Saturday, November 14, 2009

მითი და რელიგია


ორი კვირის წინ მეგობარმა ელექტრონული წიგნი გამომიგზავნა, როგორც უძველესი ცივილიზაციებით ერთობ დაინტერესებულ და გათვიცნობიერებულ პირს.

"ვინ იყვნენ ღმერთები?" - აი, მისი სათაურიც.

წიგნის ავტორის შესახებ არაფერი ვიცი, არ არის მითითებული, უბრალოდ, ბოლოში წერია იმეილი, თუ რამე დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთო.

სიმართლე გითხრათ, ამ წიგნის კითხვისას უფრო და უფრო ვრღმავდებოდი ჩემს ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში გაჩენილ ეჭვებს..

ადრეულ ასაკში მაქვს წაკითხული ბიბლიის ძველი და ახალი აღთქმა, ბერძნული, შუმერული მითები. ვიცი ცოტა რამ (ლიტერატურის უქონლობის გამო) მესოამერიკული ცივილიზაციების ღმერთების შესახებ. დაწვრილებით ვიცი მათი რელიგიური რიტუალები.

ღრმად მორწმუნეს ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში გამიჩნდა ეჭვები იმის თაობაზე, თუ რატომ იყო მოხსენიებული წარღვნა ძველ აღთქმაში, შუმერულსა და მესოამერიკულ ცივილიზაციებში?

მერე ეჭვი მიჩნდებოდა იმის შესახებ, იყო თუ არა ძველი აღთქმა რეალური, თუ ეს იყო მითების ნაკრები ისევე, როგორც სხვები.

ამ წიგნით კიდევ ბევრი რამ შევიტყვე. მაგალითად ის, რომ წყლის გაყოფაზე არამარტო ძველ აღთქმაშია საუბარი მოსემ რომ ებრაელები წითელი ზღვით გამოატარა), არამედ "პოპოლ ვუშიც" (მაიას ტომის რელიგიურ წიგნში), შუმერებშიც..

საინტერსოა, დამთხვევაა ეს ყველაფერი თუ რისი ბრალია?!

ისიც ფაქტია, რომ ძალიან ბევრ რამეს მალავენ ისტორიკოსები და თანამედროვე მეცნიერები. ისინი, ვისაც რამე ეთქმით.

ბევრი აღმოჩენა იჩქმალება..

თუმცა, რაღა აღმოჩენებზე წავიდეთ, აგერ, ვატიკანის ბიბლიოთეკა, რომელშიც არავის არ უშვებენ და უამრავი გასაიდუმლოებული მასალაა შენახული..

იცით, რამდენჯერ მინატრია იმ საცავში შეპარვა და მასალების გაცნობა.

დარწმუნებული ვარ, ვატიკანის ბიბლიოთეკის საცავი რომ გამოქვეყნდეს, ყველაფერი ყურებზე დადგება.

იცით რატომ მომწონს "და ვინჩის კოდი?" შინაარსი არის სისულელე, მაგრამ ტიპმა ფაქტები მართლა იცის, ეტყობა უმუშავია და თავმოყრილი აქვს.

რაღაც წიგნი რომ დაწერა, იმის წაკითხვაც მინდა, მაგრამ ქართულად მგონი, არ უთარგმნიათ.

აქვე მინდა შევეხო რამდენიმე წლის წინ ეგვიპტეში აღმოჩენილ გრაგნილს, ის ძალიან არის დაზიანებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი შინაარსი ყურებზე აყენებს ახალ აღთქმას. 

რატომ არ ვიცი, მაგრამ გრაგნილს იუდას სახარება უწოდეს. ამ სახარების ავტორი ამტკიცებს, რომ სინამდვილეში არანაირი ღალატი არ ყოფილა. იუდამ რომაელებს ქრისტე მისივე მითითებით გადასცა და მოღალატის ტვირთიც ქრისტეს დავალებით იტვირთა. რომ ქრისტემ იუდა დაარწმუნა იმაში, რომ მხოლოდ მისი ჯვარზე გაკვრისა და წამების შემდეგ შეძლებდა კაცობრიობის ხსნას. 

წიგნში ერთი საინტერესო ვერსიაც ამოვიკითხე, რომ ქრისტეს შესახებ არაფერს წერენ იმდროინდელი ისტორიკოსები, რაც იმის ვერსიას აჩენს, რომ შეიძლება ის არც კი ყოფილა რეალურადო.

გარდა ამისა, რამდენიმე ვერსია არსებობს სხვადასხვა რელიგიური მოძღვრების მიხედვით: რომ ქრისტე არ აცვეს ჯვარს, ის გაიქცა იერუსალიმიდან და სხვა ქალაქში ოჯახიც შექმნა..

ამ ფრაზის წაკითხვის შემდეგ მაშინვე ვიფიქრე, რომ დენ ბრაუნს ეგ ვერსია ექნებოდა ამოკითხული..

რაც შეეხება პირამიდებს..

ისინი დღემდე საიდუმლოებითაა მოცული. 

ვარაუდობენ, რომ გაკეთებულია სხვადასხვა აღმოჩენები, თუმცა ისინი არ არის გამოქვეყნებული.

მოკლედ..

ყველაფერს ვერ მოვყვები..

თავად უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი და დასკვნები თქვენთვის მომინდია..

ატვირთვას ვაპირებდი, მაგრამ ყველა ასატვირთი სერვერი გათიშულია..

თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, შემიძლია მოგვიანებით მოგაწოდოთ..

რა მაინტერესებს იცით?

რა პონტში გვაბოლებენ თუ დაბოლებაა და კიდევ, ჩვენ რატომ ვიდებილებთ თავებს მითებით?.


9 comments:

mr.picasso said...

აუ კაი რა ვასას ეგ რომ სიმართლე იყოს უფრო მეტად დავიბნევი და მერე ნახე .... არ მინდა მაიმუნისგან წარმოშობილი ცხოველი ვიყო. რა საერთო მაქვს იმ ტყიურ არსებასთან?????
რელიგიაშიც არაა აბსოლიტური ჭეშმარიტება უფრო სწორედ ჭეშმარიტება მრავალ რეკლიაგიაშია გაბნეული. მთავარია ღმერთი გვწამდეს და ერთმანეთი გვიყვარდეს. ვატიკანის არქივები კი ინტერესის საგანი იყოს მხოლოდ. ისე ჩვენს ეკლესიასაც აქვს რაღაც მსგავსი წერილი. რამდენად დაეჯერება არ ვიცი მაგრამ რა იცი?????ტამპლიერებს უკავშირდება ეს ყველაფერი მათ ვიზიტს დავით აღმაშენებელთან... რასაც რომში მათი დაბრუნების შემდეგ ამ ორდენის განადგურება (კოცონზე დაწვა) მოყვა.

Da-v-iD said...

დღეს კაცობრიობის ძირითადი ნაწილი ფლობს იმ ინფორმაციას რისი გადახარშვაც მას შეუძლია და ცხოვრობს იმ დოგმებით რაც მეტ-ნაკლებად არეგულირებს მისი პანიკური ნატურის ცხოვრების წესს. როგორც ერთმა მეცნიერმა მითხრა, დანარჩენისთვის ჟერ არ ვართ მზად. და რო ეს ყველაფერი უცებ გავიგოთ რეალობის საყრდენს დავკარგავთო. ეს ისე რაც მითხრეს. წარღვნას რაც შეეხება ის არ არის მითი. ეგ რეალობა რომელიც ასახულია ყველა ცნობილ ეპოსსა და თქმულებაში. დაწყებული ქრისტიამდელ საქართველოდან დამთავრებული სამხრეთ ამერიკამდე. რაც შეეხება რელიგიას.კომენტარში ბევრს ვერ დავწერ მაგრამ გეტყვი ერთ ფაქტს. ნებისმიერი ღმერთკაცი იბადება 25 დეკემბერს. დიონისე,პერსიელი მიტრა,ეგვიპტური გორა (ჰორა),ფრიგიული ატისი, კრიშნა. ამასთანავე უმეტესობას 12 მოსწავლე ჰყავდათ. ასე რომ მითი ჩვენამდე მოღწეული კონკრეტული მოვლენების ზეპირსიტყვიერი ინფორმაციაა.
მაგრამ მაზად ვართ ყველაფრის გასაგებად?

vasasi said...

კი, ბევრი რამე ვიცი ტამპილიერებზეც..
ბოლო რაინდი ჟაკ დე მოლი 1314 წელს დაწვეს კოცონზე და არაფერშუაში არ ყოფილა დავითი..

მე როგორც ვიცი, არის ხმები, რომ დავითის შემოგდებული იყო ეგ ამბავი..
ანუ, ქართველ მეომრებს გადააცვა რაინდების ფორმა..

მოკლედ, მალე ტამპილიერებზეც შემოგთავაზებთ პოსტს და მასონებზეც.. :)

clown said...

საინტერესოაა ^^

anticola said...

Dzvurfaso tamuna :D me msurs eg wigni tu shedzleb momawode ramenairad :S an atvirte sadme :S:S
davinchis kodi iyo qartulad gadmotargmnili dagayidvashic iyo 3wlis win mgoni tu 2 da martmadidebel mshoibelta asociaciam (vervitan) daxia mgoni yvela egzemplari tu ar gayidoto da ravici wignebis magaziebshi mivardnebi da egetebi iyo.albat gamomcemlobebshi eqnebat :S

Agasfer said...

საინტერესოა, თამ, ამაზე ალბათ ყველა ჩვენგანს უფიქრია. ეს ყველაფერი რომ გამოაშკარავდეს, ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს, მართლაც ყირაზე დადგება ყველაფერი. არავინ დაუშვებს, დღის წესრიგში დადგეს საკითხი, რომ ვინმეს თანამედროვე რელიგიების ჭეშმარიტებაში ეჭვი შეეპაროს (შესაბამისი ხალხი იგულისხმება). წარმოიგინე, ამას რა შეიძლება მოჰყვეს. მასამ არ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი.

Anonymous said...

sadme tu atvirte eg wignebi, linki mtxlishe ra? :D

vasasi said...

http://www.link.ge/file/335021/Who-Were-Gods.pdf.html - აჰა, ანონიმურო..

მალე გადმოიწერე ოღონდ, არ წაიშალოს.. :)

Anonymous said...

ar mushaobs

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger