Monday, November 23, 2009

იიიიიისაააა...

გინახავთ ”ლონდონელი ვირთხები?” 

მე რამდენიმე ხნის წინ ვნახე და ალბათ, არც არასოდეს ვნახავდი, ჩემს მეგობრებს რომ არ წაეღოთ ტვინი, აუცილებლად ნახეო..

იქ ორი საყვარელი მატლია და სიყვარულზე მღერიან. არ ვიცი წერით რამდენად გამომივა, მაგრამ, დაახლოებით, ასე ჟღერს:

”სიყვაააარულიიიი, სიყვაააარულიიიიი..’’

და მერე:

”მააკოოცეეეეე, მააააკოოცეეეე...”

და ბოლოს იცით რა ხდება?

ზედმეტი სიყვარულისაგან კოცნის პროცესში ერთ მატლს მეორე გადაეყლაპება.. 

რატომ მოვყევი და..

ისა..

არ ვიცი, რა ჰქვია ამას..

გამოხატვის თავისუფლების არარსებობა თუ წინა ცხოვრებაში მივქარე რამე (სხვათაშორის, მჯერა წინა ცხოვრების და რეინკარნაციის)..

აი, ვერასოდეს ვერ გამოვხატავ სიყვარულს. თვით ყველაზე ახლობელი ადამიანების მიმართაც კი.

სულ ძალიან მრცხვენია...

შეიძლება იმისაც კი მრცხვენია, რომ მიყვარს..

აი, ოჯახის წევრებზეც ასე ვარ..

(დაცინვებს არ ვართ) :უსერ:

ზოგჯერ ჰგონიათ, რომ მე საერთოდ არ მაინტერესებს ისინი, არადა, შეიძლება მთელი დღის განმავლობაში მათზე ვფიქრობდე, მაგრამ ხომ ვერ ვეტყვი ამას?!

აი, მაგალითად, ბიძაჩემი სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ ვერც ვეუბნები და ვერც გამოვხატავ..

მრცხვენია ხოლმე..   

ერთხელ ვუთხარი, ადრე, რომ ძალიან მიყვარხარ-მეთქი და მახსოვს, როგორ გაუხარდა..

მე კიდევ ძალიან შემრცხვა..    

ცუდი თვისებაა ეს, ვიცი, მაგრამ რა ვუყო ჩემს გასიებულ თავს?..    

ჰო, და კიდევ ერთი, რაზეც ძალიან მეცინება, მაგრამ არამგონია სასაცილოდ მქონდეს საქმე, თუ ვინმე მომწონს (ათ წელიწადში ერთხელ :უსერ: ), შემიძლია სახლში ბომბი შევუგდო, ან სკამზე ჭიკარტო დავუდო რომ დაჯდება, ან..

ან სხვაგვარად, ბოროტად გავეხუმრო..

ისე ბოროტად, ხუმრობა რომ აღარ ჰქვია..

კიდევ, შემიძლია ჩემში არსებული გროტესკულობა (ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი) მთელი თავისი ძალით დავაფრქვიო თავზე და...

ჰხოდა, საერთოდაც, იმის თქმა მინდა, რომ ეტყობა ცუდი ადამიანი ვარ..

ან კიდევ (უფრო უარესი), კონპლექსებით გატენილი..   

ახლა რაღა დროს ჩემი გამოსწორებაა?!    


პ.ს. გორში წვიმდა სასტიკად, თან ქარიც ქროდა, და ისე იუზრდელა ამ ქარმა, რომ ტელეფონის ხაზი გაწყვიტა..

მართალია, ყურებმა დაისვენა გამკინავი ზარისაგან წუთში 12257856-ჯერ რომ რეკს, მაგრამ ინტერნეტი რომ არ მქონდა?!    

თან ისეთი საძაგელი კაცია ხაზების გამკეთებელი, კუდში უნდა სდიო, რომ მოვიდეს და მიხედოს საქმეს..

კარგი, ინტერნეტი ჯანდაბას, მაგრამ ეს ტელეფონი ოჯახის ყველა წევრს სჭირდება ჩემ გარდა.. 

მოკლედ, ეჭვი მაქვს, უახლოეს დღეებში სპირიდონას საქმეს ინტერპოლს გადავცემთ..   


6 comments:

Keti said...

მე კი მგონია, საყვარელი ადამიანი ხარ :*
ერთ დროს მეც ასე მერიდებოდა, ახლა ცოტა არა მიშავს , შედარებით მეტად გამოვხატავ :) თუმცა, ყოველთვის ვერა.

ნუ გერიდება :)

ამ მატლების ნახვა მეც მომინდა, გამეცინა, რომ წავიკითხე :)

Natalia said...

სიყვარულის გამოხატვის მეც მცხვენია ძალიან :უსერ:

თუ რამე ხერხს მიაგნებ გამოსწორების, გამიზიარე :))

clown said...

სიყვარულის გამოხატვის სოზ შემთხვევაში მრცხვენია :ბლუსჰ:

გეხვეწები Word Verification-ი მოხსენი რა :უსერ:

vasasi said...

clown არ ვიცი როგორ უნდა მოვხსნა..

მასწავლე და..

xissunianisaxli said...

რა მტკივნეული თემაა ჩემთვის :|

გურამი said...

არ გიცდია შენი გრძნობები -1 ზე გაგემრავლებინა? აი მე მშველის ხოლმე ხანდახან. რაღაცას რომ ვერ ვაკეთებ, მრცხვენია თუ რა ჭირი მჭირს არ ვიცი, არადა სწორია ეს გასაკეთებელი საქმე და საჭიროა, ავგები და ამ მორიდებულობას -1 ზე ვამრავლებ და ეგრევე გამბედაობად გადაიქცევა ხოლმე. :)
ბოდვაი საკვირველი.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger