Tuesday, December 8, 2009

29 წლის წინ.......


”თამაში ჭვავის ყანაში”..

საბედისწერო წიგნი..

ათასჯერ წაკითხული..

დაზეპირებული..

ცხოვრება სხვისი ცხოვრებით..

გამეორება იმავე ნაბიჯების, რასაც ის სხვა იმეორებდა..

დასკვნა: მან მე ცხოვრება წამართვა..

08.12.80.

კონცერტი..

ავტოგრაფი..


ფოტო ერთად..

ჯობეში ”თამაში ჭვავის ყანაში” და ხუთკალიბრიანი პისტოლეტი..

08.12.80.

10:50

მანჰეტენი..

ლიმუზინი..

გაჩერდა..

გადმოვიდა..

”- ერთი წუთით, მისტერ ლენონ”..

მოტრიალდა..

რვა ტყვია მკერდში...

კივილი...

მანქანის ბორბლებთან ჩაჯდომა...

გადაშლილი ”თამაში ჭვავის ყანაში”..

მშვიდი კითხვა...

კარისკაცი სიძულვილით სავსე ხმით: - იცი მაინც, რა ჩაიდინე?.

პასუხი: - მე ამ წუთას ჯონ ლენონი მოვკალი.. 

მარკ დევიდ ჩემპმენ, შე მამისმკვლელო!..   


6 comments:

ნან said...

მერე წუწუნებ, არ მიტოვებენ კომენტარებსო..

რა გადიწერო ახლა, მოვიწყინე :(

Nataly said...

კარისკაცი სიძულვილით სავსე ხმით: - იცი მაინც, რა ჩაიდინე?.

პასუხი: - მე ამ წუთას ჯონ ლენონი მოვკალი..

ამაზე გამაჟრიალა..

კოპალა said...

როგორც ამბობენ ეს ჩემპმენი ფსიქიურად ვერ იყო კარგად,თუმცა ეს მოტივი არაფერს შველის.

ibzzz said...

და.. კი არ ჩამქოლო და, აი რა მაინტერესებს - იოკო ონო რო ადამიანს სეუყვარდებოდა, ის ნორმალური იყო? მარიხუანას ლეგალიზება სრო ითხოვდა, ის ნორმალური იყო?
აშკარად ნიჭიერი.. კი, კი.. მარა, არ შეიძლება ასე რა, მისი ტიტველი ფოტოები, ფეხები რო კისერზე აქვს შემოხვეული იმ ჯოჯოსთვის.. და გინდაც მზეთუნახავი იყოს.. რა პონტია, რას ამბობს, რას უსვამს ხაზს. არ მესმის რა..
ზოგჯერ მგონია, რო ჭკვიანი და გონიერი ადამიანები ძალიან ფეტიშტებიან ტავიანთი თავებით და მერე ჰქონიათ რო რაღაც მარაზმები მათ განსხვავებულ ადამიანებად აქცევთ, რო სხვებს არ გვანან, რო ისინი ისეთ რამეს ხედავენ და წვდებიან, რასაც სხვა ვერ სწვდება... არადა, მარაზმია, შიშველი, მიმხმარი **აკების გამზეურება და ხალხისთვის მიშვერა. იქნებ რამეს არასწორად ვამბობ?

oldsantos said...

მოკლეს, მოკლეს... დიდი ამბავი... მაკარტნი ხომ ცოცხალია (c)ხელმძღვანელი, რომელმაც ძალიან კარგად დაიწყო

ეგ იქით იყოს და... ibzzz გეთანხმები, განსაკუთრებით იოკო-ს საკითხზე

sunnyyafternoon said...

როგორ მოკლედაა დაწერილი და გულის სიღმემდე წვდება... უკვე 30 წელი გავიდა და ისევ გლოვობს ხალხი.ისევ უყვარს ჯონი,ისევ მღერის Imagine-ს. მეც ვეცადე გუშინ პოსტის დაწერა,მაგრამ იდიოტობა გამომივიდა,რაღაც აღარ მეწერება ისე,მგონია ვეღარ ვგრძნობ-მეთქი. ეჰ. და იოკოს რაც შეეხება,არც მე მეხატება დიდად გულზე,მაგრამ უყვარდა ჯონს,ჰო. რა,რახან ჯონ ლენონია მახინჯის შეყვარება არ ეკადრება? ის ალბათ მართლა მეტს იმსახურებდა,მაგრამ მან იოკო აირჩია და მასთან გრძნობდა თავს ბედნიერად. მაშინ გრძნობა თავს ბედნიერად,როცა როლინგ სთოუნის ყდაზე გაშისვლებული გადაიღეს და როდესაც ლოგინიდან იბრძოდა მშვიდობისთვის,მშვიდობას შანსი მიეცითო,მოგვიწოდებდა... სწორედ მაგაშია საქმე,რომ ის არ იყო რიგითი მუსიკოსი,ის მუდა არაორდინალურობისა და სიახლის სიმბოლო იყო,ის გენიოსი იყო. თანაც,შეცდომები ყველას მოსდის...ჯონს კი ეპატიება,სამაგიეროდ რამდენი კარგი რამ დატოვა. და მაკარტნი რომ ცოცხალია ეს ვერაფრით ვერ ამსუბუქებს ლენონის მკვლელობას ჩემი აზრით,თუმცა ისიც ძალიან მიყვარს და რამე რომ მოუვიდეს არ ვიცი...ეჰ,ყველა მიდის

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger