Wednesday, October 21, 2009

Wahrheit Uber alles!!!


იცით რაზე ვოცნებობ?

კი ვწუწუნებ ხოლმე, რომ პროფესია შემეშალა, მაგრამ მჯერა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება.

რატომღაც მგონია, რომ არის ფაქტები, რაც ნებისმიერ ფასად არის ჟურნალისტის მიერ დასადები.

თუნდაც იმისათვის, რომ საზოგადოება აზრზე მოვიდეს, გონზე მოეგოს და..

ფუ, გული მერევა უკვე ამ სიტყვებზეც კი..   

არა, მე ნამდვილად ვხედავ თავს ჟურნალისტიკაში, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ არასოდეს ვიმუშავებ კორესპონდენტად..

1) მეზარება საშინლად;

2) ეს ის არ არის, რისთვისაც ამ ფაკულტეტზე ჩავაბარე;

3) შეიძლება მთელი ცხოვრება კორესპონდნტი იყო, წლები მოგემატოს, მაგრამ პროფესიულად ვერ გაიზრდები.

არ მაქვს სურვილი ეკრანზე ქანაობისა..

ამ მიზნით არ ჩამიბარებია ამ ფაკულტეტეზე. ყელში მქონდა ის, რასაც ვხედავდი და დღემდე ვხედავ, ვარ საკუთარ თავსა და სიმართლეში დარწმუნებული.

შესაბამისად..

საქმე იმაშია, რომ ჩემი ინტერესების ობიექტი და ვექტორი, რომლის მიმართულებითაც მსურს გავაგრძელო საქმიანობა (მქონდა პრეცედენტი და ძალიან წარმატებული, არ არის დასამალი), ეს არის გასული საუკუნის ბოლო ოცწლეულის მოვლენების კვლევა..

მოკლედ, დოკუმენტურ ფილმებს გავაკეთებდი 80-90-იან წლებზე.

რატომ?

დავიწყოთ იქიდან, რომ ეს პერიოდი ბურუსით არის მოცული.

დამახინჯებულია თითქმის ყველა ფაქტი.

სიმართლეს ყველა მალავს ისე, როგორც შეუძლია..

და ყველაზე დიდი დანაშაული, ჩემი აზრით, რაც შეიძება ჩადენილ იქნას, ისაა, რომ მაშინდელი პროცესების უშუალო მონაწილენი და თვითმხილველნი, ისინი, ვინც იციან სიმართლე, პირში წყალჩაგუბებულები არიან და ვიღაც სტუდენტსაც კი არ თანხმდებიან ინტერვიუზე, პირად საუბარში კი იცოცხლე..

და მერე, როდესაც აღშფოთებული სტუდენტი ეკითხება, ვინ იტყვის სიმართლეს მაშინ, როდესაც თქვენ ყველა ჩუმად ხართო? პასუხი შოკისმომგვრელია: 

- ისტორია თავად იტყვის!

და მე:

-კი მაგრამ, როგორ ბატონო/ქალბატონო N?

პასუხი:

-იტყვის.

მაშ მტყუვნის!...

ბოდიში, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა, ვინ იყვნენ რეალობაში უახლესი ისტორიის გმირები. ძაღლური ყნოსვა და უფრო უარესი ინტუიცია მაქვს და ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაც საშინლად ყარდა...

მიხარია, რომ სამი წლის წინ ამის საშუალება მომეცა. 

და მერე ისე ჩამითრია, რომ ვერ შევეშვი..

ერთი თემიდან მეორეზე გადავედი, მეორედან მესამეზე..

და ვერ შევეშვები ვერასდროს..

ეს ზუსტად ვიცი. 

საქმე იმაშია, რომ ჩემი თაობა, რომელსაც მოვლენები საკუთარი თვალით არ უნახავს, გადმოცემით აფასებს ყველაფერს. 

და ეს გადმოცემა არის სიყალბე, სიცრუე და დანაშაული ერის წინაშე!..

რეალობა მათ ყველამ ძალიან კარგად იციან, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობენ და წამლავენ ადამიანებს..

არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რომელიც ეჭვს იწვევს.

ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ მომსვლია კამათი ვირტუალურ და არავირტუალურ სამყაროშიც.

არ შემეკამათოთ თუ არ იცით რეალობა, მე რკინის არგუმენტები მაქვს!

კიდევ ერთი საშინელი მიდგომა არსებობს: არ შეიძლება იყო ნეიტრალური. რადგან ერთის მომხრე არ ხარ, მეორესი ყოფილხარ და ა.შ. მარაზმი და გულის ამრევობაა რა...

2007 წელს, ჩვენი სულმნათი რომ ჩამოასვენეს იქიდან, სადაც ჯერ არს და ილია ჭავჭავაძის გვერდით დაკრძალეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად ვიყავი..

მერე, მაინტერესებდა, ზუსტად სად დაკრძალეს.

ამ გაზაფხულზე ვიყავი ასული ჩემს მეგობრებთან ერთად. 

მის საფლავზე ახალგაზრდა წყვილი იყო მოსული, სანთლები დაუნთეს და ცხარე ცრემლით დაიტირეს..

რამდენიმე ადამიანი მოვიდა კიდევ, ჩემს იქ ყოფნაში. პირველები მის საფლავთან მიდიოდნენ, ყვავილები და სანთლები მიჰქონდათ.

მომინდა, რომ მებღავლა, მეტირა, გამელანძღა, მთაწმინდიდან გადამეყარა, სიმართლე მეთქვა (ვიცოდი, ჩამქოლავდნენ, მაგრამ მაინც..)..

მე აქედან, ჩემი უბრალო ბლოგიდან მოგმართავთ თქვენ, ყველას, ვინც იცით სიმართლე, ყველას, ვინც ხართ მომსწრე და მონაწილე მაშინდელი მოვლენებისა!

ბებრები ხართ და მალე დაიხოცებით.

და გეყოთ სიმამაცე იმისა, რომ ყველაფერს თავისი სახელი უწოდოთ!

თქვათ, რა და როგორ იყო სინამდვილეში!

ნუთუ აუცილებელია ”ფეესბეს” გამოქვეყნებულ არქივებს ვუცადოთ?..

მკერდზე მჯიღებს რომ იცემდით, 9 აპრილს თქვენ გამო რომ ჩაიხოცა ახალგაზრდობა რუსთაველზე, სად იყავით მაშინ?

რატომ დაიხვეტეთ ერთ წუთში მოედნიდან?

არ გაწუხებთ სინდისი?

თქვით სიმართლე, თორემ ეს უბედური, საზიზღარი, დამპალი ქვეყანა უარეს ჭაობში ჩაეფლობა!..

იმედი მაქვს, მომეცემა საშუალება და ოდესმე, აუცილებლად გავაკეთებ მაშინდელ მოვლენებზე დოკუმენტურ სერიალს.

პირველი გადაცემის სათაური კი იქნება:

”ზვიად გამსახურდია - მითი და ფაქტები!”


3 comments:

როდრიგო სანტორო said...

ფსიქოლოგიურზე ჩაგებარებინა მერე ;)

კოპალა said...

ძალიან ემოციური წერილია ...ვისურვებდი მაგ ფილმის ნახვას.

ნასტასია said...

axla mivxvdi rato unda gviyvardes shennairebi :)

agfrtovanebulma chavikitxe,miuxedavad imisa,ro qaquca me miyvars da agase savaraudod azrs ver shevicvli. . .

xoooda,bevri,bevri carmatebebi.. .
ui,kide isini,vinc simartle ician da male mokvdebian,savaraudod shen da chemblogs ar kitxuloben,rame sxva tribnidan unda chayviro yurshi ;)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger