Sunday, November 8, 2009

ჩანჩალიზმი და ჩანჩალისტები


ამ რამდენიმე კვირის (ან დღის) წინ, მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ ხელოვნებასა და ცხოვრებაში საშინელი კრიზისია, ამ ყველაფრის დასაძლევად კი ახალ მიმდინარეობას - ჩანჩალიზმს ჩავუყარეთ საფუძველი.

იდეები ჯერ დასახვეწი გვაქვს, არ დაგვიწერია მანიფესტი, რა ჟანრში ვიჩანჩალებთ არც ეს არ არის დადგენილი და გადაწყვეტილი, თუმცა ერთი რამ ფაქტია:

ჩვენი ნაწილი ან აქტიური ან პასიურია..

და კიდევ ერთი: უამრავი იდეა მოგვდის თავში, ამის მიუხედავად, ვერ ვალაგებთ კონკრეტულად. ალბათ იმიტომ, რომ ჯერ ვერ მოვიცალეთ..

ეს შუალედურები გადაგვაგორებინა და მერე ახალ მიმდინარეობასაც მივხედავთ.

წარმოდიგინეთ, გაივლის 1256568934 წელი და სექტემბრის მშვენიერ დილას, ჩრდილოეთ მოზამბიკში სტუდენტი კაკუმპუ დაიცავს ბაკალავრის ხარისხს თემაზე: ჩანჩალიზმი - მისი ჩამოყალიბების და განვითარების ისტორია.

ოო..

მაშინ როგორ გაიჯგიმებიან საფლავებში ჩვენი 1256568884 წლის წინ გარდაცვლილი ძვლები და ერთმანეთს როგორ უჯიკებენ, ჩანჩალ, ხედავ ჩრდილოეთ მოზამბიკში ის მაიმუნი სტუდენტი კაკუმპუ რა დღეშიაო?!

ჰხო, მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მანამდე კი მინდა შემოგთავაზოთ ჩანჩალიზმის მიმდინარეობის პირველი პოეტური ნაშრომი, რომელიც, გაგიკვირდებათ და, თქვენს მონა-მორჩილს ეკუთვნის..

გიკვირთ ხომ?

ახლა წარმოიდგინეთ, მე როგორ მიკვირს..

ლექსების ატანა არ მაქვს მთელი ცხოვრება, მაგრამ პარასკევს მუზა რომ გამეხსნა, ვეღარ დავკეტე და სამ უ ოთხსტროფიანი ლექსი გამოვაცხვე.

სხვათაშორის, ჩემი ჩანჩალები პირველად წაიკითხავენ ჩანჩალიზმის პირველ ნიმუშს ამ ბლოგუნაზე.

წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ლექსში რითმას რეალური ფაქტები შევწირე და არ დამიწყოთ ახლა, ეს ასე კი არა, ისე იყოო.. 

ჰხო, და სანამ ლექსს წარმოგიდგენდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო სტროფის წინ ერთი-ორი-სამი სტროფი აკლია, მაგრამ ნუ შეიმჩნევთ..

დაწერა დამეზარა..

კი არა, მუზამ მიმატოვა.. 

მაშ ასე, თქვენს წინაშეა ჩანჩალიზმის მიმდინარეობის პირველი პოეტური შედევრი!!!

მაინ რიდს უყვარდა ცხელი შოკოლადი,

ჰემინგუეი ტოლსტოის დასცინოდა.

ანა ახმატოვას უყვარდა ბახუსი,

მოდილიანი კი ბახუსს გაურბოდა.

ფირუზის უყვარდა ცხელი კაკაო და

ხანდახან სოფიზმის საფუძვლებს სწავლობდა.

მერე რა, რომ ჯიბეში "ფიშტო" ედო,

უბნის ყველა გოგო კი ზედ აფურთხებდა.

აჩი მეფარიძე მოსკოვში მღეროდა,

ანა კურნიკოვა კორტებზე კვდებოდა.

დევიდ მილიბენდი ( ) ინდოეთს სტუმრობდა,

ინდირა განდი კი ზემოდან ლოცავდა.

ტერენციუსმა თქვა: "ჩვენო ყველანიო,

ადამიანთა მოდგმას ვეკუთვნითო.

ავადმყოფები ვართ კოლექტიურად და

ცხოვრებას მაიმუნებთან ვიყოფთო."   


8 comments:

mr.picasso said...

უხ შე ჩანჩალა შენ :) რას ერჩი მშვენიერი ჩანჩალიზმის ნიმუშია. მოსკოვს რომ სტუმრობდა მაგას რატომ არ გაუსვი ხაზი თუ იმდენად გიყვარს შავ წარსულს არ უხსენებ:)

Tomushka said...

ჩანჩალიზმის მოწონავე მრბენელად მიგულეთ :D

vasasi said...

mr.picasso: ნუ, საქმეზე იყო კაცი დიდ ღრუსეთში და კიდევ ერთხელ დაგვიჭირა მხარი (აღშფოთება-შეშფოთება-დაგმობაზე რომ არაფერი ვთქვათ)..

Tomushka: იდეებზე იფიქრე და ჩათვალე, რომ უკვე მიღებული ხარ.. :))

Natalia said...

რა საყვარელი ხაარ!

მტერსასრუტი said...

kargi blogi gaqvs..momwons!

Sunny said...

ჰაჰა :):):) რა კარგია 1256568934 წლის მერე სადღაც შეიძლება დაწერონ ჩემზე ჩანჩალიზმის ერთერთი პირველი მიმდევარი იყოო... იმიტომ რომ ამ წუთიდან მეც მინდა ჩანჩალიზმზე გამოვაცხადო პრეტენზია.

Sunny said...

იქ ჩემს ბლოგზე დაგიწერე კომენტარში მაგრამ აქაც გეტყვი... პლეილისტი ბლოგზე შეგიძლია დაამატო აქედან MixPod.com

tammo said...

ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მარა ჩანჩალიზმის სხვადასხვა გაგება არსებობს როგორც ეტყობა და იქნებ დააკონკრეტოთ თქვენ რომელი ფრთის წარმომადგენელი ხართ:))))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger