Wednesday, December 23, 2009

ჩანჩალიზმის ნიმუშები


რამდენიმე პოსტის იქით გაცნობეთ, რომ ჩანჩალიზმის მიმდევრობის კიდევ ორი ნიმუში შეიქმნა ექსპრომტად..

”ალუბლობაზე” ყოფნისას, როდესაც მანანა ბეგიაშვილი გვიტარებდა მასტერკლასებს   , ასეთი გადასარევი სათაური მოგვცა:
ჩიტის ბუდე ზამთარში..
დაწერეთ ახლა რაც გინდათო.
ჯერ ადგილზე მომინდა სიკვდილი..
რატომ შემრცხვა არ ვიცი..
გადავხედე ჩანჩალას და, თავი ხელებში აქვს ჩარგული..
შერცხვა არა, უბრალოდ, ძალიან აღშფოთდა.
მოკლედ, შევყევით, შევყევით..
ჯერ არაფრის დაწერას არ ვაპირებდით, შემდეგ კი მაინც შემოგვეწერა ამ ჩიტის ბუდეზე..
ჩანჩალიზმის ფუძემდებელმა პოეტური, აღმასრულებელმა მდივანმა (ანუ, მე) კი პროზაული მხატვრული ლიტერატურისა და ჩანჩალიზმის ნიმუშები შექმნა..
გთავაზობთ ერთსაც და მეორესაც და..

რიე ვიცი..  
             შეყვარებული ჩანჩალას პოეზია - ანუ ჩანჩალიზმის II ლექსი
ზამთარი - ტალღები იშლება ქარში.
სიბერე გაუჯდა მოხუც ქალს ტანში.
ფიქრებით დაცურავს ოცნების ზღვაში
მეთეზე, დაღლილი ბრუნდება სახლში.
ჩიტებს ჩაუდგამთ ტოტებში ბუდე,
გაყინულ სამყაროს დაუდგეს ზღუდე.
მოხუცი, ფიქრები, ბუდე თუ სახლი.
ჩიტებო, დაბრუნდით, ოცნებავ, ახდი!.


           წერილი ჩიტებს
გწერთ ოკუპირებული ბუდიდან. უკვე რამდენიმე თვეა, გაურკვეველი წარმოშობის ჩრდილოელმა ჩიტებმა ძალის გამოყენებით გამოგვაძევეს ჩვენი კუთვნილი ბუდიდან და ვიმყოფებით დევნილობაში. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და გვიშუამდგომლოთ ოკუპანტებთან, ვინაიდან ზამთარია, ცივა და ბავშვები გვყავს. გვაქვს თქვენი გულისხმიერებისა და გავლენის იმედი.


                                                                  პატივისცემით ბეღურები.


           პასუხი ჩიტებს
ჩვენ, დასავლელი ფლამინგოები, უაღრეს აღშფოთებასა და შეშფოთებას გამოვთქვამთ ჩრდილოელი ჩიტების საქციელის გამო და უკიდურესად ვგმობთ მათ ქმედებებს. ასე გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ დაბრუნდებით თქვენს ბუდეში. წინასწარ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.
     
                                 პატივისცემით დასავლელი ფლამინგოები.

2 comments:

qetushia said...

chanchal pirveli da chanchal meore :D:D umagresi da usayvarlesi chanchalebi :*:*
miyvarxart da udides warmatebebs gisurvebt chanchalizmis sakitxshi ;)
:*:*

გურამი said...

თამუნა მაგარი ხარ! :D მეორემ დაგლიჯა იმენა, ზუსტად გაარტყი. მე მქონდა იდეა, ვიდეოპოსტი გადამეღომ ამ აღშფოთებასთან დაკავშირებით, მარა ეს ნიჭირი და ზარმაცი ერობის შვილობდა დამღუპავს რა. :D

პ.ს. არ გიცდიათ სამეცნიერო ნაშრომი გაგეკეთებინათ ჩიტის ბუდეზე? სხვათა შორის ეს არქიტექტურის ისეთივე შედევრია, როგორიც ფუტკრის ფიჭა.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger