რა ვიცი აბა..
ეს ის პოსტია, რომლის დაწერაც ჯერ მოვიფიქრე..
მერე გადავიფიქრე..
ახლა ისევ მოვიფიქრე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სისულელეებს დავწერ..
ისევე, როგორც აგერ უკვე მერამდენე დღეა სისულელეებს ვწერ..
კი, ვიცი, რომ ცუდი ვარ.
ვიცი..
ისიც ვიცი, რომ ხშირად გაბრაზებ ხოლმე..
მაგრამ 24/7-ზე მაინც ხომ ვარ ჩამოკიდებული ტელეფონზე, როცა სახლში არ ვარ..
ჰო, საჩუქრის ჩუქება მინდოდა და არ გამომივიდა..
ჩამეშალა სიურპრიზი..
რამეს მაინც მოვახერხებ, აი, ნახავ თუ არა..
რა ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ცა და დედამიწასავით განვსხვავდებით ერთმანეთისაგან და მე ვერასოდეს გამოვხატავ ჩემს გრძნობებს, ძალიან მიყვარხარ..
მინდა, რომ ოდესმე ისეთი რაღაც გავაკეთო, რომელიც შენ კიდევ ერთხელ გაგახარებს და თან ძალიან..
ვიცი, რომ არ წაიკითხავ ამ პოსტს, მიუხედავად იმისა, რომ იცი ჩემი ბლოგის არსებობის შესახებ და სწორედ ამიტომ ვწერ ასე თამამად..
ჰო, თორემ ისეთი მორიდებული ვარ, ვერ გეუბნები..
მარტო გულში ვამბობ ხოლმე..
მთელი სულით და გულით, ისე,როგორც კი შენს გულქვა, ცივ, უგრძნობელ, შეუგნებელსა და "ვის დაემსგავსა" შვილს შეუძლია..
დაბადების დღეს გილოცავ, დედა!..
3 comments:
რა საყვარელი პოსტი იყო, ბოლოში რომ ჩავედი, მოულოდნელი იყო ადრესატი და ’ვაააიმე’ იყო ჩემი რეაქცია :))
გილოცავ დედიკოს დაბადების დღეს, მსოფლიოში ყველაზე კარგი ადამიანის, ვინც კი გაგვაჩნია :)
მადლობა ნატალია, გაიხარე.. :) :*
უპს ადრესატმა გამაოცა . ბლოგერის პირველი წესია რომ დედამ არ უნდა იკითხოს შვილი ბლოგერის პოსტები. დედაჩემს ვერ გავაგებინე და შენ რათ აძალებ:)
Post a Comment
სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.