Tuesday, November 3, 2009

ბაზრობის მომსახურე პერსონალი

დათაგული ვარ კლოუნის მიერ და მინდოდა, მისი ანკეტა შემევსო, მაგრამ ისე გავბრაზდი დღეს, რომ არ დავწერო არაფრით არ შემიძლია.

ბაზრობაზე მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ. დღეს დავრწმუნდი,  რომ მართლა კარგა ხანია არ ვყოფილვარ.

არა, იმიტომ კი არა, რომ დონე ვარ და მაღაზიებში ვყიდულობ ყველაფერს, უბრალოდ, ისედაც იშვიათად ვყიდულობ, მაგრამ როცა ვყიდულობ მირჩევნია ერთი მქონდეს და ხარისხიანი.

მოკლედ, ჯერ კიდევ ზაფხულში გადავწყვიტეთ ფორუმზე, რომ ”ბითლზის” მაისური გაგვეკეთებინა, 20 კაცამდეც მოვგროვდით, მაგრამ მერე სტამბამ ძვირი მოგვიხია..

მოკლედ, მე და ერთს ისე გვინდოდა გვეყიდა, რომ გადავწყვიტეთ, ცალკე გავაკეთებინოთ.

მჭირდებოდა მოკლესახელოებიანი სადა მაისური, ნებისმიერი ფერი შავის გარდა.

დღეს ძლივს მოვახერხე იმდენი, რომ გავთრეულიყავი ბაზრობაზე, ძალიან დაკავებული ვარ ეს პერიოდი. 

ჯერ იყო და, მთელი ვაგზალი შემოვიარე, ოთხი საათიდან დავდივარ რომ ვიშოვო ერთი წუნკლიანი სადა მაისური. 

რომ კითხულობ და უხსნი, ჯერ გადმოგილაგებენ ღამის პერანგს, მერე პენუარს, მერე კაცის მაისურს..

ერთ ქალს ვერაფრით გავაგებინე, რომ ზიზილ-პიპილოების გარეშე მინდოდა მაისური..

საბოლოოდ, მტენიდა რაღაც საზიზღარ ხაკისფერ მაისურს და მიმტკიცებდა, რომ ძალიან მომიხდებოდა სახეზე..

აი, ტვინი მომიღუნა რასაც ჰქვია..

ვეუბნები, რომ ჯერ ერთი ფერი არ მომწონს და მეორეც, ხარისხი (სინთეტიკა იყო)..

საბოლოოდ, მგონი ნამეტანი მომივიდა, მკაცრად ვუთხარი, აღარ მინდა, გადავიფიქრე-მეთქი და ეწყინა..

ჩემს ფეხებს თუ არც..

ისე გავბრაზდი, მზად ვიყავი იქვე მელანძღა ხოშიანად..

ასე მომივიდა ადრეც..

ჯინსის ყიდვა მინდოდა და ვიღაც ქალმა შემითრია, მოდი აქო და საზიზღარი ჯინსები გადმომიწყო.

თან მეჩქარებოდა, თან მინდოდა რომ მეყიდა, ამიტომ პირველივე რაც მომეწონა, ავიღე..

კი გავისინჯე, მაგრამ ეს ქალი ისე მიშლიდა ნერვებს,. სასწრაფოდ ვიყიდე და წამოვედი.

სახლში მოვედი და ერთი ზომით პატარა მქონდა!..

ჰოდა, მიდევს ახლა გარდერობში და შევყურებ ნეტარი თვალებით!

ოღონდ რამე გაყიდონ ამ საზიზღარმა გამყიდველებმა და მყიდველი ფეხებზე ჰკიდიათ..

მოკლედ, ტირილამდე მისული უცებ ”ლევისის” მაისურების ფართო არჩევანს გადავაწყდი..

რაც ის მოხუცი ვლოცე..

საყვარლად ვიყიდე ის ნაცრისფერი მაისური, რომელიც იდეაში მქონდა და ბედნიერი გამოვუყევი სახლის გზას, თუმცა ახლაც ისე ვარ აღშფოთებული, რომ არ დამეწერა არ შეიძებოდა!..

პ.ს. ვაიმე, მთელი დღის უზმო ვარ და ისე მშია, ლამისაა აქვე გავაფრთხო სული!..


5 comments:

ნასტასია said...

eg erti chiri da meore chiri is ari,gamyidvelebi ro gibgveren magasiebshi, ,,rame iyide''-s gamoxedvit da mere ro gacileben, ,,tu rame ar gindoda,ras shemodiodi''-s gamoxedvit :P

clown said...

საშინლად არ მიყვარს ტანსაცმლის ყიდვის პროცესი :|

mr.picasso said...

უხ ამიტომ სულ ორადორ მაღაზიაში დავდივარ :) ზუსტად ვიცი რომ იქ რაც მინდა ექნებათ და თუ არაფერი მომეწონება ღიმილს მაინც გაიმეტებენ:)

რამდენი ეგეთი ხლამი მიდევს რომ იცოდე ეხლა რაც გავიზარდე ვიცი რომ ყველას არ უნდა დავუჯერო

საყიდლებზე სიარულს ვერ ვიტან არადა მაცივარი დამიცარიელდა და სხვა რა გზა მაქვს :)

tammo said...

აბა მეორე მაისური და ჯინსის შარვარზე რომარაფერი გითქვამს, მითუმეტეს არ გინახებია :(

vasasi said...

ის მეორე მაისური არ მიყიდია, რა თქმა უნდა...

ჯინსი კიდევ სჰარსჰან ვიყიდე,, ერტი წლის წინ და რამდენჯერემე კი მეცვა გაჭირვებით.. :))


გაჩვენებ სახლში რომ მოხვალ.. :პ

:)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger