Saturday, November 28, 2009

პოსტი მაკულატურიდან


მე ვუბრუნდები ისევ ჩემს ძველ ჟურნალებს და იქ მოძიებულ საინტერესო ინფორმაციებს.

დღეს მინდა შემოგთავაზოთ გალაკტიონის "მერის" თანამედროვე ინტერპრეტაცია...

ლექსის ავტორის ვინაობა ჩემთვის უცნობია, თუმცა ლექსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კარგი ტიპი უნდა იყოს.. :)

რომ წავიკითხე, მივხვდი, რამდენი დრო გასულა მას შემდეგ, რადგან ლექსის დაწერის პერიოდში, ვიღაც კეთილი ადამიანი რომ ტვინს ანთხევდა კომპს (ან გაზეთის ნაგლეჯს), სანეტი სანეტობდა, კომპიუტერი თუ გქონდა სახლში, მაგარი ტიპი იყავი და შუშის ათტონიანი მონიტორი გედგა..

ჰოდა, ამ ლექსის კითხვის პროცესში ამ მოგონებებმა რომ შემაწუხა, მერე ხერხემალიც ამიცახცახდა, რადგან მახსოვს, 2006 წელს საერთოდ არ ვიცნობდი კომპიუტერს და, შესაბამისად, ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, რომელსაც უყვარს გარშემომყოფები..

ახლა..

ახლა კი.. 

ეჰ.. :საკუთართავზეხელისჩაქნევისსმაილი:

მაშ ასე, შემოგთავაზებთ ლექსს და მე მოვრჩები ტლიკინს.

                            მერი XXI საუკუნეში

შენ ჩათაობდი იმ ღამეს, მერი.

მერი, იმ ღამეს სანეტმა ჭედა.

ჯერ კომპიუტერს ეძახე შტერი, 

მერე ინტერნეტს აგინე დედა.

აფეთქებული და მოცახცახე 

კლავიატურას თითებს აჭერდი.

და არ გესმოდა მეზობლის რჩევა:

"არ ჩაირთვება გოგო, გაჩერდი!"

ლოთებთან ვიღაც კაცი გოდებდა,

ხელში ეჭირა ათასი ვარდი.

შენ ის კაცი არ გეცოდებოდა

გალაკტიონს კი მაინც უყვარდი.

სახლიდან გასულს ჩქარი ნაბიჯით

ქარი მას შენკენ მოაქანებდა.

შენ უარყავი იგი, რა ბიჭი,

მას თითქმის ყველა ქალი დანებდა.

შენ წამოწექი მაგარ დივანზე

და ფიქრს უწყვეტელს მიეცი თავი.

რაღაც აფეთქდა შენს აივანზე

და წინათგრძნობა გაგიჩნდა ავი.

გალაკტიონმა "ხლაპუშკა" გტყორცნა

და გაგახსენდა ის ცივი დილა.

მას რომ უნდოდა ტუჩებში კოცნა 

და შენ კი მწარედ გაარტყი სილა.

ამ დროს ჩაირთო კიდეც სანეტი,

აენთო ღამით ბნელი ქუჩები.

მოგიახლოვდა გალაკტიონი

და შეეწებნენ თქვენი ტუჩები.


1 comments:

♥ The Dream Teller ♥ said...

ვაიმე ეს ლექსი ვიცი : ))

ძაან ღადაობაა : ))



"მერი, იმ ღამეს სანეტმა ჭედა.

ჯერ კომპიუტერს ეძახე შტერი,

მერე ინტერნეტს აგინე დედა"

: ))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger