Thursday, December 17, 2009

დიდი უზრდელი პოსტი 2


ვაგრძელებ წინა თვეში შეწყვეტილი პოსტის წერას და დღესაც შემოგთავაზებთ მის გაგრძელებას..

ფოტო იგივე გვაქვს და, საერთოდაც, პოსტია იგივე..

მაშ ასე, ვიწყებ მაიმუნობას:

1) წარწერა საფრანგეთის რევოლუციის სისხლიანი გმირის - რობერსპიერის საფლავზე: ”გამვლელო, ნუ იდარდებ ჩემს ბედზე, ვინაიდან, მე რომ ცოცხალი ვყოფილიყავი, შენ იქნებოდი მკვდარი.” (და, ჩემი ძმა, საიდან მოიტანე, რომ შენს ბედზე ვდარდობ?.  დაღუპა ქვეყანა ამ თვითკმაყოფილებამ );

2) 1943 წელს გერმანელების მიერ ოკუპირებულ ქალაქ პოზარევაცში ესესელი პფიცერი პატარა ბიჭს კანფეტით გაუმასპონძლდა. ბავშვმა კანფეტი გამოართვა, გაბოროტებით შეხედა გერმანელს და სახეში ესროლა. დედა მივარდა ბავშვს და სილა გააწნა. ესესელმა გაკვირვებით შეხედა ბავშვს, რომელიც დედის მწარე ხელმაც ვერ აატირა და იკითხა, თუ რამდენი წლის იყო იგი. უპასუხეს, რომ ბავშვი მხოლოდ ორი წლის იყო. ოფიცერმა პირქუშად გაიღიმა და დედას უთხრა: ”თქვენი შვილი დიდი ნაძირალა იზრდება”(ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, გავიდა სულ რაღაც 353454634 არა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რამდენი წელი, ეს ყმაწვილი კი სლობოდან მილოშევიჩის სახელით მთელს მსოფლიოს ლამის დიქტატურის ფუძემდებლის სტატუსით ეკერა პირზე); 

3) რუსი პოეტის, სამუელ მარშაკის მასწავლებელი სტასოვი იგონებდა: ”პარიზში ყოფნისას ერთ-ერთ კაფეში მაღალი, წარმოსადეგი მოხუცი შემობიდა და ყველას მიესალმა. კაფეში სიჩუმე ჩამოვარდა. სალამზეა რავის უპასუხია. გაბრაზებული მიბრუნდა და კარი გაიჯახუნა.” ”ვინ იყო?”- იკითხა სტასოვმა. - დანტესი, - ერთხმად უპასუხეს კაფეში (რა შტერი იყო წარმოიდგინეთ, ეს რომ იკითხა.. ნუ, ქართველი რომ ყოფილიყო მის ადგილას და ილიას მკვლელს შეხვედროდა, ალბათ, ოჯახში მოიკითხავდა, ხომ კარგად ხართ და არაფერი გიჭირთო);

4) როდესაც ერთ-ერთმა ფრანგულმა ფირმამ საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისათვის პირში ჩიბუხგაჩრილი გამხდარი ძროხა გამოაქვეყნა, გამოჩენილმა მოგზაურმა და გამომგონებელმა ან ივ კუსტომ ფირმას სასამართლოში უჩივლა - მან ნახატი საკუთარი თავის კარიკატურად მიიღო (კარგი რა, გული დამეწვა და ხერხემალი ამიცახცახდა.. );

5) როდესაც ვერაფრით გაარკვიეს თურქეთ-საბერძნეთის ომთან დაკავშირებით ჩეხოვის პოზიცია, პირდაპირ ჰკითხეს, თურქეთი უფრო გიყვარს თუ საბერძნეთიო. ”მე მარმელადი უფრო მიყვარს”, _ განაცხადა თავხედმა მწერალმა (ოო, მე ლობიანი უფრო მიყვარს! დამიბრუნეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო!.. ისა.. ტაო არ დაგავიწყდეთ და ლორე-ტაშირი სომხეთისაგან..   );

6) ერთხელ რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი დაპატჟეს ბანკეტზე, სადაც მამაკაცებს აუცილებლად უნდა სცმოდათ სმოკინგი. ფარაჯანოვს სმოკინგი არ აღმოაჩნდა, მაგრამ არ დაიბნა: იქვე ვესტიბულში ჩამოხსნა აბრა და ამ აბრით ხელში გამოცხადდა ბანკეტზე. მის დანახვაზე სტუმრებს სიცილი აუტყდათ და რეჟისორს აპლოდისმენტებით შეხვდნენ. აბრაზე ეწერა: "No Smokung!" (სომეხი კი იყო და სხვა არამამაკაცური თუ მამაკაცური ცოდვებიც ჰქონდა (არ დავაკონკრეტებ, ჩემი მკითხველების მახვილი გონების იმედი მაქვს), მაგრამ მაგარი იდეინნი იყო ეს ოხერი.!..);

7) იაპონიაში გათხოვილ ქალებს, ტრადიციისამებრ, წარბები უნდა გაეპარსათ და მათ მაგივრად შუბლზე საღებავით ორი ხაზი გაევლოთ (შუა საუკუნეების იტალიაში კი,  ქალები წარბებს იპარსავდნენ, და ვინჩის მონა-ლიზას წარბები არ აქვს, თუ ხართ დაკვირვებული. ჩინეთში კი, ჩვ.წ. აღ. მდე წარბებს წითლად იღებავდნენ, ოღონდ ეს მგონი, მხოლოდ აჯანყებული მუშები. ჩინეთის ამბები ზუსტად აღარ მახსოვს. ისე, მაგარი სულელური ტრადიციაა. თუ უნდა მიიხატო, ბარემ ბუნებრივი ბეწვები გქონდეს თვალს ზემოთ არ ჯობს?!);

8) ჩინურ ენაში სიტყვა სირთულის, სიძნელის აღმნიშვნელი იეროგლიფი ერთი სახურავის ქვეშ მდგარი ორი ქალით გამოისახება (რატომ აქვთ ჩვენზე ასეთი იდიოტური წარმოდგენა ამ მართლა იდიოტ კაცებს, ჭკუიდან ვიშლები და ლამისაა, ფემინიზმის აბსოლუტურად ნონსენსური იდეები ავიტაცო!.);

9) ამბობენ, რომ მიქელანჯელოს 60 წლამდე ქალთან ურთიერთობა არ ჰქონია, ნიუტონი ისე გავიდა გაღმა, რომ ქალის გემო ვერ გაიგო, ბალზაკმა მთელი ცხოვრება მარტოობაში გაატარა და სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე შეირთო ცოლი, ჩაიკოვსკის ქორწინება მხოლოდ 19 დღე გაგრძელდა, მას ცოლი უბრალოდ, გაექცა. ლეგენდის თანახმად, ცნობილი მხედართმთავარი, ჰუნების ბელადი ატილა ქორწინების ღამეს ცოლმა მოკლა და ამით თავისი ხალხის დამარცხების გამო სამაგიერო გადაუხადა (განვავრცოთ: მიქელანჯელო ბი იყო, შესაბამისად, 60 წლამდე კაცებს არ იკლებდა; ნიუტონი წესიერი და პატიოსანი, ადამიანი გახლდათ, ბალზაკს დროის კარგვის ფობია ჰქონდა და ცოლისთვის სად ეცალა, დღეში სამი რომანს წერდა, ჩაიკოვსკის კაცებისკენ გაურბოდა თვალი და აბა რომელი ცოლი მოუთმენდა? მგონი, ნამდვილი ვაჟკაცი ატილა იყო, მაგრამ ოჰ, ეს ქალები!.. );

აქვე აგერ, მსგავსი თემაც და მივაბამ, ესეც საკმაოდ საინტერესო, სასაცილო და ტრაგიკომიკური შემთხვევაა კაცობრიობის მამების ცხოვრებიდან..

10) სხვა მეცნიერების მსგავსად, გალილეო გალილეიც საკმაოდ დაბნეული ბრძანდებოდა. ქორწინების პირველი ღამე მან წიგნის კითხვაში გაატარა (!!!) როცა შეამჩნია, რომ თენდებოდა, საძინებელს მიაშურა მაგრამ მაშინვე გიჟივით გამოვარდა უკან და მსახურს სეეკითხა, ეს ვინ ოხერი წევს ჩემს საწოლშიო. - თქვენი ცოლი, ბატონო., - უპასუხა მსახურმა. ”ღმერთო ჩემო, სულ დამავიწყდა რომ გუშინ ცოლი შევირთე”, - შეწუხდა მეცნიერი (ავანტყოფი ეს!.. ავადმყოფი კი არა, ავანტყოფი!..   ).

გაგრძელება კიდევ იქნება, თუ არ დამეზარა.. :)


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger