Sunday, November 1, 2009

Zeitgeist ანუ დამტაგეს



sunny-მ და ჩემმა ქმარმა/ცოლმა დამთაგეს..
სხვათაშორის, მომეწონა ეს ახალი თამაში და ერთი სული მქონდა, როდის მივიღებდი დავალებას..
მაშ ასე, მთელი მონდომებით, გულახდილობით და, რაც მთავარია, სერიოზულობით ვავსებ ამ ანკეტას..
მიყვარს - დევიდ მილიბენდი..
ვოცნებობ - ვნახო ჩემი სამი უსაყვარლესი ქალაქი: გიზა, ლონდონი, მილანი..
ვფიქრობ - ახლა რადიოგადაცემის სცენარზე, ისე, ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ძალიან მაქვს გაბერილი..  
მძულს - თვითკმაყოფილი და პირფერი, მლიქვნელი მოაზროვნე ორფეხები..
ვნანობ - სიმპათია რომ აგრესიით გამოვხატე, არადა, სხვანაირი გაგრძელება შეიძლებოდა..
კმაყოფილი ვარ - ჯერ არაფერი გამიკეთებია ისეთი, რომ კმაყოფილი ვიყო..
მენატრება - მზე..
მსურს - ვიყო წარმატებული და ჩემი გონებრივი შესაძლებლობები დავუმტკიცო იმათ, ვისაც ჩემი არ სჯერა.. :ცალყბაღიმილი:
მაღიზიანებს - პირფერობა, ლაქუცი... ვაზელინი რა!..
ვგრძნობ - აბსოლუტურად ყველაფერს.. მკვლელი ინტუიცია მაქვს..
მეშინია - რომ ვერ ჩავაბარო...
ვიცი - ”მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი”..
არ ვიცი - რა იქნება ერთი წლის შემდეგ..
შემიძლია - ყველაფერი, პირფერობის გარდა..
არ შემიძლია - იმის გამოხატვა, რომ ძალიან, ძალიან მიყვარს..
ვმეგობრობ - ადამიანებთან..
ვაპატიებ - ჩემს საყვარელ ადამიანებს არაფერს!..
ვტირი - არასოდეს..
ვიცინი - პარადოკსებზე..
ვეძებ - ინგლისურის კარგ მასწავლებელს იაფად,..  
ღირსი ვარ - იმის, რაც მემართება ხოლმე..
ვკარგავ - ადამიანებს..
მშურს - ყველა იმ ადამიანის, რომელმაც "The Beatles"- ს ცოცხლად მოუსმინა..
ვემალები - საკუთარ თავს..
ვემტერები - უვიც ადამიანებს, რომლებიც ჭკუას გასწავლიან..
მაინტერესებს - აბსოლუტურად ყველაფერი..
არ მაინტერესებს - იხილეთ პასუხი ზემოთ..
მახსოვს - 07.08.08 და არასოდეს დავივიწყებ!.
მრცხვენია - რაც ვეკაიფე, იმის მრცხვენია ძალიან..
უარვყოფ  - კატებს...
ვავადმყოფობ - აი, ახლაც.. იმედია, მალე გამივლის..
ვმალავ - საკუთარ მეს..
ვინახავ - ყველანაირ ნაგავს..
მწამს - საკუთარი თავის და შესაძლებლობების..
მიკვირს - ქართველების..
მიხარია - იშვიათად, მაგრამ გულით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვებს ვახარებ..
ვჭორაობ - არაა... ჩემგან შორს..
ვდარდობ - ყველაფერზე..
ვამაყობ - ჯერჯერობით, არაფრით..
ვეფერები - ძაღლუკას ვეფერებოდი, მაგრამ რაც გარდამეცვალა, აღარავის მოვფერებივარ..  
მსიამოვნებს - სხვებს რომ ვახარებ..
მესიზმრება -იშვიათად და, ისიც შავ-თეთრი სიზმრები..
ვეხმარები - ნებისმიერ ადამიანს, რითაც შემიძლია..
ვეწევი - ცხოვრების ჯანსაღ წესს..  
მწყინს - ძალიან იშვიათად..
ვხარჯავ - ძალიან მომჭირნედ..
ვღალატობ - ეს ჩემში არანაირად არ ზის..
ვკამათობ - 24/7..
ვუხეშობ - როდესაც ვხედავ, რომ მოპაექრე იდიოტია, მაგრამ რაღაცებს მაინც მიმტკიცებს..
ვუსმენ  - ყველას.. ოღონდ ვითომ..
ვყოყმანობ - არჩევანის გაკეთებისას..
ვკითხულობ - ძალიან ბევრს და გამუდმებით..
ვამზადებ - კარტოფილს ვწვავ გადასარევად..  
ვუყურებ - ადამიანებს.. :ვარლამაარავიძე:
ვკლავ - ემოციების გამოხატვის უნარს ჩემში..
ვცხოვრობ - სახლში..
ვცემ - ასფალტს ყოველდღე..
ვყვირი - თვეში ერთი-ორი დღე ხშირად..  
ვმღერი - ყველგან და ყოველთვის..
ვასრულებ - ვალდებულებას, რომელსაც საკუთარ თავზე ვიღებ..
ვმკურნალობ - ირაკლი ლომაიას კურთხევით.. 
ვერიდები - არაფერს.. თავს რომ დავადებ, პირდაპირ მივდივარ..
ვთამაშობ - ადამიანთა გრძნობებით..
ვიტყუები - კი, მოკვდავი ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ.. 
ვეთაყვანები - მანამდე არაფერი გეტკინოთ რა..
ვგიჟდები - ბითლზებზე, პოლზე, ნესტასა და ფეხბურთზე..
ვაგროვებ  - დაცლილ კალმებს..
ვეჭვიანობ - აბსოლუტურად ყველასა და ყველაფერზე (ვაი, შე საწყალო ჩემო ქმარო)...
“ვკაიფობ” - ცეცხლთან თამაშით..
ვიზიდავ - პრობლემებს და ბაქტერიებს, რომლებსაც ”სეივგარდი” კურნავს..
ვალამაზებ - არ მეხერხება...

ჩემი მხრიდან ვთაგავ
ზემლიაკ გურამს,
მთვარის კლუბს,
ნასტასიას.

და წავედი ახლა მე უნიში...

7 comments:

Dreamer Kikito said...

qmar-colma :D:D:D
:*:*

Natalia said...

მეც ვეძებ იაფად მასწავლებელს, ოღონდ გერმანულის :დ

mr.picasso said...

ისა და თქვენში ქმარი რომელია :უტაქტოსმაილიკი :):)

ხო რავი მეც შევავსე ეს მაგრამ ვერ ვიტყვი სიამოვნება მივიღეთქო:)

მე 12 ცუდად მახსოვს 7 ში ვმუშაობდი კიდეც ნუ ძირითადად იმაზე ვსაუბრობდით რა ბედნიერად ვიცხოვრებთ ოსებთან ერთად. ეხლა რავი მინდა რომ კიდევ ისე ვფიქრობდე:) მიყვარს ჩემი ოსი მეგობრები:*

mr.picasso said...

Nataly არ გინდა Goetheს ინსტიტუტში ვიაროთ ახალი წლიდან. სამ თვიანი კურსი 300 ლარი ღირს. სწავლებაც მაღალ დონეზეა . გარემოც მისაღები კი არა და ძალიან კარგი. გირჩევ იდიალური ადგილია გერმანულის სასწავლად;)
მე უნდა გავაგრძელო თორემ DAAD დამჩაგრავს მომავალში:)

Sunny said...

’’არ შემიძლია - იმის გამოხატვა, რომ ძალიან, ძალიან მიყვარს..’’
მეც :)

clown said...

დაგტაგე
http://bloody-clown.blogspot.com/2009/11/blog-post_02.html

Sophie Golden said...

მეთქი, რომელმა Sunny-მ დატაგა ეს ბავშვი... :დ გასაგებია.
ადრე ასეთი თამაში გვქონდა მე და ჩემს ჯგუფელს, ყოველი წლის ბოლოს ვწერდით და მერე ვადარებდით, როგორ შევიცვალეთ. საინტერესო იქნება, მომავალ წელსაც დაწერო იგივე და მერე დააკვირდე.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger