Friday, December 4, 2009

როცა სიტყვები არ გყოფნის..

როცა სისულელეს გეუბნებიან..

როცა თავის მოკლე ჭკუაში გამშვიდებენ და გეუბნებიან, ეგრე მეც მქონდაო..

და ამ მიზეზით წლობით აგვიანებ..

იმას კი ახლაც არაფერი არ ესმის..

ჰგონია, თავისით გაივლის..

არადა, არ გაივლის, იმატებს..

როდესაც გეუბნებიან, რომ იქნებ ეს საჭირო არ არის..

როდესაც გეკითხებიან, ამის გაკეთების შემდეგ გაივლის თუ არა..

როდესაც ხელის ჭუჭყის პრობლემა აქტიურად იჭრება..

როდესაც გინდა, რომ ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, სრულიად მარტო იყო..

არ გჭირდებოდეს ისინი..

როდესაც ვერ გრძნობ თანადგომას..

როდესაც მას ფეხებზე ჰკიდიხარ..

როდესაც მანამდე არ შეიბერტყა ყური, სანამ მასში არ ჩაჰყვირე..

როდესაც ეს ყველაფერი ზედმეტი ჰგონია..

როდესაც გეუბნება, რომ ყველაფრისათვის მზად არის, ოღონდ ამან გაიაროს..

ახლა რეკავს და სისულელეებს ამბობს..

და მეკითხება..

ისეთ სისულელეებს, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანიც არ დასვამს..

ეს მაგიჟებს..

ძალიან მაგიჟებს..

შორს მაინც იყოს ეს ყველაფერი მისი პროფესიიდან..

არადა, ცხვირწინ არის..





რა კარგია, რომ დღეს მარტო ვიყავი და სირცხვილისაგან წუთში 60-ჯერ არ ვხუჭავდი თვალებს..


3 comments:

გურამი said...

:user:

და მაინც მგონია რომ გაგივლის.

ბოლო ბოლო უკვდავი არავინაა.

Taa said...

raze ver sadiplomos?
picasos komentarebshi vnaxe :)

vasasi said...

ახალ მედიასა და ბლოგოსფეროზე.. :)

ბლოგებზე საერთოდაც.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger