Friday, November 13, 2009

გამოცნობილი გამოცანები

გაგიგიათ ასეთი გამოცანების შესახებ?

აი, უკვე გამოცნობილი რომ არის, გამოცანამ იცის, რომ გამოცნობილია, ისიც, რომ არც ისე მაგარი თავსატეხია, როგორადაც თავი მოაქვს, მაგრამ მაინც ამბობს, რომ ჯერ არ გამოუცვნიათ..

არადა..

გამოცნობილია..

იგავებთან მიმართებით არის ხოლმე კიდევ..

ვერ გაიგებ ვინ ვინ არის ამ იგავებში..

ხანდახან ცხვარი მგელია, ხან მგელია ცხვარი, ხანაც, მელია კუდაგრძელია ზრუნავს შაშვის ბარტყებზე...

სანამ ბოლოში ვერ გახვალ, ვერ გაიგებ ვის რა უნდა, ან ვინმეს რამე თუ უნდა..

ჰოდა, გულაობენ იგავ-არაკების გმირები და გამოცანები..

ჭკუაზე არ არიან..

მათი პასუხი ხომ ძალიან მარტივია, მაგრამ სწორედ ამ სიმარტივეშია გენიალურობაო, იმშვიდებენ თავს და ჩვეულებრივ მოკვდავებს დიიიდ თავსატეხებს უჩენენ..

იმდენად დიდებს, რომ ხანდახან ზედმეტი მოსდით და ზოგიერთი არაადეკვატური მოკვდავიც კი ხვდება ამ გამოცანის სწორ პასუხს..

დღეს მე მინდა ქამელეონებზე გესაუბროთ.

იცით რაშია მათი უპირატესობა?

არ აფიქსირებენ ზუსტად რა ფერები არიან, რითაც ფორას იღებენ..

ლავირებენ ნებისმიერ ფერში და ადამიანებს თავსატეხებს უჩენენ.

ვერც კი შეეკამათები:

ერთ წუთს მწვანე იყო ის, ახლა ვერცხლისფერია..

თუმცა, თქვენ იცით, რომ ქამელეონებიც ნერვიულობენ?

მართლა, მართლა ნერვიულობენ.

მათ იციან სინამდვილეში რა ფერები არიან, თუმცა მათი პიროვნული ტრაგედია ის არის, რომ მხოლოდ მათ იციან ზუსტი ფერი.

ისე, რატომ არ უნდა გვიყვარდეს ქამელეონები?

რა მაგათი ბრალია, რომ ასეთები არიან..

ბუნებისგან მიმადლებული ზეციური ნიჭი აქვთ..

ოღონდ - თავისებური..

აი, ადამიანები იცით რატომ არიან დებილები?

იმიტომ, რომ ქამელეონებს საკუთარი თავების დაშტერების საშუალებას აძლევენ.

ქამელეონებიც ამით ბლატაობენ, თუმცა ავიწყდებათ, რომ შეიძლება ცეცხლს ეთამაშებიან..

ერთ მშვენიერ დღეს ადამიანს ამოუვა ყელში მისი ფერის გამოცნობით გამოწვეული ნერვული აშლილობა, და მთავარ მიზეზს მოიფრიალებს სადღაც შორს..

საჰარას ან ლიბიის უდაბნოში..

ეჰ, რა არის არა ადამიანი..

ყველაზე რთული, მართლა ადამიანად ყოფნაა..

წარმოიდგინეთ, რამდენ რამეს მალავს კაცი?!

და, წარმოიდგინეთ, რა სტრესია გამუდმებით იმის შიშით ცხოვრება, რომ ერთ მშვენიერ დღეს არ გამოაშკარავდეს საიდუმლოებები..

ეჰ, რამდენჯერ გვიფიქრია, რომ რაღაცას არ ვიმსახურებდით..

იმიტომ, რომ ჩვენ სანდრო, ნინო, გუბაზი, ზურიკელა და თინათინი გვქვია?!

არგუმენტი მხოლოდ ეს არის ხოლმე..

ძნელია..

ძალიან ძნელია, როდესაც ამბიციური ხარ და შენი მიზნების შესრულების საშუალებას გართმევენ.

აი, უზნეობა კი იცით რა არის?

როდესაც შენს ირგვლივ არსებულ რეალობას დამახინჯებულად აღიქვამ და როლში იჭრები..

ეს საშიშია..

გამოგიჭერენ.

ადრე თუ გვიან, გამოგიჭერენ.

და მერე....


2 comments:

Natalia said...

:) just..

Taa said...

linki shecvale ra blogrolshi :)
taa.ge - ze gadavedi :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger