Wednesday, November 18, 2009

ჩანაწერი თემაზე: საჯარო

გაივლის 1987 წელი და სტუდენტობის პერიოდი, თავისი ნაკლოვანებებითა და სიმძიმით, აუცილებლად კარგად მომაგონდება.

კიდევ, 1785 წლის გავლის შემდეგ კი, ძალიან დამწყდება გული, რომ საჯარო ბიბლიოთეკაში სიარულისათვის ფიზიკურად აღარ დამრჩება დრო.

ეჰ, თუმცა, შეიძლება შვიდიოდე თვის შემდეგ იმდენი თავისუფალი დრო მქონდეს, რომ უსაქმურობისა და ამ უსაქმურობისგან გამოწვეული ნერვიულობისაგან ვკვდებოდე.

მიყვარს საჯარო..

აერა, ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ ვთქვა, თუ რა კარგი ტიპი ვარ, არამედ, ეს მართლა ასეა..

არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა ზამთრის ცივ და მოღუშულ დღეებში საჯაროს დიდ დარბაზში ჯდომა და კითხვა. კითხვა ნებისმიერ თემაზე.

აკი სწორედ ამ პერიოდსა და სწორედ ამ დარბაზში წავიკითხე რამდენიმე ძალიან მაგარი რომანი და დღემდე იმ ემოციების გავლენის ქვეშ ვარ.

რამდენიმე ადამიანი ვიცი, რომლებიც რეგულარულად დადიან საჯაროში და ხშირად, თითქმის ყოველ მისვლაზე მხვდებიან.

ერთი მელოტი ბიჭია, სუსტი, ავადმყოფური გარეგნობა აქვს. უამრავი რუსულენოვანი ტომეულები აქვს ხოლმე მაგიდაზე გაშლილი. სულ მაინტერესებს რას კითხულბს ან რას წერს. საჯაროს თანამშრომლებიც კარგად იცნობენ ეტყობა, გამოელაპარაკებიან და მოიკითხავენ ხოლმე,

კიდევ ერთი ტიპია. ის ყოველ მისვლაზე არა, მაგრამ რამდენჯერმე შემხვდა. საჯაროს გარეთ ერთხელ მყავს ნანახო. ჩემს პირველ სიუჟეტში მონაწილეობდა, მის სახლში გადავიღეთ ფინალური სცენა. უცნაური ოთახი ჰქონდა, მყუდრო. რაღაც სარდაფივით იყო. შავი კატა ჰყავდა და ბუდიზმის წიგნებითა და ჩინური ფილოსოფიით გატენილი პატარა საწერი მაგიდა ედგა. ისეთი მშვიდი სიტუაცია იყო, წასვლა აღარ მოგინდებოდა. თვითონ ეს ბიჭიც ძალიან მშვიდი ტიპი ჩანდა. გრძელ, უკან შეკრულ თმას ატარებდა.

აი, ისეთი ტიპია, სულიერი სიმშვიდე რომ მოდის მისგან და შენც რომ მშვიდდები.

ჰოდა, ეს ბიჭიც ორჯერ თუ სამჯერ ვნახე საჯაროში და გამიხარდა. ალბათ, ისევ თავის ჩინურ ფილოსოფიას ან კრიშნას ამბებს კითხულობდა.. 

ერთი გვარია კიდევ, გამუდმებით ყვირიან ბიბლიოთეკის თანამშრომლები და ტიპი არ ჩანს..

მგონი, იწერს წიგნებს და მერე მიდის სახლში..   

საჯაროს თანამშრომლები არ მომწონან. თავში აქვთ ავარდნილი, უკმეხები არიან საშინლად და, ხშირ შემთხვევაში, უხეშობაშიც გადასდით. მაგრამ ამის მიუხედავად საჯარო ძალიან მიყვარს..

აი, სიგიჟემდე..

სულიერად მამშვიდებს, სხვა სამყაროში გადავდივარ მთლიანად და ყოველდღიურ საზიზღარ ცხოვრებას ვწყდები ხოლმე..



0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger