Sunday, November 1, 2009

მაგრამ მაინც...


ამ ბოლო დროს ბლოგინგმა ძალიან გამიტაცა...

პირდაპირ რომ ვთქვა, მას მე მეორე დღიურად გავიხდიდი კიდეც, რომ არ ვიცოდე, რა გაფაციცებით კითხულობენ ჩემი გარშემომყოფები, თუმცა ხშირად ამას მალავენ...

ხანდახან მეცინება, აკრძალული ხილივით რომაა..

არა, არაფრის გამხელის არ მრცხვენია..

რომ მრცხვენოდეს, მაშინ არც ბლოგი არ უნდა მქონდეს..

მექნებოდა მხოლოდ შინდისფერყდიანი ბლოკნოტი, რომელშიც ჩანაწერებს უკიდურესი აღშფოთების ზღვარზე დავწერდი..

ერთმა ჩემმა ყოფილმა ლექტორმა თქვა, როცა ძალიან გაბრაზებული ხარ, აიღე ფურცელი და ჩამოწერე იმ ვიღაცის ან რაღაცის მიმართ ნებისმიერი სალანძღავი სიტყვა და ასე დაიცლებიო..

რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ მერე იმაზე ვბრაზდები ხოლმე, ერთბაშად რომ ვერ ვანთხევ უარყოფით მუხტს..

მოკლედ, მე ვარ მსოფლიო სევდა..

არა, უფრო სწორად, დარდების შემგროვებელი, როგორც გოდერძი ჩოხელი იტყოდა..

ვიცი, რომ ამას წაიკითხავთ, მაგრამ მაინც დავწერ..

ყოველთვის იმას მსაყვედურობენ, რომ არ ვარ გახსნილი, რომ ჩემს შესახებ არასოდეს არაფერს ვყვები, რომ არ არის ჩვენს შემთხვევაში ის, რაც უმრავლესობის შემთხვევაშია..

საქმე იმაშია, რომ ჩვენ სხვადასხვა პოლუსზე ვარსებობთ. სწორედ ამიტომ არ იცით არაფერი ჩემს შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მე ყველაფერი ვიცი თქვენზე..

გუშინდელი ჩემი შეფასება..

რა დასამალია და, როდესაც საყვარელი ადამიანისაგან იმას მოისმენ, რასაც მთელი შენი ცხოვრებაა ორგანულად ვერ იტან და ასე არასოდეს საზღვრავ პრიორიტეტებს, შოკში ვარდები..

არა, შოკში არ ჩავვარდნილვარ..

უბრალოდ, ძალიან, ძალიან მეწყინა და გამიკვირდა..

ის ცდებოდა..

ისევე, როგორც ადრე...

ცუდი თვისება მაქვს: ჩემთვის მნიშნველოვან ადამიანებს შეცდომებს არ ვპატიობ არასდროს..

თუმცა ამას ერთი პლუსი აქვს: მე ძალიან ცოტა ადამიანი მყავს, რომლებთანაც ურთიერთობა მსიამოვნებს..

ვიცი, რომ მიყვარს ცეცხლთან თამაში..

მე ამაში კაიფს ვპოულობ..

ნუ მასწავლით იმას, თუ ვინ ვარ მე..

ჩემზე უკეთ ხომ მაინც არ იცით..

ჰო, დღეს, როცა უკვე ძალიან,  ძალიან შემაწუხა რაღაცამ და გადავწყვიტე, ერთი პატარა ნაწილი გამემხილა ჩემს შესახებ..

ვერ გამიგეს.

არა, საოცარი ამაში არაფერი ყოფილა..

მე ხომ უკვე აღვნიშნე, რომ ოცწლიანი კავშირის მიუხედავად, სხვადასხვა პოლუსზე ვართ..

მაშინ ვხდები უკონტროლო, როდესაც გამოსავლად ისეთ რამეს მთავაზობენ, რაც ორგანულად მძულს და მზად ვარ მისი შემოქმედები ცოცხლად შევჭამო..

ეჰ, უკვე მერამდენედ დავიფიცე, რომ არასოდეს არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ როცა უკვე ძალიან აღარ შემიძლია..

ხანდახან ლამისაა საკუთარ თავთან ლაპარაკი დავიწყო..

ამას ალბათ კიდეც ვიზამდი, ერთდროულად მეორე მეს ოპონირება რომ შემეძლოს..

არ მიყვარს სუსტი ადამიანები..

და ვფიქრობ, ძალიან არ გამიმართლა მათ გარემოში რომ ვარსებობ..

თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მე ძლიერი ვარ..

რატომ ვფიქრობ და ვნერვიულობ ამდენს იმაზე, რაც წესით არ უნდა იყოს სანერვიულო?

ჰო, მართალია, ეს ხომ ცხოვრების ერთი, ძალიან პატარა მონაკვეთია..

დანარჩენი 50 წლის მანძილზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ვიცოცხლებ, უამრავი უფრო დიდი სანერვიულო მექნება...

რატომ ვყვები?.

რატომ?

იმიტომ, რომ ვიცი, მხარდამჭერის პოვნის იმედი არ უნდა მქონეს იქ, სადაც როგორც წესი, ადამიანები ეძებენ და პოულობენ მხარდაჭერას..

ჰო..

მე ყველაფერი ჩემით უნდა გავაკეთო..

მე არავინ არ მყავს რომ ხელი მკრას..

არ მჭირდება ამის შეხსენება..

ძალიან ადრეულ ეტაპზე გავითავისე და არ ვიცი ხედავთ თუ არა, გამუდმებით ვცდილობ შევიქმნა ინტელექტუალური ბაზა..

ჰო, ხანდახან დამცინით..

არ გესმით რატომ შეიძლება ყველაფერი მაინტერესებდეს..

რატომ უნდა ვიჯდე 24/7-ზე საჯაროში ან ინტერნეტში ვთარგმნიდე ლექსიკონით ჩემთვის გაუგებარი ენიდან რაღაცებს..

რატომ არ უნდა ვისვენებდე ერთ დღეს მაინც..

იმიტომ, რომ, ალბათ, ეს ჩემი მომავალია..

ამის მეტი მე არაფერი არ მაქვს..

ხანდახან არა, ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში სულ პატარა დეტალი სხვანაირად ყოფილიყო..

მე ხომ ყოველთვის სტარტზე ვარ...

ვიცი, რომ ჩემი ხასიათის გამო ცხოვრებაში ბევრი პრობლემა შემექმნება..

მაგრამ ისიც ვიცი, რომ მე არ შევიცვლები..

ამის არც სურვილი და არც მონდომება არ მაქვს...

სამწუხარო რა არის იცით?.

მე არ მაქვს არავისი მხარდაჭერის იმედი..

თუნდაც სიტყვიერის..

ვიცი, რაღაც რომ ვთქვა, ვერ გამიგებენ..

კვლავ ისეთს შემომთავაზებენ, რომ ერთხელაც ვერ ავიტან და ხიდიდან გადავხტები..

ამიტომ ვარ მაინც მარტოსული..

ამიტომ არ იცით არაფერი ჩემს შესახებ და გარანტიას გაძლევთ, ვერასოდეს გაიგებთ..


1 comments:

mr.picasso said...

აუ რა ჩემიანი ყოფილხარ :* ხშირად ისე მინდა ასეთი რაღაცეები ვუთხრა ხოლმე ჩემებს მაგრამ არ მინდა გული ვატკინო ისედაც ცოტანი არიან და ვუფრთხილდები.

მარტო შენ არ ხარ ვისაც გონია რომ შენი არ ესმით. მე ცნობილი უცხოპლანეტელი ვარ და თანდათან ვცდილობ ჩემს პლანეტაზე ევრორემონტი გავაკეთო.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger