Thursday, December 24, 2009

სულ მაინტერესებდა

ბაღის ასაკი მახსოვს-მეთქი, რომ გითხრათ, ნამდვილად მოვიტყუები...

მაგრამ სკოლის პერიოდიდან ყოველთვის მქონდა ეს პრობლემა...

გრძელდება უნივერსიტეტში და, ალბათ, სამსახურშიც გაგრძელდება.


სკოლაში რომ ვსწავლობდი, დავალების მოცემის შემდეგ ჩემს თითოეულ კლასელს შეეძლო ცალ-ცალკე დაერეკა და ეკითხა, თუ რა დავალება გვქონდა მეორე დღისთვის, აუცილებლად მკითხავდა, როგორ უნდა გაეკეთებინა და თუ მთლად უსინდისო და უზრდელი იყო, იმასაც იკადრებდა და მეტყოდა, შენ გამიკეთეო...

ჰოდა, მახსოვს, ყელში რომ ამომივიდნენ, როგორ მოვსვი თავის ადგილზე...

მე კი მოვიფხანე გული, მაგრამ კარგად მახსოვს ერთი ამბავი რომ გაუდიოდათ,  აზის დავალებასო..

არადა, საოცარი ის არის, ერთად არ ვისხედით გაკვეთილებზე?!

მაგრამ რატომ უნდა მოუსმინო, როდესაც არსებობს ისეთი ადამიანი, როგორიც მე ვარ? 

ასე ხდება დღემდე.

ლექციებზე ერთად ვსხედვართ..

ერთად ვაქნევთ ჭუკებივით თავებს..

ერთად ვიწერთ დავალებას...

სახლში დაბრუნების შემდეგ კი, 20 მესიჯი ერთდროულად მოდის შემდეგი შინაარსით: 

თამმმმ, რა უნდა დავწეროთ ხვალ შუალედურში?

თამ, როგორ უნდა მოვძებნოთ ის, რაც შუალედურში გვაქვს?

თამ, რა გვეშველება?

თამ, ღამის 12 საათზე გამოხვალ სადღაც ჯადნაბაში ქსეროქსი რომ გადამაღებინო?

თამ..

თამ...

თამ...

თამ..

როგორ ვთქვა ახლა ის სიტყვა, მაგრამ მართლა რა!..

აი..

თან მეცინება, თან სიმწრისაგან რომელ ფეხზე ვიხტუნო, არ ვიცი, მარჯვენაზე თუ მარცხენაზე?..

ადრე იყო კიდევ, რეპორტაჟების აკრეფაზე...

ამიკრიფე..

ამიკრიფე..

ამიკრიფე..

არადა, უნივერსიტეტში მშვენიერი ბაზა გვაქვს, მიდი და აიკრიფე რა!..

არა, რატომ, როდესაც არსებობ შენ და კიდევ რამდენიმე შენნაირი მოცლილი...


საოცარია და, მე ვნერვიულობ.

მაპატიეთ, ადამიანი ვარ და ვნერვიულობ..

თუმცა, არ შემიძლია უარი ვთქვა ახსნაზე..

კეთილშობილი ვარ, ჰო..

დასამალი აბა რა არის?! 


ველოდები ახლა, სამსახურს რომ დავიწყებ ოდესმე, რას მკითხავენ თანამშრომლები..

ჰო.. 

რა იყო..

მართლა მაინტერესებს..

თან საკუთარ თავზე მეცინება, იმიტომ, რომ სისულელეზე ვნერვიულობ.

ალბათ, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც ასეთი ”ყურადღება” ძალიან სიამოვნებს...

მე არ მსიამოვნებს..

მე ის მსიამოვნებს, ტვინს რომ არ მიღუნავენ!

მაწუხებს მე ეს..

თან ძალიან!

ზოგადად, მე ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც ვერ იტანს სხვების შეწუხებას...

მირჩევნია თავად გავაკეთო და ვიწვალო, ვიდრე სხვას რამე ვკითხო ან ვთხოვო..


ჰო, ამბობენ, ყველაფრის თქმა შეიძება, ოღონდ ფორმა უნდა მოძებნოო..

მე ფორმას ვერასოდეს ვპოულობ და ეს პოსტიც ცხელ გულზე შეომეწერა, როდესაც ტელეფონი  ამიფეთქდა და ამავე მიზეზის გამო, შიშით ვერ შევსულვარ სკაიპში (ნერვებს ვუფრთხილდები!!!)..

ვიცი, რომ წაიკითხავთ..

კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ:

თქვენც ისევე სხედხართ ლექციებზე, როგორც მე..

თქვენც თავი ისეთივე გაყინული მარგარინით გაქვთ გამოტენილი (ამ უფრო გაყინულით) როგორც მე..

გთხოვთ, გამოიჩინოთ ყურადღება, დაძაბოთ თქვენი მარგარინები და ლექტორისგან გაიგოთ რას გთხოვთ..

თუ გინდათ, ნურც გაიგებთ..

უბრალოდ, ნუ შემიკიკინეთ რა!..

გაგიკვირდებათ და, დავიღალე..

ძალიან დავიღალე და დამაწყდა ნერვები!..


ჰო, მართლა მაინტერესებს, რატომ მაქვს ეს პრობლემა?!

პატივცემულო ბლოგერებო, იქნებ თქვენ მაინც მითხრათ, რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი?!


4 comments:

mr.picasso said...

რა უცნაური ფორმა გაქვს არჩეული ჯგუფელებთან მიმართებაში მეც გავბრაზდებოდი ასე საჯაროდ რომ დაეწერა ჩემს ჯგუფელს პირდაპირ უთხარი რასაც ფიქრობ და ეგაა. ერთი პერიოდი მეც მაწუხებდა ეგ ამბავი უნივერსიტეტში. უფრო სწორედ გადაწერის და მერე მე მაკლდებოდა ქულები ისე გავბრაზდი გადაწერილიაო ჩემს ნაწერს რომ ეწერა ხო და დავახვევინე მაგ სასტავს. მოკლედ შენც ამას გირჩევ.

vasasi said...

chems fexebs tu arc gabrazdebian ra..
amivdnen yelshi...
mtels jgufs, samwuxarod, ver daaxvevineb..

გურამი said...

თამო.. შესვენებაზე დადექი შუა აუდიტორიაში და გამოაცხადე, რომ ძალიან გიყვარს შენი გჯუფელები რომ გართმევენ დროს იმ ქსეროქსების გადაღებაში, რომლების გადაღებაც თვითონვე შეეძლოთ, თუ თავში რამე ედებოდათ. ან ალტერნატივა: - თამ, რა გვაქვს ხვალისთვის? -უი, აღარ მახსოვს, ახლობელი მოვიდა და საუბარში გავერთე და გადამავიწყდა. ეს გამოიწვევს ორ რამეს: ა) უეცრად თავს საზიზღრად იგრძნობ, მარა 2 კვირაში გაგივლის. ბ) ტვინის ჭამას დაანებებენ. ბ' (პრიმა) თუ არ დაანებეს, უთხარი პირველი ვარიანტი.
პ.ს. ყოველთვის გახსოვდეს, რომ როდესმე უნდა დაიწყო.

qetushia said...

auuuuu shenc chem pontshi xar? :D:D
ras gvirchevt xalxno? :D:D
mec gavitvaliswineb :D:D
:*:*

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger