Saturday, December 12, 2009

ეგაა და სათაური


არა გაციებას!

არა ღორის გრიპს!.

არა ცხენისა და ხარეირემის გრიპს!..

მე ერთგულად, ბოლომდე დაველოდები თახვის გრიპს და მხოლოდ მას შევეწირები!..

იმდენი წამალი მაქვს უკვე დალეული, დანა რომ დამისვათ, წამალი გამომივა..

დედაჩემი, რაღაც საოცრადაა შეცვლილი..

ადრე წამლებს ვერ იტანდა და, ახლა გამჭყიპა რასაც ჰქვია!.

პლუს ამას, კომშის ნაყენს მასმევს, რაღაც თხილის ნაჭუჭიო და..

მოკლედ, აღარ შემიძლია ამდენი სითხის სმით..

სადაცაა გავსკდები და შადრევანივით გადმოვიფრქვევი..   

ეს ფოტო მომწონს ძალიან, სიმპაწიურია ნამეტანი..   

თან ჩვენს რეალობასაც უხდება..   

მოკლედ, მთელი დღეა იმას ვფიქრობ, რომ ბევრი რაღაც მაქვს გასაკეთებელი.

საშინელი შუალედური მელის და იმის დაწერა მინდოდა (ნახევარი დავწერე, მაგრამ არ მომეწონა), ინგლისურიც სამეცადინო მაქვს, კიდევ, ათასი მაიმუნური საქმე და..

დილას სწორედ იმ შემართებით ავდექი, რომ აუცილებლად უნდა დამეწყო მეცადინეობა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ხელსაც არ გავანძრევდი..

ჰოდა, ისე აგიხდათ ყველაფერი!..   

ყელი მტკივა ძალიან...

რისი ბრალია ვითომ?..

ღრუტუნი ჯერ არ დამიწყია ისე..

იმედია, არც დავიწყებ..

არ ვიცი რატომ, მაგრამ საშინლად მომინდა უცებ არდადეგები.

აი, საქმე რომ არაფერი გაქვს, სახლში ზიხარ და ელოდები რაღაცას..

რაღაცას კი რა, ახალ წელს..

ფუმფულასა და საყვარელს..

ჰოდა, ეს რომ გავიფიქრე პირველად, მაშინვე გავეკაიფე ჩემს აცახცახებულ თავს და, მეთქი, ისეთი დაკავებული ხარ, სამგან მუშაობ სრულ განაკვეთზე-მეთქი..   

ახალ წელს მივუძღვნი ერთ განსაკუთრებულ პოსტს..

არ ვიცი რატომ, მაგრამ განსაკუთრებულად ველოდები..

რამდენი ხანია, ასე არ გამხარებია ახალი წლის მოსვლა..

შეიძლება რამე განსხვავებული უნდა მოხდეს ამ წელს, რამე ახალი..

ისედაც, ერთგვარად გარდატეხისა კი იქნება..

წელს უნივერსიტეტს ვამთავრებ და მერე ვნახოთ რა იქნება (იმედია, იქნება)..   

ჰო, მართლა!.

ახალი ბლოგი გავაკეთე..

აი, სადიპლომო.. ხელმოცარული დავარქვი, თუმცა, იმედია, ენა არ მიყივლებს..

დღეს პირველი, მისასალმებელი პოსტიც გამოვაცხვე და სულ ეს იყო..   

პრინციპში, თემებს რა გამოლევს, ჰოდა, აქტიურად შევუდგები მუშაობას..

მისი დიზაინი ისე ძალიან მომწონს, რომ ლამისაა აქაც დავაყენო..

შეიძლება, მერე კიდეც გამოვცვალო, მაგრამ რომ მახსოვს რამდენი ნერვიულობა გადავიტანე თემპლეითი რომ შევცვალე, ყველაფერი რომ წამეშალა, რომ უარს ვაცხადებ უახლოეს პერიოდში.. 

რა ვიცი, ვიბოდე ისევ..

არა, იმიტომ არა, რომ საწერი არაფერი მაქვს..

ბევრ თემაზე მინდა პოსტის დაწერა, მაგრამ არ ვარ ახლა ამის ხასიათზე..

საკმაოდ საინტერესო ინფორმაციებიც მაქვს მოსაწოდებელი და აუცილებლად, უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ..

აუ, აუ, აუ..

ახალო წელო მალე მოდი რაა!..   


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger