Tuesday, December 1, 2009

აღშფოთებული პოსტი 2


ალბათ, ბლოგების 99,9% შეეხო ამ თემას, და მეც ის 0,1% ვიქნები..

დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველამ უყურა ჯეოსტარის გუშინდელ საღამოს..

მართალია, როგორც ჯეკსონის ფანები გულახდილად მეუბნებიან, ჯექსონის შესახებ ახლა გავიგე, მაგრამ ჩემი მისდამი დამოკიდებულების მიუხედავად, რეალურად ვაფასებ მის შემოქმედებას, როცა ამგვარ საქმიანობას ეწეოდა და, მიმაჩნია, რომ მისმა პერსონამ მუსიკაში დიდი ნახტომი გააკეთა..

გუშინ რასაც ვუყურე, მეგონა, ჯექსონის სული ჯოჯოხეთიდან გამოიქცეოდა, მარინა ბერიძის წინ ჩამოჯდებოდა მაგიდაზე და სულ ვავა მაიკლით დაიტირებდა საკუთარ თავს..

რა მატრაბაზობა იყო ეს ჯექსონის ტური, ვერ გავიგე..

ჯერ ერთი, ეს საკმაოდ სპეციფიკური ჟანრია და რთული სამღერია, მეორეც, სამ დღეში როგორ უნდა მოამზადო ბავშვები და თან მოსთხოვო, რომ ამ დიიადი მომღერლის წინ მოკრძალება და მის თავზე გადახტომა ერთმანეთს შეათავსონ..

ნუ..

გადავირიე გუშინ..

უბრალოდ, როგორც ექსპერტმა ლანამ ბრძანა, იდიოტი უნდა იყო, რომ სოფო ბედიასა და ნოდიკო ტატიშვილს ჯექსონი ამღერო..

მე ქალბატონ იაზო ბერიძეს რეაქციაზე ვკაიფობდი..

გამომსვლელიდან გამომსვლელამდე ეცვლებოდა სახე და ხვდებოდა, რაოდენ შეტობა, ითავხედა და საკუთარი თავი სამასხარაო გახადა..

ის იყო განსაკუთრებით კაიფი, მომღერლის მაგივრად ბექებს რომ აქებდა და ადიდებდა.. 

არადა, ისინიც სცოდავდნენ...

ნუ, ჩემი ფუმფულა და საყვარელი, როგორც ყოველთვის, ფუმფულა და საყვარელი იყო, აი ბუბას კი..

ეჰ, ბუბა, ბუბა..

მერე ფორუმზე შევედი და ნერვები მომეშალა ხალხის შეფასებაზე...

ყველა მონაწილეს აღადავებდნენ..

კარგი, ჯექსონის ფანებო, მოგიცვათ თვითკმაყოფილებამ: თქვენი კაცი ერთადერთი და განუმეორებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნოდიკო ან სოფოა უნიჭო..

ნუ, ამისი თქმა არ შეიძლება რა..

აბა თქვენს მაიკლს ემღერა ჩაკრულო..

პირობას გაძლევთ, თქვენც მაგრად იკაიფებდით..

კი არა, იქნება წიხლის ქვეშაც გაგეგდოთ ქართული ეროვნული ტრადიციის შეურაცხყოფის გამო!..

იცით რა..

მე ხშირად აღვნიშნავ, რომ დღევანდელი დამოკიდებულება ჯექსონის მიმართ, ავადმყოფური დამოკიდებულებაა და მეტი არაფერი!..

ორი წლის წინ არავის ახსოვდა ის, შეიძლება, მის ფანებსაც კი, მაგრამ მოკვდა თუ არა, მსოფლიოს მრავალ კუთხეში სამი თვის მანძილზე დაბადებულ ბიჭებს, მაიკლს არქმევენ მის პატივსაცემად..

ყველაზე მაგარი ის გახლავთ, რომ ძალიან ბევრი მისი შემოქმედების აზრზე არ არის და პრეტენზიები აქვს..

(არ ვიცი ეგ კაცი და არც მაქვს პრეტენზიები, მე მხოლოდ იმას ვაკრიტიკებ და ვამბობ, რასაც ვხედავ)

ეს ახლა მარაზმი არ არის?.

ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ პოლი რომ მოკვდება და "ბითლზი" და ის ზეპოპულარულები გახდებიან, ყველა იტყვის, რა მაგარი კაცი იყო პოლი, რომ მან დაწერა "თი ბი სი" ბანკის სიმღერა (ჩამცხეთ ურო!!!) და პრეტენზიები გაუჩნდებათ, რომ ყველაფერი იციან და მთელი ცხოვრება მის სმენაში გაატარეს..

ამ დროს, სწორედ მაშინ გაიგეს მისი არსებობის შესახებ..

ნუ, მე ჩემს მაგალითზე ვამბობ, ეს ჩემთვის და, ვფიქრობ, პოლ მაკარტნისა და "ბითლზის" ფანების უმრავლესობისათვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს..

უბრალოდ, ცუდი მიდგომაა, მეტი არაფერი..

თუ არ უსმენ და არ იცი, სირცხვილი კი არ არის..

თორემ კვეხნის შემთხვევაში შეიძლება ისეთი რამე გკითხონ, აზრზე არ იყო და ჩაიჭრა..

არ ვიცი ეს მხოლოდ საქართველოში ხდება თუ სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ერთი რამ ვიცი:

მხოლოდ საქართველოში ჰქვია "All my loving"-ს "თი ბი სი" ბანკის სიმღერა..


9 comments:

Keti said...

ისე, "თი ბი სი" საავტორო უფლებას არ არღვევს ნეტა?

Natalia said...

არც კი ვიცი რა დავწერო, დავიწყე რამდენჯერმე და წავშალე ისევ. კარგი გოგო ხარ, მოკლედ :) და კარგი პოსტია ძალიან.

clown said...

არ მიყურებია, მაგრამ შენი პსტიდან მივხვდი რომ საშინელება იყო :|

Tomushka said...

არ დამცინო და, გუშინ აბაზანაში რომ ვიყავი, სულ მეშჳნოდა რომ ჯექსონის სული გამომეცხადებოდა. და ეს შიში მაგ ტრაკული გადაცემოდან გამომდინარე.

mr.picasso said...

რითი ერთობა ახალგაზრდობა :) არ მეგონა თუ მაგ შოუს ჩემი მეზობელი ლამარას გარდა ვინმე უყურებდა . ბოლო ხმაზე აუწევს ხოლმე და სანამ კედელზე ბრახუნს არ ვიწყებ არ ჩაუწყვეტს ხოლმე ხმას იმ უპატრონოებს :) ნუ სითავხედესაც აქვს ზღვარი :) ცოტა უკლიათ ჯექსონამდე :) იაზო მაგარი ქალია ვაფასებ:(((( ისე ბუბას რაღა უნდა მანდ მაგ კაცს მაინც რა დაემართა ყურში სმენა დააკლდა თუ რა ხდება :)

vasasi said...

Keti : რაღას დაარღვევს, ჯექსონი მოკვდა.. :დ

არადა, მაგას ჰქონდა შესყიდული "ბითლზის" სიმღერების საავტორო უფლებები და პოლსა და მაგას შორის განხეთქიელბაც ამ ფაქტმა გამოიწვია..

Natalia: ხერხემალი ამიცახცახდა.. :(

მრცხვენია, როცა მაქებენ.. :უსერ: :*

გურამი said...

აუ, თამ, შენ გაიხარე, გული რომ მომფხანე. თიბისის სიმღერა არა კვატი კიდე. :) კაი გოგო ხარ.
:-*
რაც შეეხება ჯექსონს ჯეოსტარზე, სამწუხაროდ ვერ ვუყურე ვერაფერს გარდა სუულ ბოლოს რომ ის გოგო გამოვიდა უკვე შედეგებს რომ აცხადებდნენ. როგორ უხდებოდა ჯექსონის ფორმა.. :(
ეგეთ შლაპას ვინც მაჩუქებს, 2 თვე მარტო მასზე ვიფიქრებ და მეყვარება.
:)
ჯექსონის ფანი კი ვარ და ბავშვობიდან ვიყავი, მაგრამ არა შტერი ფანი, მარტო სახელი რომ გაუგია და მის მზეს რომ ფიცულობს. ასე რომ მიმაჩნია, ჯეოსტარში ალბათ საინტერესო ინტერპრეტაციებს წარმოადგენდნენ. მით უმეტეს უამრავი რემიქსია უკვე ჯექსონის სიმღერების.
:)
და ბოლოს.. დიდ რეკომენტაციას მივცემ აი ამ ვიდიუს. http://www.youtube.com/watch?v=tVACUjHn6yU

Keti said...

მე "ბითლზი" ვიგულისხმე :)
თუმცა, სიკვდილის მიუხედავად, რაღაც ნიუანსებია მგონი – მემკვიდრეებზე.
აი, თუ წიგნს განმეორებით ბეჭდავ, ავტორი 70 წლის გარდაცვლილი უნდა იყოს (თუ არ ვცდები, 70), თუ არა – მემკვიდრეებს უნდა სთხოვო უფლება..

vasasi said...

Keti: მეც სწორედ ეგ გითხარი, მაიკლმა შეისყიდა ”ბითლზის” საავტორო უფლებები და ამ სიმღერების დიდ ნაწილზე, ახლა როგორ არის არ ვიცი, მაგრამ ავტორებს ადრე უფლება არ ჰქონდათ..

ანუ, თუ ვინმეს საავტორო უფლებებს დაარღვევდნენ, ამ შემთხვევაში ჯექსონს უნდა ეჩივლა.. :დ

რა აბსურდია არა?...

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger