Tuesday, November 24, 2009

ჩემი სკანდინავია

ალბათ ბავშვობაში ყველას გვიოცნებია კარლსონისნაირ მეგობარზე, პეპისთან ერთად ველურების კუნძულზე ცხოვრებაზე, ლასესთან, ბოსესთან და ულესთან ერთად კი კამანჩების ტომზე ნადირობასზე, აი, ჩორვენთან კი სალტკროკაში დაჭერილი უხას ჭამაზე..

დედა, მამა, რვა შვილი და საბარგო მანქანა არ უნდა დავივიწყოთ, შვილებს რომ ერთმანეთის გამონაცვალი ტანისამოსი ეცვათ..

ოო,  როგორ მეცოდებოდა მორტენი. ის ხომ ნაბოლარა იყო..

არც გოგონა ავრორას დავიწყება გვმართებს ”ც” კორპუსიდან..

ახლა ვხვდები, ამ ნაწარმოებში როგორი ფემინისტური მუხტი დევს..

მაჭკატების ჭამაზე არ გიოცნებიათ?

ხორციანი გინდათ თუ კარტოფილის?

ან კიდევ, შემწვარ გუფთაზე, კარლსონი რომ ბიჭუნას ოთახში მიირთმევდა ფრენის თანხლებით..

რა იტყვით ლინასა და დედას მიერ დამზადებულ შინაურ ძეხვზე, რომელიც მოცვით არის შეზავებული?

ემილი ძალიან ხშირად ჭამდა მას..

ფუნთუშებზე რას იტყვით, ევა-ლოტას მამა რომ აცხობდა, ევა კი კალესა და ანდერსთან ერთად, თავის ეზოში გაბმულ სახელდახელო ჰამაკზე მიირთმევდა?!

რა დაძაბული მომენტებია ამ წიგნში გახსოვთ?

მწვანე გაბარდინის შარვალი?

და ის, ”აა, წუპაკო ძაღლო, ხომ წაგასწარი დანაშაულზე?”

წუპაკი ძაღლი კი თეთრი ვარდების ერთ-ერთი წარმომადგენლის მამაა, რომელიც ავადმყოფ მოხუცს სინჯავს..

ალისფერი და თეთრი ვარდების დაპირისპირებაც გეხსომებათ..

არა, ის ასწლიანი არა, ეს, ჩვენი.. სკანდინავიური..   

და ქაჯური?.

რა დასამალია, თავის დროზე ეს ენა გავაპროტესტე, იმიტომ, რომ ფ-ზე იყო აწყობილი, მე კი კ-ზე ვმეტყველებდი და ვერ ვეგუებოდი..

საერთოდაც, ვერასოდეს ვეგუები, როდესაც მეწინააღმდეგებიან..

მოდი, რალფს წავყვეთ საყიდლებზე..

აბაზანას ათვალიერებს აგერ უკვე მერამდენე დღეა, მაგრამ სად დაამონტაჟონ, მათ ხომ მხოლოდ ერთოთახიანი ბინა აქვთ და ათნი ცხოვრობენ.

აი თავსატეხი!.

კედლის საათი?

მილიონჯერ ჩამიქრია შუქი სახლში, ფანჯრის რაფაზე შემოვმჯდარვარ და გარეთ ხალხსა და მანქანებს დავკვირვბივარ..

მართლა რა მაგარია!

სევდიანია რასმუსისა და ოსკარის ამბავი, მაგრამ ხომ მიანც კეთილად მთავრდება?

გული მწყდებოდა გოგონა ავრორაზე, დედის მაგივრად მამა რომ უცხელებდა გუფთას..

და კარლსონის ხუთერიანი მონეტები?!

აი, ესაა ჩემი სკანდინავია..

ის, რაც ამ ნახევარკუნძულის ხსენებაზე პირველად ამომიტივტივდება თავში.

ალბათ, ისე არ მოვკვდები, რომ სკანდინავიას არ ჩავაკითხო..

რომ არ შემოვიარო სტოკჰოლმის მრავალსართულიანი შენობების სახურავები საკვამურის უკან მიყუჟული კარლსონის სახლის ძებნაში, ნორვეგიის ტყეები რომ არ გადავაქოთო რვა ბავშვისა და მათი ძროხის ძებნაში და გოგონა ავრორას ძმის სეირნობაში რომ არ დავეხმარო. იმ ძმისა, სახელი სოკრატეს პატივსაცემად რომ დარქვეს..

ჰო, ესაა ჩემი სკანდინავია..

ხსენებაზეც რომ ბავშვობის საყვარელი წიგნებით ვივსები..

და მე ღრმად მწამს, რომ არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომლის მკვიდრთაც სკანდინავიაზე მსგავსი მოგონებები არ ამოუტივტივდებათ თავში..    


10 comments:

clown said...

ბავშვობაში კარლსონი რომ წავიკითხე კარგად მახსოვს მართლა მომინდა შემწვარი გუფთა :D :D

Sophie Golden said...

რა კარგი იყო, მეც უნდა ჩავაკითხო სკანდინავიას... ან თვითონ ჩამომაკითხოს, რა იქნება :D

ნასტასია said...

auu,skandinaviis qveynebs mecavad vutvaltvaleb...:)unda gavvikingde martla ertxel :D

ise,me mgoni cven lindgrens taoba vart...yvela magase avrt gazrdilebi...

taa said...

shen chemi bavshvoba aaforiaqe da damtove mogonebebtan ertad

mikvars lindgreni ise rogorc arc erti mcerali dedamicaze

amas exla mivxvdi
aravize ar maqvs egeti reaqciebi
aravin ar maforiaqebs egre

madloba :)

Natalia said...

მე ქაჯურად წ-ებით ვლაპარაკობდი ხოლმე :))

მაჭკატები მომინდა ძალიან, ან ფუნთუშები და ცხელი ყავა [კაკაო არ მიყავრს], მმმ..

taa said...

machkatebze sophie Golden maxsendeba xolme :)

გურამი said...

აუფ, შვებით ამოვისუნთქე. ამ მოთხობებიდან უმეტესი წაკითხული მაქვს. :) ოო, ცნობილი დეტექტივი კალე კი მაგრად მომწონდა. მაკარიკიაკა!კიდე რა.. კარლსონი არ მიტაცებდა მაინც და მაინც, განსხვავებით ონავარი ემილისაგან. ამაზე სერიალიც კი გადიოდა, მამა რომ დაიღრიალებდა "ეეეემიიილ!" და მთელი სახლი ზანზარებდა. :)

ibzzz said...

მე ჩემს შვილს ვუყიდე ხის თოფუკა, ემილის თოფუკას ეშხით. თოკიანი თოფუკა და როცა ამ თოფუკას ვუყურებ, მგონია რომ ემილის დედა ვარ და ეს უცნაური შეგრძნებაა.. :) მერე რა რო მე გოგო ვარ, მეც ვიყავი ემილი.
იმას რა ერქვა, ულე და ლასე და ბოსე.. ჰაჰა.. მამაჩემი ახლა უკითხავს ჩემს შვილს ”დედა, მამა, 8 შვილი და საბარგო მანქანას”.. :)) 25 წლის წინ მე მიკითხავდა. კარლსონი და პეპი უკვე ჩემით.. ეჰა.. ხანი დამეზმო, ხანი, როგორც ერთი ბლოგერი იტყოდა..

მოლი ბლუმი said...

ჩემი სკანდინავიაც ეს არის, ვასასი :) მეზღაპრეების და კეთილი ჯადოქრების მხარე :)

Anonymous said...

sul mainteresebda machkatebis gemo:))rogor mominda bavshvoba... <3

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger