Monday, December 21, 2009

რჩევა მჭირდება

მანამ, სანამ ვიტყოდე ამხელა პოსტის საწერად რატომ გავიარე ავტორიზაცია ბლოგსპოტზე, ფოტოებს ვეძებდი ინეტში და ამ გოდორას წავაწყდი..

ვაი, ნახეთ რა საოცრებაა..

რა ფუმფულა და საყვარელია..

როგორ მინდა ასეთი გოოოდოოორაა მყავდეეეესს..

ზოგადად, ძაღლების გიჟი ვარ, ყველანაირი ძაღლი მიყვარს, რაც კი არსებობს..

ნებისმიერი შემიძლია ჩავიხუტო..

მაგარი ტიპები არიან!.. :)

ვაი, ნეტა ეს მომაბურჯღნინა და დიდხანს მათამაშა ამ ფუმფულასთან.. :) :*

ამას წინათ უნივერსიტეტში მივდიოდი და გზაზე პატარა ლეკვუნა შემხვდა..

პატრონი ასეირნებდა..

კოკერ-სპანიელი იყო, შავი..

ძალიან ბევრი ვეფერე და ისიც მაშინვე თამაში დამიწყო..

რა კარგი ვიღაც იყო იცით?!

აუ, მინდა ძაღლუკაა..

ახლა საქმეზე გადავალ.

მოკლედ, რაშია საქმე: ორი დღის წინ ლეპტოპის პროვოკაცია რომ მოვიგე, უკვე გაცნობეთ..

თავიდან კი ვფიქრობდი, რა ჩემ ფეხებად მინდა-მეთქი, მაგრამ მერე ისე შემიყვარდა, ლამის არის მასთან ერთად დავიძინო..

ამას წინათ მამა ლაპარაკობდა, ერთი მისი ნაცნობი ეუბნებოდა, ლეპტოპი ხომ არ გინდაო..

თურმე ბანკში ახალი ტექნიკა მიუტანიათ და ძველ, ნახმარ ლეპტოპებს 350 ლარში ყიდიან..

და მეუბნებოდა, ხომ არ გვეყიდაო, მეთქი, რად გვინდა, ხომ გვაქვს დიდი კომპი..

დღეს კიდევ, შუალედურის წერისას იდეა გამიჩნდა: ეს ჩემი ლეპტოპის პროვოკაცია ძალიან მაიმუნობა და პატარაა, ფაქტობრივად, ვერაფერში გამოიყენებს კაცი, არც მეხსიერება აქვს და არც არაფერი..

და ვიფიქრე, რომ გავყიდო (საბაზრო ღირებულება 450 ლარია, სულ ახალია და მე რომ 400-ში გამეყიდა) და იმ ფულით ნახმარი ლეპტოპი ვიყიდო, ოღონდ, თუ ნორმალურია, ჯობს-მეთქი..

დავურეკე მამას და, ხვალ გაგირკვევ ყველაფერსო..

ჰხოდა, ახლა ხერხემალი მიცახცახებს..

ადამიანი მაინც რა არის არა? 

ჯერ სულ არ მინდოდა, ახლა დიდი ლეპტოპი მოვინდომე.. :)

ჰოდა, რა მინდა გკითხოთ: რას მირჩევთ? გავყიდო და ის ვიყიდო თუ ვარგა, თუ დავიტოვო ეს მაიმუნი?..

ხვალ ლენუქსი უნდა გადავუყენო თან და ვინდოუსი ჩავუწერო და, ალბათ, უფრო სასურველი გახდება კლიენტებისთვის.. :)

აუ, მჭირდება რა თქვენი რჩევა, დაბნეული ვარ და ისე მიცახცახებს ხერხემალი, როგორც არასდროს....


6 comments:

clown said...

მეც მიყვარს ცუგები^^

ნან said...

400 ვერ გაყიდი სავარაუდოდ. თუ მოგცემენ ოთხასს, არც დაფიქრდე, გაყიდე რათქმაუნდა, მგონი 350 რომ გაყიდო, მაინც ღირს.

მთლად არ მენდო ახლა :D

mr.picasso said...

ლეპტოპი მეც მინდა. თოვლის ბაბუ კი შევიპირე მაგრამ უახლოეს ერთ თვეში ვერ მოხერხდებაო :)

მგონი ეს პატარა მსუბუქი ლეპტოპი შენ ბლოგის წერისთვის ყველგან და ყველა სიტვაციაში გამოგადგება. აი წარმოიდგინე ავტობუსში ზიხარ და პოსტს წერ ან მეტრში :) მოკლედ რავი აბა ძველ ლეპტოპს სავარაუდოდ შესაბამისი წონაც ექნება ,ხო და თუ პერსონალური კომპიუტერის მოხმარებისას არავინ გიშლის ხელს ეს ბლოგის საწერად დაიტოვე. იმ დიდი ლეპტოპის თრევა დაგეზარება . ხო და შენ ბლოგს მგონი ეს ციცქნა ლეპტოპიც ეყოფა. პროგრამები კიდე კომპში ხომ გაქვს და აქ რაღად გინდა????

Tomushka said...

miyvars chevebis micema, magram axla samcuxarod verafers girchev.

eg dzagli ki chau chaua :)

გურამი said...

ეგ ნოუტი თქო გეუბნები, 150 ლარი ღირს. აი როგორც აღწერიდან მივხვდი. იმიტომ რომ ააარაფერი არ უერთდება მაგას. :) ჰა, ანტირეკლამა საუკეთესო რეკლამააო, გამიგია.

vasasi said...

გურამ, გადავაყენებ ვინდოუსს დღეს.:)
არაფერი არ აქვს, მაგრამ მეზობლის ვაირლესით ისე საყვარლდა დავძრომიალობდი გუშინ ინტერნეტში.. :))

არ ვყიდი..

აღარ ვცვლი!..

ჩეემი პატარა და მაიმუნი.. :ც

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger