Wednesday, December 2, 2009

ნახატი სერიალები


თქვენი არ ვიცი, მაგრამ მულტფილმებს დღესაც სიამოვნებით ვუყურებ..

არა ისეთებს, დღეს რომ აკეთებენ..

საზიზღარ, იაპონურ ფსიქოლოგიურ მულტფილმებს და ბავშვებს ტვინს უღუნავენ..

მინდა შევეხო მულტფილმების სერიალებს და ყურადღება რამდენიმე მათგანზე გავამახვილო.

დავიწყებ იმით, რაც არ მომწონს..

არ მომწონს იაპონური მულტფილმები, რომლებშიც ყვითელკანიანების გენეტიკური კომპლექსებია მოქცეული: აქვთ საშინლად დაჭყეტილი თვალები და გამუდმებით ვიღაცების დასახოცად დარბიან..

თან ისეთი დაძაბული სიტუაციაა და იმდენად ბევრი ბოროტებაა, სანამ ერთ სერიას ჩაამთავრებ, შეიძლება გაგიჟდე კაცი.

არ გამოვტოვებ "რობოტა და რობოტუნების" კრიტიკის შესაძლებლობასაც:

მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დილას, ცხრის ნახევარზე ერთი და იგივე ხმა მაღვიძებს, რომელიც ამ მულტფილმის ფინალთანაა დაკავშირებული, ჩემი მოკრძალებული აზრით მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი მულტფილმები ბავშვების ფსიქოლოგიაზე არც თუ კარგად იმოქმედებენ.

რობოტა ხომ სულელია, მაგრამ მსოფლიოს გადამრჩენი..

და ის მისაბაძი ხდება ბავშვისთვის, თვალებდაყვლეფილი რომ მისჩერებია დილაობით ეკრანს და რობოტას უყურებს..

არც სპაიდერმენია კარგი და გადასარევი..

სულ დაძაბული ხარ მისი ყურებისას, ამასთან, ბოროტ პერსონჟებს საშინელი მონსტრები ანსახიერებენ და მულტფილმის ყურების შემდეგ გრძნობ, რაოდენ აგრესიით ხარ აღსავსე..

მერე პრეტენზიები უჩნდებათ მშობლებს, რატომ არიან მათი შვილები აგრესიულები, რატომ თამაშობენ აგრესიულ კომპიუტერულ თამაშებს და ა.შ.

მთლად კრიტიკა რომ არ გამომივიდეს, მოდი ყურადღებას დადებითზეც გავამახვილებ, ანუ მულტიპლიკაციური სერიალების იმ ნაწილზე, რომელიც ჩემში დიდი სიმპათიით სარგებლობს.

ახალი მულწიკებიდან რაც ყველაზე ძალიან  "ბავშვები 402-ე ოთახიდან" და ლუი მომწონს..

დავიწყოთ პირველით:

მულტფილმში არ არის არანაირი ძალადობა, არის საინტერესო და მოქმედება ვითარდება გარემოში, რომელშიც ბავშვები ყველაზე ხშირად ტრიალებენ..

თემატიკაც შესაბამისია: ის, რაც სკოლისთვისაა დამახასიათებელი..

თითოეული პერსონაჟი ძალიან კარგად არის გაკეთებული. აი, რომ უყურებ, აფასებ და ხვდები, რამდენი პოლი, ჯესი, ნენსი თუ მელანი ცხოვრობს შენს გარშემო..

ადამიანების ამოცნობაშიც გეხმარება..

და შეფასებაშიც..

თქვენი არ ვიცი, მაგრამ რამდენჯერაც "რუსთავი 2"-მა ეს მულტფილმი გაუშვა, იმდენჯერ ვუყურე..

ზოგიერთი სერია თითქმის დაზეპირებული მაქვს.. :))

ყოველ ჯერზე კი, გაღიმებული ვრჩები..

ძალიან პოსიტიური მუხტი მოაქვს.

რაც შეეხება ლუის, ზემოთგამოთქმულ უკანასკნელ მოსაზრებას გავიმეორებ..

ეს მართლა ძალიან თბილი მულტფილმია, რომელიც რეალური ადამიანის რეალურ მოგონებებზეა აგებული, თავად დიდი ლუის გამოჩენა და თითოეული სერიის, ასე ვთქვათ, პროლოგი, სენტიმენტალური და სასიამოვნოა..

ძალიან  დასამახსოვრებელი ტიპაჟია ლუის მამა, რომელიც ყურებამდე შემიყვარდა..

ერთ ჩემს საყვარელ ადამიანს მაგონებს რაღაცით.. :)

გამოსახულების თვალსაზრისით, ეს მულტფილმიც კარგად არის გაკეთებული..

არის ნახატი და ფერადი..

სხვათაშორის, ჩემს ფავორიტ მულტიპლიკაციურ სერიალებში, ერთ-ერთი, რაც ძალიან მომწონს, სწორედ ფერადოვნება და ნახატი სიუჟეტებია..

კომპიუტერული გრაფიკა კი არის მიახლოებული სინამდვილესთან, მაგრამ ვფიქრობ, მულტფილმს აკარგვინებს იმ ძირითად მახასიათებელს, რის გამოც ბავშვებისთვის არის გათვალისწინებული..

ჰო, სათაური არ ვიცი, კიდევ ერთი მულტფილმი გამომრჩა, რომლის მხოლოდ რამდენიმე სერიას ვუყურე.. 

ყვითელი ყველის ნაჭერია და წყალქვეშ ცხოვრობს თავის მეგობრებთან ერთად..

ამ მულტფილმს ძალიან საყვარელი პერსონჟები და სიუჟეტი აქვს...

 დასასრულ, რა დავწერო არ ვიცი.. 

დასკვნები თავად გამოიტანეთ და შეაფასეთ ჩემი მოკრძალებული აზრები.. :))


6 comments:

Avrora's blog said...

yvelafershi getanxmebi :) mec dzalian miyvars multfilmebi da gansakutrebit ,,lui" da ,,room 402"
xo da Bobi mec yvelis naheri megona,sanam gavigebdi rom grubelia
e.w. ,,gubka" :d :d
keep writing :* ;)

clown said...

მეც ძალიან მიყვარს მულტფილმები ^^

Natalia said...

’ყვითელი ყველის ნაჭერი’ სპანჯ ბობზე ამბობ? :))

ეხლა დავფიქრდი, რომ სერიალ მულტფილმებს არ ვუყურებ :) მე ძველი მულწიკები მიყვარს, დისნეის, პრინცესებზე და ცხოველებზე :))

ანიმეს რაც შეეხება, ვფიქრობ მოზრდილებისთვის უფროა, ვიდრე ბავშვებისთვის, თუმცა მე მაინც არ მიყვარს :)

mr.picasso said...

გაიხარე თამო მულტფილმებს მეც სიამოვნებით ვუყურებ და დღემდე .

ნან said...

საყვარელი სპანჯ ბობი! თუ სადმე გადავაწყდი, მუდამ ვუყურებ. 402 ოთახი გადასარევი მულტფილმია, მეც ძალიან მიყვარს.
კიდე ერთია, ტნტ –ზე გადიოდა ადრე, პატარა გოგოს ოჯახი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, მაიმუნი ჰყავთ და ამ გოგოს ცხოველების ენა ესმის. (რა გასაგებად მოვყევი?! :D)
უმუშევარი და დეპრესიული რომ ვიჯექი სახლში უზარმაზარ ჭიქით დავიდგამდი ყავას და ძირითადად მულტფილმებს ვუყურებდი. ძალიან მიყვარს "თოი სთორი", პირველი და მეორე ნაწილი. მეტს ვერ ვიხსნებ ახლა, მერე მოვბრუნდები და კიდე დავპოსტავ :D

Anonymous said...

კომპიუტერული გრაფიკა კი არის მიახლოებული სინამდვილესთან, მაგრამ ვფიქრობ, მულტფილმს აკარგვინებს იმ ძირითად მახასიათებელს, რის გამოც ბავშვებისთვის არის გათვალისწინებული..

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger