Monday, November 30, 2009

Change

არ მიყვარს, როდესაც უბედური ადამიანებს ვუყურებ..

არც მარტოსულებს..

არც იმათ, დარდის ჩახშობას ხალხში რომ ცდილობენ და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის ეშინიათ...

არა, მე რა ხომ?.

მაგრამ მანერვიულებს..

შეიძლება პოტენციურ მეს ვხედავ და ეგ არ მინდა..

აი, დღეს ვუყურებდი და მეცოდებოდა..

თან ძალიან..

შეიძლება ლუდის ბრალი იყო, სამი ჭიქა (!!!) რომ დავლიე, მაგრამ ფაქტია, რომ გამიარა იმ უარყოფითმა დამოკიდებულებამ, რამდენიმე კვირის წინ რომ დამრჩა და ახლა მხოლოდ მეცოდებოდა..

პრინციპში, იმ რამდენიმე კვირის წინ მას არ გაუჭედავს..

რა ვიცი, ბევრი რამ არსებობს..

პირადი ტრაგედიების, თან მძიმე ტრაგედიების მატარებელი ადამიანები საშინელებაა..

არ შემიძლია მათი ყურება..

არც მათი მზრუნველობა..

არც მათი ვითომ ხალისი..

იმიტომ, რომ ვგრძნობ, რა იმალება უკან..

როდესაც მარტო რჩები, ალბათ უამრავი რიტორიკული კითხვა ტრიალებს შენს გარშემო..

რატომ არის ასე და არა რატომ ისე..

და საკუთარ თავთან მიდიხარ..

ხედავ, რომ მხოლოდ შენ ხარ დამნაშავე..

და ამის აღიარება არ გინდა..

ამას ხომ ვაჟკაცობა სჭირდება..

აი, იცინის, ხარხარებს, ვითომ ხუმრობს, მაგრამ ამ ხუმრობებში საკუთარ პირად ტრაგედიებსაც შემოაპარებს ხოლმე..

და მეცოდება..

დღესაც დავიგრუზე მაგის გამო..

წინაზეც..

სულ პირველზეც..

და უკვე აღარ მინდა ჩვენს კაფეში შესვლა...

არ ვიცი ახლა ამას რატომ ვწერ..

იქნებ იმის ბრალია, რომ ცხოვრებაში პირველად ვარ მთვრალი..

მართლა მთვრალი..

მეძინება..

მეყვინთება..

მეეჭვიანება..

და საოცრად მკიდია..

იცით ხანდახან რას ვფიქრობ ხოლმე?.

ფორმალობები რა საჭიროა, თუ შენ ეს არ გსურს?!..

ჩვენ ხომ მეგობრები იმიტომ, ვართ, რომ გვინდა ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი სიახლეები ერთმანეთს გავუზიაროთ, გვიხაროდეს და გვინდოდეს, მათაც გაუხარდეს..

რაღაცას რატომ უნდა ვიგებდე სხვისგან, არ მესმის..

თან ისეთი ვიღაცისგან..

თან ისეთ რამეს..

არა, ამას მნიშნველობა არ აქვს..

არა, აქვს..

მაგრამ უკვე სხვანაირი..

დღეს ნინოს დაბ. დღე იყო..

ბოლო ტინეიჯერული ასაკი გავატანეთ დღევანდელ დღეს და ათვლა 2-იანიან დავიწყეთ..

დამგრუზა რა იმ ადამიანმა..

ჩემთან მიმართებით გამოთქმული თავისი ფსიქოლოგიური მოსაზრებებით ხომ საერთოდ..

ჰო, მართალი ხარ..

შენც მართალი ხარ..

ვიცი, რომ მართალი ხარ..

მაგრამ..

მაგრამ ალბათ არ შევიცვლები..

დრო არ მაქვს ამისათვის..

აღარ მინდა ჩვენს კაფეში შესვლა..

მთვრალი ვარ დღეს მე..

ცხოვრებაში პირველად..

მაპატიეთ თუ შეიძლება..


3 comments:

Tomushka said...

:D :D
cudi simtvrale gqonia da agar dalio meti :)

vasasi said...

რამდენი გრამატიკული და მორფოლოგიური შეცდომა მაქვს ამ ერთ ლაწირაკ პოსტში..

მაგრამ მთვრალი ვიყავი..

ახლა გადამიარა, სამაგიეროდ, ყელი მტკივა, ჯიგრიანად მახველებს და ხერხემალი მიცახცახებს.. იმედია, ღორის გრიპი არ მაქვს.. :(

Da-v-iD said...

მაგას ბახუსი ქვია ;) ამხა შენ მჟავე კიტრის ერთი ქილა გინდა და შენს პრობლემებსაც კიტრივით დაახრამუნებ ;)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger