Saturday, December 19, 2009

მედიაპროპაგანდა


დაახლოებით, ერთი კვირის წინ ინტერნეტსივრცეში აქტუალური გახდა გეი/ლესბო ქორწინებების თემა საქართველოში. ფორუმებზე თემა თემაზე იხსნებოდა და ხალხიც თავის აზრს აფიქსირებდა..

იყო მოსაზრებები, რომ თუ ჩვენ ევროკავშირში გვინდა, რომ თუ ევროპას მიველტვით, ამისათვის საჭიროა მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპაში იქცევიან..

თუმცა, როგორ იქცევიან ევროპაში, რა ფასეულობებითა და ღირებულებებით ცხოვრობენ, ამაზე წარმოდგენა ისევე არ აქვთ, როგორც იმ ცნობილ ”თვითმფრინავის ბიჭებს”, დემოკრატიისადმი ლტოლვას ადამიანების სიცოცხლე რომ გადააყოლეს..

საკითხავი ის არის, რასთან ასოცირდებოდა მათთთვის დემოკრატია.

ინტერნეტსივრცეში უცებ ატეხილ სკანდალის ერთ-ერთი გამომწვევი ინტერნეტტელევიზია presa.ge-ს ჟურნალისტის და მის მიერ გადაღებული სიუჟეტი გახლდათ, რომელშიც გამოთქმული იყო მოსაზრება არატრადიციულო ორიენტაციის ადამიანების ქორწინების დაკანონების შესახებ.

პრესა.გე-ს არც ”რუსთავი 2” ჩამორჩა, და ერთი კვირის განმავლობაში ხშირად ატრიალებდა პ.ს.-ს ანონსს, სადაც წარმოშობით ქართველი გეის მსოფლიო წარმატებაზე იყო საუბარი.

ორი დღის წინ კი, საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი მიეძღვნა გეი ქორწინებების თემას, სიუჟეტის ავტორი კი სახალხო დამცველის გაქილიკებასაც არ მოერიდა, როცა ამ უკანაკსნელმა ისე შეიცხადა ”ერ2”-ის მიერ მიწოდებული ნოუჰაუ, რომ ჟურნალისტმა დაასკვნა, რატომაც არ გვიშვებენ ნატოში.

პოსტკრიპტუმის დღევანდელ სიუჟეტში ბარამია ნათელ ფერებში გახლდათ დახატული, მის ფიზიკურ მონაცემებს კი ქართველი ბისექსუალი აფასებდა, რომელიც შურისაგან გასკდა და მამამისს გულში ყველა ამოუტრიალა, ასეთი უჯიშო და დაგვაჯული რომ გამოუვიდა, თორემ ისიც ხომ მიიღებდა მონაწილეობას კონკურსში და ევროპელებს ისე გადარევდა, მაპსაც მოგვცემდნენ, მაპზე უკეთესსაც და ევროკავშირშიც შეგვაცუნცულებდნენ..

საინტერესოა, რა პროპაგანდა წამოიწყო ”რუსთავი 2”-მა, ეს რომ აშკარა პროპაგანდაა, ამაზე დავაც არ ღირს. პირადად მე, ძალიან მეცინება, როდესაც ახალი ქართველები გამოდიან და საუბრობენ ევროკავშირში ჩვენი არშესვლის მიზეზებზე, ერთ-ერთ მიზეზად სწორედ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების ქორწინების არარსებობას ასახელებენ.

ასეთ დროს სულ მინდა იდიოტის გამომეტყველებით ვიკითხო: ევროკავშირის რომელ ქვეყანაშია დაკანონებული გეი ქორწინებები?

ძალიან ცოტაში. ჰოლანდია, დანია.. სკანდინავიის ქვეყნები ხომ არ შედიან ევროკავშირში..

ის, რასაც რუსთავი 2 აკეთებს, ძალიან ცუდი ფაქტია. ჩვენი საზოგადოება რომ საზოგადოება იყოს და არა ჰომო-საპიენსთა ბრბო, აუცილებლად მწვავედ გააპროტესტებდა ამ წამოწყებას (მმკ ისედაც ატყდება..)...

ძალიან მაინტერესებს, რა არის ამ ტელევიზიის მიზანი, ვისი დაკვეთით გადაწყვიტა სექსუალური უმცირესობების მამიდობა და, ხომ არ არის ეს ყურადღების გადატანის საშუალება სხვა, გაცილებით მძიმე პრობლემებიდან?

სამწუხარო ისაა, რომ ისეთი იდეოლოგიური მანქანა, როგორიც ტელევიზიაა, ადამიანის ცნობიერებაზე პირდაპირ მოქმედებს. ერთხელ გააპროტესტებ მოწოდებულ მასალას, ორჯერ, მესამედ კი ნორმალურად აღიქვამ..

თან გავითვალისწინოთ საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ...

უკაცრავად.. ბრბო..

ისე, ამ ბრბოს საკმაოდ აქვს უკვე ნაყლაპი. აბა გამოთქვი აზრი, რომ ეს საშინელებაა, სიბინძურე და ა. შ.. მაშინვე მეცხრამეტე საუკუნის ადამიანად მოინათლები, რომლის სულში ისევე ბნელა, როგორც 90-იანი წლების საქართველოში.

ეს ახალი ქართველები ქალიშვილობის ინსტიტუტზეც საკმაოდ ბევრს საუბრობენ, დასცინიან.. საქმე საქმეზე რომ მიდგება, თუ მათი რჩეული ქალიშვილი არ აღმოჩნდა, სუფთა ზეწარსა და გარყვნილ ქალს მოტყუებული სიძე დილის შვიდ საათზე მიჰგვრის მძახლებს..


როგორც გინდათ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს!.

შეგიძლიათ მიმიჩნიოთ მეცხრამეტე საუკუნის ადამიანად, ნამდვილ ქართველად, იმად, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში და ა.შ. და ა.შ. თუმცა ფაქტი ერთია: გეი ქორწინებების დაკანონება რომ ევროინტეგრაციის საქმეს შველოდეს, დამიჯერეთ, თურქეთი ამას აქამდე ცხრაჯერ იზამდა..

2 comments:

Sophie Golden said...

ვასასი, მინდა გითხრა, რომ ჩემგან დიდი RESPECT!

ამაზე მინდოდა მეც დაწერა. რა სისულელეა, მხოლოდ გეი-ქორწინებები გვიშლის ხელს, თორემ მშიერი და უმუშევარი ადამიანები კი აღარ არიან საქართველოში, ან ყოველ ნაბიჯზე სლოტ კლუბები... :| so pathetic. იმის მაგივრად, ცოტა სერიოზულ საკითხებზე გამოთქვან პროტესტი - გადასახადების დაწევაზე ან ხალხის დასაქმებაზე...

ბრბო კიდევ ბრბოდ დარჩება და მადლობა ღმერთს, მოაზროვნეებიც იქნებიან, თუნდაც უმცირესობა.

ნან said...

რა კარგი გოგო ხარ ვასასი რომ ამაზე დაწერე! ბოლო დღეებია სულ ამ თემაზე ვფიქრობ, რაშია საქმე, რა დაეტაკათ, აქამდე სექსუალური უმცირესობების უფლებებზე ხმას არავინ იღებდა და ახლა რა მოხდა? ან საიდან გაჩნდა კითხვები ერთსქსესიან ქორწინებასთან დაკავშირებით.
არჩევნები ახლოვდება, ამიტომაც ააგორეს ეს თემა, რომ კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაცია მოხდეს. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს რომ სექსუალური უმცირესობები გარყვნილი და ავადმყოფი ხალხია და მათ ისე უნდა ვებრძოლოთ, როგორც მტრებს. ასეთ საზოგადოებაში იმის თქმა რომ არ ხარ სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგი და მათ უფლებებს იცავ, პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია.

სხვა მიზეზს მე ვერ ვხედავ.

ისე მართალი გითხრათ ბოლო დღეებია მეშინია ამ საზოგადოების. თუ ასე გაგრძლედა, მალე ალბათ ჯვრის ჩვენებას მოგვთხოვენ ქუჩაში. :(

ვაჭარბებ?

ძალიან მინდა მართლა ვაზვიადებდე. :(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger