Friday, November 27, 2009

Allein

ჰხო, დღეს სადიპლომო თემა ავიღე..

იმ ლექტორთან, რომელმაც იცის, რითი ვარ გატაცებული და თემაც სათანადო შემირჩია.

მოკლედ, მომავალი წლის ივნისში, ჩემი დიპლომი უნდა დავიცვა ბლოგებზე, ფორუმებსა და სოციალურ ქსელებზე, ერთი სიტყვით, თანამედროვე მედიაზე საუბრით.

ორი ვარიანტი მაქვს, ან უნდა დავწერო ან ახალი ბლოგუნა გავაკეთო მთელი თავისი თვალსაჩინოებით და, რაც მთავარია, ორიენტურებული უნდა იყოს რომელიმე კონკრეტული თემის ირგვლივ..

არ ვიცი რას ვიზამ, ალბათ, ორივეს გავაკეთებ და მერე რომელიც უკეთესი იქნება, იმას გავიტან დაცვაზე..

მოკლედ, თემა ძალიან კარგი შემხვდა, უახლოეს მომავალში დავიწყებ ძებნას თემატური, პროფესიული ბლოგებისას და კარგად ჩავუჯდები..

მანამდე, ვიფიქრე, საგამოძიებოში ეროვნულ მოძრაობაზა გავაკეთებდი, მაგრამ მერე ლექტორმა მითხრა, შეიძლება რაღაც ნიუანსი არ გქონდეს და ამის გამო პრობლემები შეგექნმასო..

ამ საკითხს ჩემთვის მაინც ვაპირებ ბოლომდე ჩავყვე, მაინტერესებს ძალიან..

ჰხო, დღეს მარტო დავრჩი.. 

ჩეემი ბავშვუკები ალბათ უკვე თვითმფრინავში სხედან.. :)

როგორ მომენატრებიან, მაგრამ რა კარგია, რომ იმელი არსებობს და თან, ეს ყველაფერი მხოლოდ 10 დღე გასტანს.. :)

აი, კვირის ბოლოა და კაპიკი ფული აღარ მაქვს..

აი, ისე მიკვირს რას ვუშვრები..

ლამისაა აღრიცხვა გავაკეთო..

ასე გამოყვლეფილი ვარ ყოველი კვირის ბოლოს..

და იმ კვირის ამბები რომ მახსენდება კიდევ, წინ რომ მელის, ლამისა მართლა თავი მოვიკლა.. :(

სამგზავრო თანხაც საერთო ყულაბიდან უნდა ამოვიღო.. 

თამო, აუცილებლად ჩავდებ მანამდე, სანამ დაბრუნდები.. :)


5 comments:

Natalia said...

რა საინტერესო თემას შეჭიდებიხარ :)

ფულის ფლანგვა მეც ძალიან მიყვარს :D

Tomushka said...

ra magari temaaa agiRia.

iqneb es blogi agmoogadges rameshi
http://www.problogger.net/

mr.picasso said...

ჰე მე ყოველი თვის ბოლო კვირას ვარ ხოლმე ასე. მეც აზრზე არ ვარ რაში ვხარჯავ ფულს :) უფფფფფფ ნეტა ვინ მოიფიქრა რა საფიქრალი გაგვიჩინა ადამიანებს

გურამი said...

მდაა.. დასაბლოგი თემაა. ფულის მენეჯმენტი ანუ.. ნუ, შენს სადიპლომოს რაც შეეხება, მე პირველი რაც თავში მომივიდა, ხომ არ ჩაატარებდი რამე გამოკითხვას? :) არ ვიცი რაზე, მარა მემგონი გამოგადგება. :)

vasasi said...

მმმ..
გამოკითხვა?..
კარგი აზრია, რასთან დაკავშირებით მაინც?..

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger