Thursday, November 19, 2009

No Words!..

მე კვლავ იმ თემას ვუბრუნდები, რომელიც საშინლად მტკივა და მოსვენებას არ მაძლევს..

ამ რამდენიმე დღის წინ პრიმაკოვის დაბადების დღეზე გამოჭიმულ ქართველებსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის გულისამაჩუყებელ გამოსვლაზე მინდა მოგახსენოთ.

ტიპმა მაგრად დააბოლა იუბილეზე მყოფი ქართული ”ინტელიგენციის” (სხვა სიტყვის ხმარება მინდოდა, მაგრამ მრცხვენია და თან ცენზურას ვიცავ) წარმომადგენლები და ცრემლები აღვრევინა..

თურმე, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ქართველები გულის წასვლამდე და კრუნჩხვებში ჩავარდნამდე უყვარს, რომ უნდა საქართველო ერთიანი, ძლიერი და ნათელი იყოს, რომ მას ეს შეუძლია და რომ ყველაფერს იღონებს ამისთვის..

რომ თურმე, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტანკa ძალიან წუხს მომხდარზე..

(არ დავიღლები გამეორებით: შეიტენონ ეგ ბოდიში ერთ ადგილას!.)

და ნანი ბრეგვაძის კომენტარი: ”მისი სიტყვებიდან უაღრესი კეთილგანწყობა და სითბო მოდიოდა”..

ჰო, და ამ დროს, თვალები ისე უბრწყინავს, რომ მე კვლავ აღვნიშნავ, რომ ცენზურას ვიცავ..

უი, სულ დამავიწყდა!

ქალბატონმა ნანიმ, პუტინის თანდასწრებით თავისი ნარნარი ხმითა და ჭუკის ტვინით (მაგან ხომ თავისი სიმღერების ერთი ტექსტიც არ იცის ზეპირად) ”თბილისო” იმღერა და ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს თვალზე ცრემლი მოადგა კასპში გატარებული ბავშვობის ნოსტალგიისაგან.

ჰოო..

ქალბატონი ნანი, დიდი ხანია თურმე პუტინს იცნობს..

და კიდევ, 22 ნოემბერს ღრუსეთის ერთ-ერთ ქალაქ იაკუტში თავისი ნარნარი ხმით და უზარმაზარი წითელი კაბით კიდევ წარსდგება რუსი ინტელიგენციისა და რიგითი მოქალაქეების წინაშე, კვლავ უმღერებს მათ ”თბილისოს” და რუსებს კვლავ დასწყდებათ გული, რომ ვეღარ დასეირნობენ ”სოლნიჩნაია გრუზიაში”, ვერ ჭამენ ”ხაჩპურის”, ცეკვა-თამაშის მოყვარე და ტინგიცა ქართველებით ვეღარ კაიფობენ, და ვერც ქართველი ”მუჟიკებით” კიდევ..

მაპატიეთ..

ძალიან ვარ აღელვებული.

არის რაღაცები, რაც არ შეიძლება, მაგრამ ქართული ”ინტელიგენციის” (კვლავ ჯიუტად ვიცავ ცენზურას) წარმომადგენლებისათვის ეს არ არსებობს..

იყო დრო, როდესაც ფინანსური და საზოგადოებრივი კეთილდღეობის გამო საკუთარ ქვეყანაში ”კგბ”-სათვის მეხუთე კოლონის როლს ასრულებდნენ..

სამწუხაროა..

მართლა ძალიან სამწუხაროა..

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე გული მაქვს გასიებული.

ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს..

ადამიანებს, რომლებსაც ერთი ბეწო ეროვნულობის შეგნება არ აქვთ,

არ აქვთ ეროვნული სიამაყე და ფულისა და კონცერტზე გამოსვლის გამო ფეხებზე იკიდებენ იმას, რაც რუსეთმა და მისმა გულჩვილმა ხელისუფლებამ გააკეთა!..

კიდევ ერთხელ: რუსეთში შეიძლება არსებობს ხალხის მასა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგია, მაგრამ არ არსებობს არც ერთი რუსი, რომელიც ”ველიკოდერჟავული” იდეებით არ არის შეპყრობილი.

ნეტავ, საიდან უნდა დავიწყო ამ ხალხის გამოსწორება?!

(და მე ისევ ჯიუტად ვიცავ ცენზურას)...


2 comments:

domen said...

სამარიდან უნდა დავიწყოთ.

(ნეტავ შემეძლოს პოსტს მეტი პლიუსი მივცე)

მადლობა. :)

Keti said...

ბრეგვაძისგან გამიკვირდა მაინც, აღარ წავალო, ესო, ისო...

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger