Thursday, November 5, 2009

ქართველები დიდ რუსეთში

ამ თემას კიდევ ერთხელ დავუბრუნდები, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგად არის გადაღეჭილი სხვადასხვა ადამიანების მიერ თავის დროზე..

გუშინ რამდენჯერმე შევხედე ”პროფილს”. რაზე იყო გადაცემა ზუსტად ვერ მივხვდი, ერთი ის გავიგე, რომ ნიკა ქავთარაძემ თმები გადაინერგა და გავიფიქრე, ომი აღარ იქნება-მეთქი..

ამის შემდეგ ჯერ ეკა კვალიაშვილი დავლანდე, მერე აჩიკო მეფარიძე.

ეს მაია ეკითხება, სად ხართ, რომ აღარ ჩანხართო და ესენი, მოსკოვში ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთო..

მერე მეფარიძემ ის თავისი იდიოტობა ”მშვიდობით” იმღერა, დამსწრე გულჩვილი საზოგადოება ფეხზე წამოუდგა და კრება მხიარული, მე კი - აღშფოთებული დავრჩი.

იცით, ყოველთვის მიკვირს ადამიანების, რომლებსაც სჯერათ, რომ არსებობს ორი რუსეთი, რომ ერთს კი უნდა შენი შეჭმა, მაგრამ მეორე კეთილი და თბილია..

არ დაიჯეროთ რა..

არსებობს მარტო ერთი რუსეთი, რომელიც ”ველიკოდერჟავული” მანიით არის შეპყრობილი, მათ თვალში ჩვენ, ქართველები უარეს შემთხვევაში გამაღიზიანებლები ვართ, უკეთესში კი - ცეკვა-თამაშის მოყვარული უდარდელი ხალხი.. 

ჰხო.. თან მუჟიკებიც კარგები გვყავს..  

თუმცა ამ შემთხვევაში რომელია ცუდი და რომელი უარესი, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები.. 

არ ვიცი ამას რა შეიძლება ვუწოდო, მაგრამ მართლა არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც არ შეიძლება, რისი დავიწყებაც დანაშაულია.

ერთ-ერთი ასეთი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებია, რომლის ეიფორიიდან ჯერ ვერ გამოვსულვარ და, ეჭვი მაქვს არ გამოვალ არასდროს (სურვილიც კი არ გამაჩნია).

რუსოფობია დღითიდღე მიმძაფრდება და ამას თავადაც ვუწყობ ხელს..

ერთი უწყინარი კითხვა მაქვს:

რა შეიძლება ვუწოდოთ მეფარიძეს, კვალიაშვილს, თოფურიას, ხუჯაძეს და სხვებს და სხვებს, რომლებიც ან მოღვაწეობდნენ რუსეთში, ან ომის შემდეგ აიკრეს გუდანაბადი და გადაცხოვრდნენ.

მახსოვს, თოფურიას განცხადებები, მე არ მაინტერესებს პოლიტიკა, მე ხელოვნებას ვემსახურებიო.. 

ხუჯაძეს ხმა არ ამოუღია..

კვალიაშვილი და მეფარიძე კი, ომის დამთავრებისთანავე, დედარუსეთში წავიდნენ თავისი მოღვაწეობის გასაგრძელებლად.

რა ჰქვია ამ საქციელს?

მართლა არ მესმის მე!.

რატომ არ აქვთ ადამიანებს ეროვნული სიამაყე?

რატომ ჰკიდიათ ქართველებს სამშობლო ფეხებზე ფულის სანაცვლოდ?

სოფო ნიჟარაძეს მართლა უდიდეს პატივს ვცემ..

რომ შევხვდე სადმე, ალბათ, მადლობას გადავუხდი..

ადამიანს აწყობილი ჰქონდა საქმე მოსკოვში, მაგრამ აქ დაბრუნდა. არა იმიტომ, რომ რუსებს მის მიმართ შეეცვალათ დამოკიდებულება, არამედ იმიტომ, რომ ვგრძნობდი, საკუთარ თავთან არ ვიყავი მართალიო..

ჰო, მართლა მძიმე სიტუაციაა..

არ გვაქვს ერთი ბეწო ეროვნული თვითშეგნებაც კი..

ამას ხომ ბალტიისპირელი (ძალიან რომ გვინდა ვგავდეთ ცხოვრების დონეში) არაფრის დიდებით არ გააკეთებდა!..

შიმშილით მოკვდებოდა, მაგრამ არ გააკეთებდა..

არ ვიცი, მე მართლა ძალიან ვარ აღშფოთებული..

არ დაიწყოთ ახლა, პურის ფული და საჭმელი არ ჰქონდათ და სხვა რა უნდა ექნათო?.

აქაც იშოვიდნენ სამუშაოს, სხვებმა როგორ იშოვეს?

არ თქვათ ახლა, უპატიოსნი გზითო.. 

ეგენი ხომ კლდემამოსილები და უმანკოები მყვანან..

კიდევ უფრო დიდი ტრაგედია მე ის მგონია, რომ ხალხი კვლავ ტაშის კვრით ეგებება ამ ადამიანებს..

ეგ კი არა, საერთოდ, დაავიწყდათ შარშანდელი მოვლენები..

არ მიყვარს მოკლე ისტორიული მეხსიერების მქონე ხალხი და არც ეროვნული ღირსებადაკარგულები..

არ მიყვარს!..

რაც შეეხება ამ ადამიანებს, ომის შემდეგ რომ დედაღრუსეთს მიაშურეს, მათ ადგილზე სირცხვილით თავს ვერ გამოვყოფდი გარეთ, არათუ ამაყად ვილაპარაკებდი იმაზე, თუ როგორ პატივს მცემენ ღრუსეთში..


დასკვნა: ყველაფრის ღირსები ვართ, მართლაც უღირსები!


6 comments:

mr.picasso said...

თამო ეგ ყველაფერი სააკაშვილის შეგდებული ბომბია რუსეთში:)
შენ არ იცი ფაშისტები რომ მუსიკას წამების იარაღად იყენებდნენ
აბა მეფარიძეს კვალიაშვილს და მისთანანებს რომ გადახვეტავ მანდ წამებაა აბა რაა სხვა.
ფეხზე წამოუდგნენ ;აღვშფოთდი

unaamarga said...

wow, ase megona Cemi dawerili posti iko! imas vgulisxmob, rom Sens agSfotebas srulad viziareb, mec igivenairad var ganckobili am xalxis mimarT!

Tomushka said...

kvaliashvili da mefaridze kavdet rusebs gmertma sheargot :D :D da kdiev mattnairi vai momgerlebi :D :D

Sunny said...

კიდე გავუგზავნოთ ერთი_ორი ზვეზდა, გაუხარდებათ :) მეფარიძეზე მეც გავჭედეე... კაცს პეძიკს ეძახდნენ თავის დროზე და დღეს ფეხზე უდგებიან? .. ვერ გავიგე რა ხალხში ვართ.. არა ორიენტაციებს კი არ ვეხები.. უბრალოდ ერთ დროს მეფარიძე ლამის სალანძღავ სიტყვად აქციეს და...

daliela said...

''მოღვაწეობენ''- მათი ''ღვაწლი'' საზოგადოების წინაშე განუზომელია. პატრიოტებიც არიან და ხელოვნებასაც ''ემსახურებიან''
გულისამრევია ეს ყველაფერი. 2 წიგნსაც წაიკითხავენ და ეგარი-განათლება აქვს,ბნელო არაა. ჰოდა გაატარეთ.
მოვუდღან მე მაგათ ''ღვაწლი'' და ინტელექტი.
ხო და ჩვენ კიდევ ვისაც ისინი არ მოგვწონს, შურიანი გრუზინები ვართ რადგან საკუთარი თავის ისე ''რეალიზება'' (ღმერთმა დამიფაროს) ვერ მოვახერხეთ როგორც მათ და შური და ბოღმა გვალაპარაკებს.

ნასტასია said...

ara,ruseti ro ertia vici da ro koshmari egec,profili ro chven gadagvitans,egec,magram tomushkasi ar iyos,ra jandabad gvinda an xujadze da an mefaridze...
magat ninas da akxuchelebsac avkidebdi da im netar maia asatiansac da siamovnebit agar davabrunebdi ukan...tovel shemtzvevashi audtoriis cin da ise ras verchi :P

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger