Thursday, November 26, 2009

ჩემი ნოემბერი

ახლა შემოვედი სახლში..

რა მაგარი ამინდია გარეთ..

მიყვარს ასეთ ამინდში ხეტიალი, საღამო რომ არის, ფოთლებს რომ ქარ აფრიალებს და მტვერი და უბედურება სახეში რომ გეყრება..

რატომღაც თავი მყუდროდ მგონია ხოლმე.. 

ბევრისგან გამიგია, რომ ზამთარი და ამგვარი ამინდები არ უყვართ, მე კი მგონია, რომ ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს..

არ მესმის, რა ჯობს იმას, რომ სიცივიდან შენს მყუდრო და საყვარელ სახლში მოდიხარ, ჩაის სვამ და რამეს კითხულობ..

ან შუქს რომ ჩააქრობ და ფანჯრიდან იყურები..

აუ, რა მაგარიაა!..

აი, ისეთ ამინდებში დღეს რომ არის თბილისში, თავი მისტიკურ ზღაპარში მგონია..

შეიძლება დებილობებს ვლაპარაკობ, მაგრამ მართლა ასე მგონია და ძალიან მიყვარს, როცა ასე მგონია.. :)

აუ, ძალიან მაგარია..

გავედი ახლა, ტელევიზორს ჩავუჯდები და ჩაის დავლევ.. :)


6 comments:

Natalia said...

ასეთი ამინდები მეც მიყვარს, ოღონდ სახლიდან :)) საოცარ სიმყუდროვეს ვგრძნობ, აბა მზიან ამინდში პირიქით, გარეთ ყოფნა უნდა ადამიანს..

წავალ ეხლა მეც და ცხელ ჩაის დავლევ,მმ...

clown said...

მეც ვფიქრობ რომ ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს...

პროსტა წვიმას ვერ ვიტან :|

clown said...

აი Word Verification-ი როგორ უნდა მოხსნა:

შეხვალ setting-ებში, მერე Comments-ში,შემდეგ ცახვალ ბოლოში და იქ შეკითხვაა დასმული "Show word verification for comments?", ხოდა უნდა დააჭირო No-ს და შემდეგ SAVE SETTINGS

როდრიგო სანტორო said...

ჩენი საყვარელი ამინდია სწორედ ასეთია...

გურამი said...

ისე ის განსაკუთრებით "სასიამოვნოა" გაყინული გარეთა სამყაროდან არანაკლებ გაყინულ სახლში რომ მოხვალ და ფანჯარაში ყურების კი არა, ტელევიზორის ცქერის სურვილიც კი არ გაქვს..

Sunny said...

მე კიდევ ქარი არ მიყვარსს,,,,
მშვიდი ამინდები მირჩევნია... ყვითელი ფოთლები და შენ... :\
რა მაგარია...

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger