Sunday, December 20, 2009

ჩემი ტვინის ნაყოფის მონაგარი


ჯერ სანამ საქმეზე გადავიდოდე, გორში ჩამოვედი, ჩავრთე კომპიკო და რაღაცებს მიწერს...

ეჭვი მაქვს, ვინდოუსი აქვს გადასაყენებელი, ჩემი ძმა არ არის სახლში და ახლა მაგას რას დაარწმუნებ, რომ ჩემი ბრალი არ არის? 

ახლა გადავიდეთ უშუალოდ საქმეზე:

ოთხშაბათ დღეს, როდესაც ლექციები არ მაქვს, ვარ სახლში და ნერვებს ვეჭმევინები იმის გამო, რომ სამსახურს ვერ ვშოულობ, მოულოდნელად ზარი გაისმა..

დამირეკეს და, გამარჯობა თამუნაო..

მეთქი, გაგიმარჯოსთ..

და "ალუბლობიდან" ვრეკავთო (ლიტერატურული კონკურსია ასეთი), პირადობის მოწმობის ასლი წამოიღე და მოდი შაბათსო..

ეს პირადობის ასლი რომ მითხრა, ძალიან გამიხარდა, ვიფიქრე, ან სტიპენდიაა ან რამე ასეთი, და ჭკუაზე არ ვიყავი, ცოტა ნაკლებს ვიპარაზიტებ და ჩემი ფული მექნება-მეთქი..

და ეს ორი-სამი დღე სახლში შევაღონე ბავშვები, ნეტა რას მოვიგებ-რას მოვიგებ-მეთქი..

სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ რაღაცებს მნიშნველობას საერთოდ არ ვანიჭებ, მაგრამ ვაფორმებ, რატომ - ეს არ ვიცი..

გუშინ მე და ჩანჩალა ვიყავით. მასტერკლასები ჩაგვიტარეს (19 დეკემბრის დიად დღეს დაწერილ ჩანჩალიზმის მიმდევრობისკიდევ ერთ პოეტურ და ერთ პროზაულ ნაწარმოებს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ), ერთი საოცარი ქალი ჰყავთ, ისეთი პათეტიკურია, ადგილზე მომინდა სიკვდილი..

მეორე ლექცია იყო ბუბა კუდავასი, საკმაოდ საინტერესო, მაგრამ ისე გავიყინეთ, ერთი სული გვქონდა, როდის გამოვიქცეოდით..

არადა, პირველი რომ ბუბას ლექცია ყოფილიყო, გაცილებით კარგი იქნებოდა.. 

ჰხოდა, დღეს იყო დაჯილდოვება.. და მაჩუქეს ისეთი პატარა, საყვარელი, არაჩვეულებრივი და, ამ ყველაფერთან, გამოუსადეგარი ლეპტოპი, რომ გულაჩუყებისაგან გული ამიჩუყდა..

ზუსტად ასეთია, როგორიც არის ფოტოზე..

ლინუქსის პროგრამა აქვს და თამუნამ, გადაგიყენებო.. :)

სახლში ვაირლესიც დავიჭირეთ ამ მაიმუნობით და..

მაგრამ ძალან ძნელია მუშაობა..

ფაქტობრივად, მარტო ინტერნეტში საძრომიალოდ თუ გამოიყენებს კაცი..

მოკლედ, ახლა უნდა ვუყიდო პატარა მაუსი, თორემ დამაწყვიტა იმ სენსორმა ნერვები..

ნაჩუქარ ცხენს კბილს არ უსინჯავენო..

ჰხოდა, არც მე გავუსინჯავ, შევირგებ და რომ შევხედავ, გამიხარდება.. :)


7 comments:

გურამი said...

ასეთი ნოუტენი 150 ლარი ღირს ქებაელექტრონიქსში და ისიც იმიტომ, რომ კაცი-შვილი ვერ აყენებს ამ ლინუქსს. და სიდიც არ მიდის მასზე ბონუსად. :D

vasasi said...

ანუ, იმის თქმა გინდა, რომ ვერ გადავაყენებ?., :(

clown said...

ვასავი- გილოცავ ^^... როგორ ვერ გადააყენებ, ჩემი კლასელის დას აჩუქეს და უპრობლემოდ დააყენა ვინდოუსი, ოღონდ Fლეშკით :)

mr.picasso said...

გილოცავ მართალია ვერ მივხვდი რას ნიშნავს ეს ალუბლობა მაგრამ შენი წარმატება ძალიან გამიხარდა . რას იზავ ნაჩუქარ ნივთს ვერ დაიწუნებ. დარწმუნებული ვარ მოუძებნი გამოყენების ფორმას რაოდენ უსარგებლოც არ უნდა იყოს.

ნან said...

გილოცავ ვასასი!
რაც არ უნდა იყოს, საჩუქარია მაინც და გაგეხარდებოდა :)))

qetushia said...

iiiiiii chemi nichieriiiiii :*:* genacvale shen, warmatebebi sayvarelo :P:P axla didi leptopi momelocos :D:D da kargi samsaxuri :*:* :D:D

kanario said...

ისე, გული დამწყდა, ნეტა მცოდნოდა და ახლოს გამეცანი! :( მეც ვიყავი მაქანე :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger