Wednesday, November 25, 2009

დიდი უზრდელი პოსტი

ესეც ასე, ჩაი დავდგი, პირი მაკარონით მაქვს გამოტენილი და ვიწყებ შესაბამისი პოსტის წერას პატარა შესავლის შემდეგ.

სახლში მაქვს უამრავი ძველი ჟურნალი ”რეიტინგი”..

ჰობი კი არ მქონდა მაგისი შეგროვების..

არ დამცინოთ და, ”ეტალონში” მინდოდა მონაწილეობა, რას ვიზამთ, 50 ლარი ჰაერივით მჭირდებოდა..

წინა შაბათ-კვირას, უინტერნეტობის გადამკიდემ, ეს ჟურნალები გადმოვქექე და ვათვალიერებდი, ჰხოდა, საინტერესო რაღაცებს წავაწყდი და მინდა გაგიზიაროთ ჩემებური კომენტარებით.

გამომდინარე იქიდან, რომ რაოდენობა დიდია, ამ პოსტს რამდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ..

1) ძველ ეგვიპტეში ერთი ტრადიცია არსებობდა: სანდლის ლანჩაზე მტრის გამოსახულებას ხატავდნენ, რათა მისი ღირსება ფეხქვეშ გაეთელათ (და მერე მიმტკიცებენ, რომ ამ პრიმიტივებმა ააგეს პირამიდები?!);

2) ფრანგულად "guelle de bios"(ხის სიფათი), გერმანულად "katzen jammer"(კატის ტირილი) , პორტუგალიურად "ressaca"(უკუსვლა), ნორვეგიულად "jeg her tommermen" (დურგლები თავში), ქართველები ამას ნაბახუსევს ვეძახით (ჯერ ერთი, პახმელიას და, მეორეც პახმელიას);

3) ბელადის შუბი, სტელაგმიტი, იმპერატორის კვერთხი, ჯადოქრის ჯოხი.. ”სიმბოლოთა ენციკლოპედიის” მიხედვით, მისი ყველაზე მარტივი სახე ვერტიკალური შტრიხია (და ეს ყველაფერი ისეთ უზრდელობას აღნიშნავს, რომ კლდემამოსილი ქალიშვილი ვერ გაიმეორებს.. :ამაყისმაილი:);   

4) 1978 წელს ამერიკელმა ჯონი დელმა დამყარა უცნაური რეკორდი : ისროლა ქათმის კვერცხი 98,51 სმ-ის სიმაღლეზე. ამ ამბიდან რამდენიმე წამის შემდეგ მისმა მეგობარმა კიტ გოლასმა ამაზე უფრო უცნაური რეკორდი დაამყარა: მან ეს კვერცხი დაიჭირა (ვაიმე, ნეტა ამათ მოღუნულ ტვინში ჩამახედა რა..);

5) ტიბეტში გამოყოფილი ენა ნიშნავს: ”ცუდს არაფერს გაგიკეთებ, მშვიდად იყავი” (დაახლოებით, ხანჯლის პონტია, შუაში რომ იდებდნენ ქალი და კაცი.. ისე, მისი მნიშვნელობა ადრე ვიცოდი.. ჰო, ანუ, ღამე ეტყობა, გამოყოფილი ენით სძინავთ.. :უცოდველისმაილი:)

6) ყველაზე პატარა სახელმწიფო სულიერ რაინდთა მალტის ორდენია, რომელიც რომში, ვია კონტას ქუჩზე ერთ სახლშია განთავსებული და 1118 წელსაა დაარსებული (გული მაქვს ჩათუთქული. ჩემმა ხერხემალმა კი ისე განიცადა, ცახცახის უნარი დაკარგა და მისაყვანი მყავს ხერხემალოლოგთან.. :უსერ:);

7) როცა გორილა ძალიან ბრაზდება, გარშემომყოფებს ენას უყოფს (აი, ასე,   აი, ზუსტად ასე .. ხედავთ, რომ ეს თეორია ამტკიცებს იმას, რომ გორილა ჩვენი ბაბუის ბაბუაა?! უზრდელებო თქვეეეენ!..    არ იცით წინაპრის პატივისცემა!);

8) სამაგიეროდ, ნიანგს ენის გამოყოფა არ შეუძლია (ანუ, ნიანგთან ისტორიულ-გგენეტიკური ფესვები არ გვაკავშირებს :შვებითამოსუნთქვისსმაილი:);

9) მსოფლიოში არსებული ქსეროქსების 11% იმის გამო ფუჭდება, რომ ადამიანები მასზე დაჯდომასა და სხეულის სხვადასხვა ნაწილების კოპირებას ცდილობენ (ეჰ, რამდენი ჯაბა ქარსელაძე დადის თურმე მსოფლიოში ჩუნგ ლიში, ადამ ბრაიანში, ხუან ველასკესსა და აბიბ ალ მუჰამედ ნასრიში განხორციელებული);

10) მეცნიერები დღემდე შეისწავლიან ალბერტ აინშტაინის ტვინს და ცდილობენ, მისი გენიალობის მიზეზები აღმოაჩინონ (ვირთხებო თქვეეენ!, რატომ ბილწავთ მიცვალებულის ორგანოს? ჰხა? უზრდელებო და ათეისტებო!. კი არა, მანამდე არაფერი ეტკონოთ, სანამ არ დაასკვნიან ჰერ აინშტაინის ტვინიკოსობის ამბებს);

ამჟამად, ეს ათი ცნობა იკმარეთ..

რაღაც ვერ ვიხუმრე ჩვეულ რიტმში, ”ეროვნული მოძრაობის” ამბებს ვარ გადაყოლილი და მძიმე მუხტი გამომყვა ეტყობა (როდის იყო ეს ჩემზე მოქმედებდა, მაგრამ ქართველი ვარ და აბა ვის დავაბრალო, სახლშიც მარტო ვარ);

კიდევ მაქვს ამ ციკლიდან საინტერესო და გაცილებით სახალისო ამბები, ჩემი კომენტარები რომ არ სჭირდება, ისეთები..

დავჯდები მერე, ხვალ ან ზეგ და იმათაც შემოგთავაზებთ..

მანამდე ამათ გადახედეთ..

გავალ ახლა, მაკარონიან თეფშს გავრეცხავ და მეხუთე ჭიქა ჩაის დავლევ..

ჭკვიანად იყავით, ერთმანეთს ნუ დაერევით, გარებიძაშვილები ხართ მაინც..   

ჰხო, გავეთრიე ახლა, თორემ დამრჩება ჩაი დასალევი.. 


P.S. ზემოაღნიშნული ფოტო ტვიტერს კი არა, ჩანჩალისტთა სექტის პირველ წევრებს ეძღვნებათ, რომელთა რაოდენობა ზუსტად შეესაბამება ფოტოზე გამოხატულ ჩიტუნების არითმეტიკულ ჯამს..   

ვაიმე, მეც კარგად მყავს ოფოფები საფეთქელთან..

რამდენი სისულელე ვიბოდეეე!..   


2 comments:

ნან said...

კვერცხის ასროლის და დაჭერის ამბავმა შემძრა :ჩაქირქილება:

:)))

ნასტასია said...

germaniashi sieve ver agigoneb katzen jammer-s,rogroc saqartveloshi nabaxusevs,arada.orive ers xshirad chirs eg :D :D
paxmelia chveni cxovrebis cesia D:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger