Tuesday, November 17, 2009

არ მეწერინება

რაღაც, ამ ბოლო დროს აღარ მეწერინება..

არადა, მაქვს რამდენიმე თემა მოფიქრებული, რომელზეც მინდა ჩემი ღრმად მოკრძალებული აზრები გაგიზიაროთ და თქვენიც მივიღო..

ეტყობა, ემოციური გადაღლილობის ბრალია..

ძალიან ბევრი რამ აიბურდა ჩემ გარშემო ამ ეტაპზე..

ძალიან ბევრი რამე გადაფასდა..

ძალიან ბევრმა რამემ დაკარგა მნიშვნელობა (თუმცა, გული დიდად არ დამწყვეტია, ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. მე ხომ სპონტანური და პრაგმატული ვარ(?) )..

თუმცა, არც არაფერი შემიძენია..

ადამიანებს, ეტყობა, მართლა სჭირდებათ ერთმანეთისაგან დასვენება..

და ამ დასვენების პერიოდში რაღაცების ცივი გონებით ანალიზი..

დასვენების შემდგომ კი, ან კვლავ ძველ გარემოში დაბრუნება, ანდაც ახალი ცხოვრების დაწყება ახალი ადამიანებით.

ყოველთვის ვამბობ, რომ მუდმივი ამ ქვეყანაზე არაფერია (თვით მეც კი!.)..

და არც ადამიანური ურთიერთობები მათ შორის..

თუმცა, არსებობს რაღაცები, რასაც, სურვილის მიუხედავად, თავად იწყებ, იცი, რომ ეს არაფერში გჭირდება, მაგრამ ვერ გაგირკვევია რატომ აკეთებ?!

საკუთარ თავზე ექსპერიმენტს თუ ამ გზით აპირებ, სიტუაციის დაბალანსება უნდა შეგეძლოს..

არ მიყვარს ერთმანეთისადმი არავალდებულ ადამიანებთან ურთიერთობები მოვალეობაში რომ გადადის..

მერეც გეყოფა, რომ დაოჯახდები..

თემებზე მსჯელობა და ანალიზი, რომელიც შენთვის ისეთივე უინტერესოა, როგორც კვანტური ფიზიკა, ხომ საერთოდ..

აი, ვინ, როგორ, რატომ, რანაირად, რამდენჯერ, როდის, სად და ა.შ.

სასაცილო კი არა, ტრაგიკომიკური ამ დროს ის არის, რომ ცდილობ შენი სათქმელი სადმე ჩააკვეხო, იშვიათად, მაგრამ შენც გჭირდება მეგობრის აზრი ამა თუ იმ თემაზე, მაგრამ.. 

ისა..

გრძნობ, რომ ფეხებზე ჰკიდია..

და ბრაზდები..

იმიტომ, რომ მისი რაღაც შენც ფეხებზე გკიდია, მაგრამ ორ სიტყვას მაინც ეუბნები ისე, სასხვათაშორისოდ..

ჰო, რა ვიცი..

გადაღლილობის ბრალია ეტყობა..

ან იმის, რომ გარემოურთიერთობები სიტუაციამ და არა სურვილმა მოიტანა..

თუმცა უფრო დიდი ტრაგედია ისაა, რომ ეს სურვილი შეიძლება არასოდეს გაგიჩნდეს..

არ ვიცი სწორია თუ არა ადამიანებისადმი მიდგომა ეტაპების მიხედვით..

მაგ: ბაღი, სკოლა, უნვერსიტეტი, სამსახური.. ერთი, მეორე, მესამე..

ანუ, ადამიანები კონკრეტულ დროსა და სივრცეში შენს გარშემო და პერიოდის დასრულების შემდეგ...   

P.S. ისა..

შენ, ეი, შენ..

ტყუილად გაგიბრწყინდა თვალები და მრავალმნიშვნელოვნად ტყუილად იქნევ თავს..

ეს ის არ არის, რაც შენ გგონია..   

PP.S. ამასაც აქვე დავწერ მაშინ, თუმცა, სულ სხვა რაღაცაა..

მეწყინა..

აჯაჯული ვარო?

შევხედე და, მეთქი კი..

ჰოდა, არ შეგიძლია ადამიანს ისეთი რამე არ უთხრა, მერე მთელი დღე დეპრესიაში რომ იყოსო და წავიდა..

და მე ძალიან მეტკინა გული..


3 comments:

Natalia said...

მალე დაგეწერინება ისევ :*

სხვა თუ არაფერი, მილიბენდზე წერე ხოლმე :))

tammo said...

ხოდა თუ იცი რომ ადამიანი შენი ნათქვამით დეპრესიაში ჩავარდება, ხომ შეგიძლია ასე ძალიან პირდაპირი არ იყო და კულტურულად უთხრა,ასე უკეთესი იქნებოდა, და საერთოდაც, ამოვიდა ყელში ამდენი დეპრესია, რა არაააა?????

vasasi said...

კარგი, ამის შემდეგ გავითვალისწინებ...

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger