Friday, December 18, 2009

ადამიანი ტრაქტორი

ვიფიქრე, ვიფიქრე და მართალია მარიტა ერთ რამეში..

ადამიანი ტრაქტორი!.

აი, ვინ ვარ მე..

ისე სასტიკად ვარ დაღლილი, თავი რომელ კედელს ვურტყა არ ვიცი და იმაზე ვნერვიულობ დამატებით, რომ მომავალი კვირის ხუთშაბათის შუალედური გამოცდის დავალება ჯერ არ დამიწერია..

ნუ, ვიცი რომ იქამდე მთელი ერთი კვირაა და დროც საკმარისი მაქვს მოსამზადებლად, მაგრამ..

მაგრამ, ვერ ვისვენებ..

მინდა, მალე გავაკეთო, მოვიშორო..

და ვნერვიულობ..

ვიცი, რომ სისულელეა და სისულელეზე ვნერვიულობ, ამ ყველაფერთან ერთად კი თავს ვიხეთქავ, მაგრამ რა ვქნა, მოწოდებით მაზოხისტი ვარ ეტყობა..

არ მიყვარს ბოლო კვირას მოყრილი შუალედურები!.

მერე კიდევ, ექვს საგანში მაქვს გამოცდა..

ნერვები მეშლება ამ რეკლამაზეც რა!.

რა მესოციალურრეკლამება!.

რეკლამის სპეციალოსტობა რომ მდომებიდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კი არ ჩავაბარებდი!.

ვაიმე..

გამისკდა თავი..

რომ წამოვწვე გამივლის ვითომ?..

მაგრამ გასაკეთებელი რომ მაქვს საქმე?.

აუ რა, მართლა ტრაქტორი ვარ!..   


1 comments:

clown said...

მთავარია ოპტიმიზმი ^^

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger