Friday, December 11, 2009

მომტყდა ენაა!..



მოვიცალე როგორც იქნა პირად მაიმუნობებზე საწერად.
ეს უკანასკნელი დღეები ისეთი რაღაცნაირი იყო, რომ...
თელავში გავცივდი მაგრად, სამშაბათს სიცხე მქონდა, ფეხზე ძლივს ვიდექი და ბავშვებმა რაღაც დამალევინეს და დამიწია, მერე სახლში ძლივს ამოვბანცალდი,  ეკაც გაცივდა და, მითხრა,დ არჩი აქო, მე კიდევ ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი სახლში..
ისეთი მაღალი სიცხე მქონდა ეტყობა (თერმომეტრი არ მქონდა რომ გამეზომა, მეორე დღეს ვიყიდე..  ), ფეხზე ვერ ვდგებოდი..
ვიფიქრე, ღორის გრიპი დამემართა და ეგაა-მეთქი..  
ჰხოოოოდაა..
ორი დღე ასე ვიცახცახე. მეორე დღეს სასტიკად გამიმართლა და, დედაჩემი იყო ჩამოსული საქმეზე, ორი წუთით შემოირბინა და არ მოკვდებიო რომ მითხრა, მეთქი, მართლა ვიცოცხლებ 13456542 წლამდე!..  
ვერ ვიტან უსაქმურობას ისედაც და, ახლაც ძალიან ცუდად ვიყავი..

გადავქექე სადმე ვაკანსია იქნებ ვნახო-მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე..
დღეს რომ ვამბობდი, მარიტამ დამცინა,მარტო ერთი ვაკანსია - გარებიძაშვილი არსებობს და შენ კიდევ ინტერნეტში ეძებო..  
ჰოდა, ამიცახცახდა ისედაც აცახცახებული ხერხემალი.
ამ დღეებში იმდენი რაღაც გამოჩნდა, იმდენი რაღაც გადავაფასე და იმდენად გაოგნებული ვარ, რომ ამდენჯერ ვხმარე სიტყვა "იმდენად"..
საქმე იმაშია, რაღაცას რომ ამბობ, რისთვის ამბობ..
იმისთვის, რომ გამკეთებელი ხარ თუ იმისათვის, სხვას რომ მოუშალო ნერვები?..
არ მესმის, რატომ უნდა გსიამოვნებდეს ადამიანისათვის ნერვების მოშლა მაშინ, როდესაც ეს ადამიანი ისედაც მძიმედ არის და ძალიან განიცდის?..
ცოტა კი არა, კარგად გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ სწავალსმოწყურებულთა დიდი ნაწილი, ლექციებზე მისვლას რომ გეგმავდა, სათოფეზეც არ გაკარებია უნივერსიტეტს და, ცოტა არ იყოს, გავბრაზდი..
საზიზღარი რაღაცებია რა..
ვიცი რომ წაიკითხავთ და გეტყვით პირდაპირ, რომ არ მოიქეცით კარგად, ფეხებზე მკიდია, რას იფიქრებთ რა..
საერთოდ, მგონი, ძალიან ხათრიანი ადამიანი ვარ..
აი, როცა საკუთარ თავთან ვრჩები მარტო და ვცდილობ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვა, საკუთარ თავს გავურბივარ.. გუშინ სკამზე დავაბი ჩემი მეორე მე და სულ უროს რტყმით გავაგებინე რაღაცები..
და რომ გაიგო, მოიწყინა..
უნდა შევიცვალო, მაგრამ როგორ?!..  
თუ არ უნდა შევიცვალო კი არა, თავი დავანებო თამაშს?..
დღეს ველაპარაკე ჩემი დიპლომის ხელმძღვანელს, გადავწყვიტე, რომ ბლოგიც გავაკეთო და კიდეც დავწერო დასაწერი.
ასე მაღალ ქულასაც აიღებ უფროო...
(ახლა, ამის წაკითხვისას ზოგიერთები იფიქრებენ, ეს ქულებზე დახარბებულიო..   )

თან, თემაც მაქვს მოფიქრებული: ბლოგი დაეთმობა ქართული მედიის სარკასტულ კრიტიკას, ზოგჯერ გროტესკულს და, საერთოდაც, ზღვარგადასულს..  
მე თავისულფალი ადამიანი ვარ.. :)
დღეს ავარჩევ დიზაინს, სათაურზეც ცოტას ვფიქრობ, რამე მაიმუნურს მოვიფიქრებ..
კი არა, უკვე მოვიფიქრე და იმ კვირაში ნათიას რომ ვაჩვენებ, ვნახოთ აბა რას მეტყვის..
ადრე, სულ პირველად ბლოგი რომ გავაკეთე, მახსოვს, აზრზე არ ვიყავი და დღემდე ვამაყობ, რომ აბსოლუტურად დახმარების გარეშე გავერკვიე ყველაფერში..
ჰოდა, სათაური რომ ნახა ნათიამ, მოეწონა..  
ჰხოდა..
ასეთსავე დამაინტრიგებელსა და თვითკმაყოფილურ სათაურს გავუკეთებ ჩემს სადიპლომო ბლოგუნას, პარალელურად, აქტიურად გადევნებთ ყველას თვალყურს, არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ბლოგები ჩემი სადიპლომო ნაშრომის ერთი ნაწილის აქტიური თემა იყოს..
აუ, ჭორაობის ხასიათზე ვარ, მინდა ძალიან ბევრი რამ დავწერო, მაგრამ..
მაგრამ, რადგან ფილტვების ანთება არ მაქვს და, იმედია, არც ღორის გრიპი, სხვა დროისათვის გადავდებ ჩემს შესახებ ინფორმაციების მოყოლას თქვენთვის.
პ.ს. ჰო, მართლა..
ჩემი ბავშვები ჩამოცახცახდნენ ეგვიპტიდან და იიიმდენი მაიმუნობა ჩამომიტანეეეს!..
ქვები პირამიდებიდან, რომელთან ერთადაც მძინავს, პაპირუსი, ეხნატონის კალამი და პირამიდის ბრელოკი..
კიდევ ერთი იმპოლრტული ბრელოკი შეემატა ჩემი ბრელოკუნების კოლექციას.. :)

5 comments:

clown said...

საშინელებაა ეს გრიპი :@

Natalia said...

’ჩამოცახცახდნენ’ :D :D

რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო შენი ’ხერხემალი ამიცახცახდა’, მეცინება ყოველთვის :))

Da-v-iD said...

შოორს გრიპი და უბედურება.. კაია შენს გვერდზე თუ მაინც გათოვდა. ვერ ვიტან უთოვლო ზამთარს.
მოკლედ ეს ქვები რას მოგზაურობნ აქეთ იქეთ. ჯერ ბერლინის კედლის სახელით გერმანიამ იმდენი რკონაბლოკის ნატეხი დაყიდა, სამ კედელს ააშენებდი. ახლა პირამიდებს შეუჩნდნენ? ;)

vasasi said...

:))
პირამიდებიდან რომ არ მოტეხონ ქვები, ამიტომ ეგვიპტის მთავრობამ შემდეგი გეგმა შეიმუშავა: ყოველ დღე დიდი მანქანებით მიაქვთ ქვები სანაპიროდან და პირამიდებთან ყრიან..

ასე რომ, ჩემს პირამიდებს არაფერი ემუქრებათ.. :)

კოპალა said...

ახალ ბლოგ საქმიანობაში და სადიპლომო დაცვაში წარმატებებს გისურვებ :)))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger