday, October 20, 2009

მისია VAS-100


მოკლედ, რაშია საქმე..

როგორც წესი, სამხედროები, პოლიციელები თუ ტერორისტები, ამა თუ იმ ოპერაციას თავის სახელს არქმევენ.. 

ჰოდა, მეც გადავწყვიტე ოპერაციისათვის, რომელიც მომავალში განხორციელდება და მრავალჯერადი სახე ექნება, სახელი მეწოდებინა და მას სათაურში ხედავთ..   

მოკლედ, საქმე რაშია:

გუშინ კიკიტომ მომწერა ფეისბუქზე, შენთან საქმე მაქვსო და ჩემი ცნობისმოყვრეობის გადამკიდემ, სასწრაფოდ ვაფრინე ელექტრონული ბუ მასთან აბა რა საქმეა ასეთი-მეთქი.

ასე და ამგვარად, ჩემგან დამოუკიდებლად ეს ბლოგუნა დავაქორწინე კიკიტოს ბლოგუნასთან (ცოლი რომელია და ქმარი, ამაზე ვდავობთ ჯერ, რადგან კამათში იბადება ჭეშმარიტებაო, ამბობენ..)..

მოკლედ, კიკიტო  სვითის  გაკვეთილების მიმდევარია (სექტანტობს რა..   ), ჰხოდა, მეგობარი ბლოგერი სჭირდებოდა ახალ წამოწყებაში და რას ვიფიქრებდი ოდესმე, თუ მე, ასეთი უამბიციო, გულჩვილი და სუსტი არსება, საკუთარი ბლოგითურთ, ვინმეს ყურადღების ქვეშ მოვექცეოდი..

ყოველგვარი ღადაობის გარეშე, ძალიან გამიხარდა ინგამ რომ მე ამირჩია. სვითისთან მეც გავეცანი წესებს,  თუ რა შედის მეგობარი ბლოგერის კომპეტენციებში. მე და კიკიტოს, შეგვიძლია რაღაც პროექტები მოვიგონოთ, ვიჭყილიტოთ თავში მოთავსებული მარგარინები, ვწეროთ გესტპოსტები ერთმანეთთან, შევიტანოთ კორექტივები und so weiter!.. 

ჰხოდა..

დაგვაკვირდით, შეგვამჩნიეთ და შეგვაფასეთ..

ვინ იცის რა ბლოგერული თაობა მოდის ჩვენი სახით.. :ორითვითკმაყოფილი:


P.S. რა ამის პასუხია და, გუშინ ისეთი საოცარი სიზმარი ვნახე, რომ არ მოგიყვეთ არ შეიძლება.

მოკლედ, რამაზ საყვარელიძეს დაბადების დღეს ვუხდიდით ”ალმა მატერში” და ჩვენმა რექტორმა პირდაპირ პრესკონფერენციაზე შემოუტანა უზარმაზარი წითელი ტორტი..   

რა დასამალია და, ერთი ნაჭერი მეც შემხვდა, მაგრამ ის იყო, მეორე უნდა გადმომეღო, რომ მაღვიძარამ დარეკა და ნახევარი ტორტი შეუჭმელი დამრჩა!..   

მანუგეშეთ..   


6 comments:

clown said...

მე რომ კიკიტოს წართმევა დაგიპირე :უსერ:


http://bloody-clown.blogspot.com/2009/10/7.html

Nataly said...

რამაზ საყვარელიძე ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ლექტორია.. :ლავ:

vasasi said...

ფსიქოლოგიაში შეიძლება კარგია, მაგრამ პოლიტოლოგიაში რომ ნულია, ამაში რამდენიმე დღის წინ დავრწმუნდი..

ისეთი საოცრებები ილაპარაკა, აქამდე ვარ გაოცებული.. :დ

Natalia said...

რა მაგარია ეს ბლოგო-მეგობრობა :))

პ.ს ვერ ვიტან, როცა სიზმარში რამე გემრიელს ვჭამ და გამომეღვიძება ხოლმე :(

Dreamer Kikito said...

vashaaa vashaaa :bis: :bis: da ai chven ukve opicialuri wyvili vart :D :*

gushin imdeni ideebi momivida ertad rios gaketebac sheidzlebaa kinagam tavi gamiskdaa :)) mere mogiyvebi :)))

nino said...

ramaz sayvarelidzeeeeeeeeeeeeee (inlove) dzaan sayvarelia, me fsiqologias mikitxavda, ertob saintereso wesi qonda leqciaze chveni yuradgebis mipyrobisa :D :*

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger