Monday, November 16, 2009

ახლა მოდაშია ჭავჭავაძე


ცოტა ისეთი პოსტი უნდა დავწერო..

შეგიძლიათ მეცეთ და ჩამქოლოთ, თუმცა ეს ნაკლებად მაინტერესებს..
ერთი რაღაც მაწუხებს საკმაოდ დიდი ხანია..
რატომ შემოდიან ადამიანები ჯერ მოდაში და მერე გადადიან?
მე ჩვენს წინაპრებზე მაქვს საუბარი, იმათზე, ვინც მართლა საქმის მკეთებელი იყო ..
ვინც მოდაშია, იმათზე ლაპარაკობენ, მაგალეთებად მოჰყავთ, სინამდვილეში, ბევრი აზრზეც არ არის, თუ ვისზე საუბრობს (სახელს და გვარს არ ვგულისხმობ) და უფრო მეტიც, მისი სახელის ხსენების უფლება არ აქვს, არათუ მანიპულირების.
დღეს მინდა ილია ჭავჭავაძის ფენომენზე გესაუბროთ.
არ ვიცი თქვენ რამდენად ხვდებით, მაგრამ ჩემი აზრით, მისი იდეები და სახელი საგრძნობლად არის გაუფასურებული ჩვენი ტვინმოღუნული ნაციის მიერ.
ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ მასზე, იხდიან მაგალითად, მის მიმდევრობას იჩემებენ (იყო ეს 90-იანები თუ ახლა, ერთიმეორეზე ამაზრზენი მაგალითები)..
სინამდვილეში ვინ არიან ეს ხალხი?
აქვთ მათ ილიას ხსენების უფლება?
ან ჩვენ რატომ ვაძლევთ მისი სახელით მანიპულირების საშუალებას?
90-იანები იყო და, ე.წ. ”ეროვნულებმა”, ერთიმეორის მიყოლებით გამოაცხვეს ორგანიზაციები: ”ილია ჭავჭავაძისა” და ”წმინდა ილია მართლის საზოგადოებები”.
რას აკეთებდა ეს ხალხი?.
ერთ საქმეს, უხარისხოდ და უნიჭოდ..
თუმცა, ამავდროულად, ერთმანეთს ჭამდნენ ილიას სახელს ამოფარებულები..
დღეს რა ხდება?
კაცი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მხურვალედ გვიმღეროდა, აიწიეთ კაბა, გავაკეთოთ რამეო, დღეს მაიმუნივით ჩამჯდარა სადღაც, ილიას სახელით მანიპულირებს და იესოს გზით სიარულზე დებს თავს..
მე არ მჯერა ამის..
და მაღიზიანებს.
არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელსაც ილიას სახელის ხსენების უფლება არ აქვს, ხოლო ის, თუ რა მაძლევს მე ამის თქმის საშუალებას, გიპასუხებთ, რომ სუფთა სინდისი..
კიდევ ერთი რაღაცის თქმა მინდა..
არამარტო ცნობილი ადამიანები, პოლიტიკოსები და ა.შ. იჩემებენ ილიას გზით სიარულს, არამედ, რიგითი მოქალაქეებიც, რომლებიც მოდას არიან აყოლილები..
აი, რამდენიმე წლის წინ ხომ მოდაში იყო ქაქუცა და მის სულს იფიცებდნენ, ახლა ილიაზე არიან გადასულები..
ქართველებს ერთი რამ გვავიწყდება, რომ სიყვარული და პატივისცემა საქმით უნდა დავამტკიცოთ, თორემ ბაქია ბუნება, სიზარმაცე, ტყუილსა და ფარისევლობაში ცხოვრება მამაზეციერმა უხვად დაგვამადლა, არ დანანებია საერთოდ..
მეტი რაღაზე უნდა ვილაპარაკო, როცა ჩვენი მისადმი დამოკიდებულება 2007 წელს საქმით  დავამტკიცეთ, როდესაც მთაწმინდას ერთი ახალი საფლავი შეემატა..
მაღიზიანებს მართლა ხალხის ეს დამოკიდებულება და ილია ილიას ძახილი..
ისე მაღიზიანებს, რომ ლამისაა უარი განვაცხადო ილიაზე, მისი იდეები მეც რომ არ გავაუფასურო..
(თუმცა რაღა, ისედაც გაუფასურებული არ არის?!)
საინტერესოა, ილია გადავა თვის ბოლოს მოდიდან და ახლა ვინ გახდება ახალი მოდის ფუძემდებელი?!

3 comments:

Natalia said...

საქართველოში ადამიანები სულ შემოდიან და გადიან მოდიდან, არა მარტო ქართველები. ანჯელინა ჯოლიც ხო იყო ერთი პერიოდი? ეხლა მგონი მეგან ფოქსია..
და არა მარტო ადამიანები, ყველაფერი მოდაში არის ან - არ არის. რწმენა და ათეიზმი, როკი და ჰიპ-ჰოპი..

Tomushka said...

marto saqartveloshi araa amse.
chavchavadzis citireba an gindac sxva vinmis citireba "inteleqttanaa" gaigvebuli :D
xoda firoben rac ufro bevrs davabrexveb ufr chkviani gamovhcndebio :D

ნან said...

ვაააა

დღეს ფსიქესთან შევიარე და ისეთი პოსტი დამხვდა, რომლის დაწერაზეც ვფიქრობდი, შენთანაც იგივე თემაზეა, მაგარია :)

ერთი ამ დედლაინებს მოვრჩე და დავწერ ალბათ რამეს :უსერ

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger