Thursday, November 5, 2009

ლიტერატურული ანკეტა


მოკლედ, როგორც იქნა მოვიცალე ლიტერატურული ანკეტის შესავსებად, რომლის გასაკეთებლადაც კლოუნმა  სამი დღის წინ დამთაგა.

1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი? - ჰაინრიხ ბიოლის ”უკაცო სახლი”;
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი: პოეზია დიდად არ მიყვარს, ამიტომ, ვიქნები ჩამოთვლისას ბანალური: გალაკტიონი (იდიოტი უნდა იყო რომ არ დაინახო და არ იგრძნო რას წერდა), ლადო ასათიანი (სულ გული მწყდება და ხშირად მეფიქრება, თუ რა უსამართლო იყო ღმერთი. არ ვიცი სად ეტეოდა ამ ადამიანს ამხელა პატრიოტიზმი), აკაკი (ძალიან ხალასია და ადვილი, თუმცა არა მარტივი);
3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი - ჰაინრიხ ბიოლი (ძალიან სახოვანად წერდა), მიხეილ ჯავახიშვილი (ბევრ რამეს დებდა), ემილ ზოლა (ერთ-ერთი პირველი რეალისტი მწერალი იყო და, რამაც ძალიან გამაკვირვა, მის ნაწარმოებებში არც ერთი დადებითი გმირი არ არის. ამიტომ ძალიან საინტერესო მგონია);
4. რომელ წიგნზე გიტირიათ? - სიცილისგან?.. სიცილისგან ამელი ნოტომის ნაცოდვილარებზე ვიტირე, სერიოზულად კი არაფერზე არ მიტირია ნამდვილად.. უი, კი, როგორ არა..”შვლის ნუკრის ნაამბობზე” ვსკდებოდი ღრიალით..  
5. რომელ წიგნს დასცინეთ? - ერთ წიგნს არა.. მთელს მის შემოქმედებას დავცინე.. პაოლო კოელიოს ვგულისხმობ.. წავიკითხე ყველაფერი და ვეძებდი რაღაცას, რისთვისაც დაწერა. სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ ვიპოვე და გაბითურებული დავრჩი..
6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას? - ჰაინრიხ ბიოლს უკვე აქვს ნობელის პრემია.. თანამედროვე მწერლობა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან სუსტია, მაგრამ გამოვარჩევდი პატრიკ ზიუსკინდის ”სუნამოს”. 20 წლის წინაა დაწერილი დაახლოებით, მაგრამ ძალიან საინტერესოდაა გადაწყვეტილი. ისე, მისი სხვა წიგნები დიდად არ მომწონს.. ანუ, თანამედროვეთაგან ზიუსკინდს, თუ მაინცდამაინც უნდა დავასახელო..  
7. საყვარელი ციტატა წიგნიდან - ძალიან მომწონს თომას მანის ”ჯადოსნურ მთაში” ჩანართები, რომლებითაც ავტორი ჰანს კასტორფს მიმართავს.. კონკრეტულ ციტატას რაც შეეხება: ”იცხოვრი ქმედითად - ეს ნიშნავს იცხოვრო შენს განკარგულებაში მყოფი სწორი ინფორმაციით” (ნორბერტ ვინერი);
8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი - სკანდინავიურ ლიტერატურას ვეძალებოდი. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ გაზრდილი და დაქალებული ვარ ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობებზე. კონკრეტულად გამოყოფა მიჭირს.. კიდევ რამდენიმე შვედი ავტორია, რომლებსაც ძალიან ვაფასებ. საერთოდაც, სკანდინავიელებს საბავშვო წიგნების კულტურა კარგად აქვთ განვითარებული..  
9. რომელი წიგნის პერსონაჟი ყველაზე ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან? - ალბათ, ჰანს კასტორფი თომას მანის ”ჯადოსნური მთიდან”;
10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? - არა, რას ამბობ..  
ჩემი მხრიდან ვთაგავ თამუნას;
ბაზილიოს;
fauclub-ს.

4 comments:

Natalia said...

რავა ყველა ასტრიდ ლინდგრენზე ვართ გაზრდილები :D

ხუმრობა იქით იყოს და, ჩემს საყვარელ 3 მწერალში კი უკავია საპატიო ადგილი :love:

პ.ს თინიმაც დაგთაგა მგონი ამ ანკეტაში : ))

ibzzz said...

ოჰ, ამას დავწერ და წავალ, ხო და დავეგდები და დავიძინებ. რა მინდოდა მეთქვა (რას ვგევარ, 3:55, ომგ ომგ) - 1. ჰაინრიხ ბიოლი უსაშინლესად მიყვარს (მაგარი ტერმინია) და უკაცო სახლზე ჭკუა მეკეტება და ვოცნობებობ, მტელი არსებით ასე შემეძლოს წერა, ოღონდ, მითხარი გულახდილად, დასასრულს ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა, რაღაც მიჩხლაპორთებულის.. შენ არა? აუ სუ ბოლოზე ვამბობ? თორე, ბებია სისხლიანი შარდით დიდებულია!
2. კოელიო.. ომგ, ომგ.. მეც ეგრე, ვეძებე, ვეძებე და ვერაერიც ვერ ვიპოვნე, სულ ვერაფერი! გარდა იმისა, რო მომეჩვენა, რო უნდა გავდეს მარკესს, მაგრამ მარკესი უკვე იყო, 2 მარკესი ვერ იქნება.
ჰო, მეტი არაფერი, თომას მანის ფელიქს კრული მაქვს წაკითხული და ზაან არ დამევასა, ვერ დაასრულა მგონი, ხოდა სიბერის მარაზმი დევს მაგ წიგნში. ჯადოსნური მთა არ წამიკითხავს. ნეტა რატო? მეშინია მაგ წიგნის და იმიტომ :)))) ვსიო, წავედი. მაგრად მომეწონე!! :)

agaTa said...

რომელ წიგნს დასცინეთ? - ერთ წიგნს არა.. მთელს მის შემოქმედებას დავცინე.. პაოლო კოელიოს ვგულისხმობ.. წავიკითხე ყველაფერი და ვეძებდი რაღაცას, რისთვისაც დაწერა. სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ ვიპოვე და გაბითურებული დავრჩი..
vaime marto amistvis gris rom vasasis blogi!! :guli: 6 wigni wavikitxe da araferi xeiri, davcine ki ara ravici mokleed! :D

es posti ar mqonda wakitxuli! :)

taa said...

პაოლოს რაც შეეხება
ზაჰირი მომეწონა ძალიან
ძალიან ძალიან

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger