Sunday, November 15, 2009

შემოტევა


წელიწადის თვეებიდან ყველაზე მეტად ნოემბერი და მარტი მძულს.

საზიზღარი თვეებია..

ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სულაც გავაუქმებდი.

სიცივეს ვერ ვიტან-მეთქი, ასეც არ არის..

თუმცა, არც სიცხეზე ვგიჟდები..

მაგრამ ეს ნოემბერი მკლავს..

არ მინდა ნოემბერში ან მარტში სიკვდილი..

წარმოდიგინეთ, რამდენს დაეზარება ტალახიან სასაფლაოზე რომ გამაცილოს უკანასკნელ გზაზე..

მე კი არ მინდა, სხვებს პრობლემა შევუქმნა და ლანძღვა-გინებით ამიკლონ, რაღა ამ საზოზღარ ამინდში მოუნდა სიკვდილიო..

საზიზღარ ამინდში გინდა სიკვდილი, თორემ მზიან დარში რა პონტში უნდა მოვკვდე?!

ამას რომ წაიკითხავთ, აუცილებლად იფიქრებთ, რა ხშირად წერს სიკვდილზე, ალბათ, ეშინიაო..

არა, არ მეშინია..

ამ პროცესით და მისი მთავარი მონაწილის როლში საკუთარი თავის წარმოდგენით ძალიან ვხალისობ, მეტი არაფერი..

დეპრესიამ შემომიტია..

ახლა არა, კარგა ხნის წინ, მაგრამ ცუდი ამინდი რომ არის, ეტყობა ესეც თავისას შვრება..

ადამიანი რომ მართლა ვირივით ჯიუტია, ამაში საკუთარ თავზე დაკვირვებითაც ვრწმუნდები.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ხნის წინ ეჭვი მეპარებოდა, ახლა ზუსტად ვიცი, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო..

მაგრამ საკითხავი ის არის, რამდენიმე თვეში ვიქნები იქ, სადაც დიდი სურვილი მაქვს ყოფნისა და მოღვაწეობის?

თუ საერთოდ არაფერი არ იქნება და..

და ამაზე ფიქრიც არ მინდა..

მაგრამ ვიცი რომ არ მინდა და სპეციალურად ვფიქრობ..

ვერ ვიტან უსაქმურობას..

გამუდმებით მახსოვს ზაფხულში მიღებული შემოთავაზება და უარი..

და შიგნით ყველაფერი მწყდება..

ჰო, მეშინია, აბა არა? 

და აი, ზუსტად ამის მეშინია..

ძალიან მეშინია..

და ვნერვიულობ 24/7-ზე..

ერთ ადგილზე გაჩერებაც აღარ შემიძლია..

საერთოდ, აღარ შემიძლია ამდენი ნერვიულობით..

მართლები არიან ჩემი მეგობრები როცა მეუბნებიან, ყველაფერზე ნერვიულობ და შფოთავ, მსოფლიო სევდა ხარო..

მსოფლიო არა, მაგრამ ჩემებური სევდა გამოვდივარ...

აუ, ძალიან მეშინია..

მართლა ძალიან მეშინია..

რა იქნება რამდენიმე თვის შემდეგ..

სიგიჟემდე მიყვარს ჩემი პროფესია და იმასაც ვგრძნობ, რომ მე ეს შემიძლია..

და ჩემია.. 

ძალიან ჩემი..

ჰოდა, გაფიქრებაც არ მინდა, რომ....


1 comments:

mr.picasso said...

რაღაც დეპრესიამ შემოგვიტია ყველას :( ყველაფერი კარგად იქნება .....აი მე უკვე ერთი მიზეზი გადამეჭრა. ახალი ფართი ვნახე და თან ზუსტად ისეთი მე რომ მინდოდა სახელოსნოსთვის. ხო და ერთ დღეში გადავბარგდით.... გუშინ როგორ ვჭიკჭიკებდი :) ალბათ ღმერთიც კითხულობს ჩემს ბლოგს :)ხო და გადმომხედა :) ჩემი თანამშრომლებიც შეაფუცხუნა და ასე ეხლა გაღიმებული სახით ვზივარ და ამ კომენტარს ვწერ.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger