Tuesday, November 10, 2009

შავი კატა და კომპანია

ასეთი luser დღე მართლა არასდროს მქონია მგონი..

ისე მაქვს ხერხემალი აცახცახებული..

მოკლედ, დილით სახლიდან რომ გამოვდიოდი, შავმა კატუნამ გადამირბინა,..

სიმართლე რომ ვთქვა, სულ არ ვაქცევ ეგეთ რაღაცებს ყურადღებას, ამგრამ დღეს რატომღაც, მოდი, გავასწრებ-მეთქი, მაგრამ ვერ გავასწარი..

ჰოდა, ასე საყვარლად გადმირბინა წინ..

დილით რაღაც პატარა საქმე მქონდა მოსაგვარებელი და, ისეთი სიტუაცია დამხვდა, მეგონა ვალდებულება იყო, არადა, პატივისცემის ჟესტი იყო აშკარად...

და დავიგრუზე არა, უფრო გავბრაზდი!..

მერე, ხალხო, კიდევ მინდა გაგიმეოროთ: უნივერსიტეტის მეექვსე სართულზე ტყუილად არ არის ბიბლიოთეკა..

თქვენი რეპორტაჟები იქ უნდა აკრიფოთ და სხვებს არ უნდა ატანოთ..

კიიიდევ, რაღაცას რომ მიგზავნით მეილზე და მეუბნებით, რომ ერთი სწორია და სამი არასწორი, ისე ვცოფდები, ახლოს რომ იყოთ, შემიძლია ამოუსუნთქავად შეგჭამოთ..

ჩემსას არ ვკითხულობ ადამიანებო და თქვენი რა პონტში უნდა ვასწორო?.

მით უმეტეს, იცით, რომ ასეთ უპასუხისმგებლო რაღაცებზე ვმწარდები..

თქვენ კიდევ მაინც!..

და ბოლოს, მესიჯები: თამ, რა ქენი, მიხვდი რა უნდა ამოგეპრინტერებინა?.

დამირეკე მაინც, უზრდელო და თავხედო!..   

ჰო, მორჩა!.

დღეიდან ვბოროტდები!..

თქვენს საქმეებს თავად მიხედეთ და ნუ შემაწუხებთ..

მე არ გაწუხებთ არაფრით..

ასე არ არის?

უი, ჰო..

სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ მე და ირმა გუშინ პირველად ვიყავით ინგლისურის გაკვეთილზე..

მოგვეწონასავით, პირველისთვის ნორმალური იყო და თუ კარგი პონტი გაიჩითა, აუცილებლად გავაგრძელებთ..

იმ გოგომ მერფიდან მოგვცა დავალებები და წიგნი გამოგვატანა გადასაქსეროქსებლად..

გასვლა მეზარებოდა უნიდან და, ბარემ აქ გადავიღებ-მეთქი, ავიტანე მეშვიდე სართულზე სანამ ლექცია დამეწყებოდა..

სამი საათი იქ ედო იმ საძაგელ ქალს და არ გადაუღია, მერე მითხრა, ერთი ლექციის შემდეგ შემოდიო. 

დამთავრდა ლექცია, მივედი, მაგრამ სად არის ქალი?

წასულა..

მაგრად მომეშალა ნერვები. ვიფიქრე, სხვაგან გადამეღო-მეთქი.

თან ლოდინითაც ვერ ველოდებოდი, ერთ ფორუმელს უნდა შევხვედროდი და მაისურები წამეღო ბეჭდვაზე..

P.S. ხვალ მექნება..

მაისური..

”ბითლზის”..

საყვარელი..

გადასარევი..

განუმეორებელი..   


ჰხოდა, იმას გეუბნებოდით, მერე მე და ეკამ ჩავაბარეთ მაისურები..

გამოვიყენე ეკას ლურჯი თვალების სიკაშკაშე, ჩემი მომაჯადოებელი ღიმილი და 15 ლარში მოვთავსდით რა..

ეგ კი არა, ისეთი საზიზღარი მარშრუტკით ვიმგზავრეთ ორივე გზაზე, რომ ცოტას გაწყდა, კინაღამ გული ამერია (ისედაც ვერ ვიტან მგზავრობას)..

მერე ისევ უნიში ავედი, იქნებ ის უზრდელი ქალი იყოს-მეთქი, მაგრამ აჩიკომ, წავიდა და ხვალ 11-მდე არ მოვაო..

ჰხოდა..

კი არა, ჩაგაბარეთ ჩემი ანგარიშები დღევანდელი!..

ხვალ უამრავი სამეცადინო მაქვს, ზეგ ორი შუალედური და ეს კვირა უნდა გადავიტანო როგორმე!..

ძალიან ცხელი კვირაა..   



4 comments:

clown said...

მეც გავბოროტდი უპასუხისმგებლოების მიმართ :ლოლ:

Natalia said...

ეგ ყველაფერი იმის ბრალია, დილით კატის გადარბენას რომ ყურადღება მიაქციე. უნდა დაგეკიდებინა უბრალოდ :))

Tomushka said...

ეჰ ისევ კატას დაბრალოთ ვყელაფერი. ვინ იცის უკეთესიცაა :D

mr.picasso said...

ესე იგი 15 ლარში მეც ჩავეტევი. მეც მინდა რაღაც მაისურის გაკეთება . ხო საკუთარი და მეგობრის გამოსახულებით რა მოხდა მერე :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger