Wednesday, November 11, 2009

ნიანგის ცრემლები


დიახ..

მე დღეს ვნახე ანდრეი ნეკრასოვის დოკუმენტური ფილმი ”რუსულის გაკვეთილები”.
განვიხილოთ ფილმი დეტალურად.
დავიწყოთ პროფესიული თვალსაზრისით.
ფილმი ძალიან არის აბურდული..
მუსიკალური თანხლება არის ნული..
არ მესმის, რატომ უნდა ედოს ყანჩელის ინტერლუდია დანგრეულ სახლებს?
თუ ეფექტის შემქნა უნდოდა, გაცილებით ტრაგიკული იქნებოდა, დანგრეული სახლებისათვის რაიმე რუსული ხალხური მხიარული სიმღერა დაედო..
ეს, საერთოდ, კონტექსტიდან არის ამოვარდნილი..
გარდა ამისა, კარგი იქნებოდა ამ ადამიანს ეფიქრა, როდესაც ქართულ სიმღერებს იყენებდა..
აბსოლუტურად სადღაც შორსაა ნინო ქათამაძის ”ლურჯი თვალები”..
რაც შეეხება შინაარსს..
ნუ, ახალი არაფერი მინახავს..
საინტერესო იყო ოლგას ნამუშევარი ცხინვალის მხრიდან...
ფილმი ობეიქტურიც იყო, ვერ დავუკარგავთ..
უცნაური გაგრძელებები კი ჰქონდა..
მართალია, ფილმს ”რუსულის გაკვეთილები” ჰქვია, მაგრამ ვერ მივხვდი რატომ ჩააკვეხეს ბესლანი და აფხაზეთი..
მით უმეტეს, თემები ვერ ამოწურეს ამ მასალით..
ცალკე დოკ. ფილმების თემაა ეს და, საინტერესო იქნება, თუ გააკეთებს..
ყველაზე მეტად რამაც გამაღიზიანა, ეს იყო ის, რომ მთელ ფილმს ლაიტმოტივად გასდევდა ვაი-ვიში რუსების მხრიდან, ნწნწნწ, ეს რა გაგიკეთეთ, რა ცუდები ვართ რუსები, თუ შეიძლება მაპატიეთო..
ჰხოდა.. ძალიან აღვშფოთდი..
არ გაპატიებთ არასდროს!.
არასდროს!.
მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება!..
საშინლად აღვშფოთდი ანდრეის ბოდიშებზე..
კონტექსტიდან ამოვარდნილი, დიდი აბსურდი..
სისულელე!..
ისე აღვშფოთდი, მე რომ ვოფილიყავი,  თვალს გამოვთხრიდი, ან სიფათში გავულაწუნებდი ეგრევე!..
შეიტენონ თავისი ბოდიში!..
მე არ მჭირდება ბოდიში!..
სხვა მხრივ რა ვიცი..

არ მომეწონა ფილმი..
მით უმეტეს, მაქვს ამ კაცის გაკეთებული ფილმები ნანახი ჩეჩნეთის ომსა და ლიტვინენკოზე, მართლა ძალიან ძლიერი და მამხილებელი ფილმებია..
როგორც გავიგე, ეს საფესტივალო ფილმია, მაგრამ დომხალია რა..
ანდრეი, დომხალია..
და თან ძალიან დიდი..
ობიექტური არის, ნამდვილად არის..
მაგრამ უფრო პროქართულია,..
მე ბოდიშის დამოკიდებულება მიშლის ნერვებს და შეურაცხმყოფს..
ბოდიში!..
როდესმე რუსმა რომ ბოდიში მომიხადოს იმისთვის, რაც მან ჩაიდინა ჩემი ქვეყნის წინაშე (არამარტო 2008 წელს, 90-იანებშიც), შეიძლება შემომაკვდეს!..
ეს ბოდიში და ნიანგის ცრემლები ვერ მხიბლავს..
მე მაპატიეთ..
შეიძლება ნეკრასოვი პურინი-მედვედევის რეჟიმის მოწინააღმდეგეა, მაგრამ რუსული ”ველიკოდერჟავული” რაღაცები ყველა ვარიანტში ედება ჯიგარში..
ჰხო..
კარგად ვერ გამოვთქვი, მაგრამ იმედია, მიმიხვდით რისი თქმა მინდოდა...

3 comments:

clown said...

უცებ ისე დამაინტერესა მევთქვი რა არისსსს....

mr.picasso said...

სად ნახე ეს ფილმი მეც მინდა ნახვა. გაიხარე მეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს.

ეკუსი busu said...

როგორცც ყოველთვის სამართლიანი და საყვარელი ხარ :*

პ.ს. მეც მინდა მაგ ფილმის ნახვა.შენ სად ნახე ?

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger