Saturday, December 26, 2009

ბანალური

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერას ვაპირებდი, თუმცა სტიმული დილას წაკითხულმა პოსტმა მომცა დათოს ბლოგზე..

ძალიან საახალწლო-საშობაო განწყობაზე ვარ. ახლა კი არა, მთელი წელია..

შუა ზაფხულში ვმღეროდით მე და ჩემი გადარეული მეგობრები საახალწლო სიმღერებს და ვაფრენდით..

მაგრამ ახლა, ჰაერში უკვე სუნი ტრიალებს..

რამდენი ხანია ახალი წლის მოსვლა არ გამხარებია, მაგრამ წლევანდელ წელს ძალიან ველოდები..

მთელი სულით და გულით.

ასე მგონია, სერიოზული გარდატეხები უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, ცუდიც და კარგიც. ამიტომ, თან მეშინია და თან ერთი სული მაქვს, როდის დადგება. 

როგორი იყო გასული წელი?

ძალიან, ძალიან მაგარი!.

აღმოვაჩინე ადამიანები, ადამიანებმა აღმომაჩინეს მე... 

მთელი გაზაფხული თავზე დავიმხეთ და დავიკიდეთ ყველაფერი და ბოლოს ძალიან, ძალიან მაგარი და სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ!..

პოზიტიური წელი იყო ადამიანური თვალსაზრისით, თუმცა, რაღაც-რაღაც უსიამოვნებებიც ხდებოდა და მოხდა...

თუმცა, ყველაფერი გავლადი არსო, ბრძანა ჩემმა ძვირფასმა ბიძაშვილმა და რომ გავიაზრე, მივხვდი, რომ ეგეც მართალია.. :)

მომავალი წლისგან რას ველი?

სამსახურს, რომელიც ძალიან მინდა და მეტი არ ვიცი..

არა, კარგად მინდა დასვენება. აი, ვგრძნობ, რომ აღარაფერი მაქვს შიგნით და ვნერვიულობ..

ჰოდა, მინდა, ძალიან მაგრად დავისვენო, აღვიდგინო ენერგიები და დავიწყო ჩემი ინტელექტის ნთხევა.. :)

და კიდევ მინდა, მივხვდე რა მინდა ამ ცხოვრებაში..

რაღაც, ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ მიზნები გამომელია და ასე, მივყვები დინებას..

ჰოდა, ეს მკლავს!..

მოკლედ, მინდა საკუთარი თავი გამოვცადო ყველაფერში..

და, რატომღაც, მგონია, მომავალი წელი ამის შესაძლებლობას მომცემს..

ცოტა რაღაცნაირად ვარ აფორიაქებული..

ახლა რაღაც გეგმებს ვწერ ბლოგზე და ვაწყობ.. 

ალბათ, ვფიქრობ გულის სიღრმეში, რომ ერთი წლის შემდეგ ამ დროს დავჯდები და დავიწყებ საუბარს, რა ამიხდა და რა არა 2010-ში, მაგრამ იქნებ სულაც არ ვიყო ერთი წლის შემდეგ ამ დროს?!

კი არა, ჰო..

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ფაქტი ის არის, რომ საუკუნეა ახალი წლის მოსვლა არ გამხარებია..


4 comments:

Tomushka said...

survilebis asrulebas gisurveb.
mec dzaal saaxalclo ganckobaze var mteli dekemberia da neta ra mixaria vicode :D

Da-v-iD said...

დეკემბერი სასწაულების თვეა და აბა როგორ განწყობაზე უნდა იყო თუ არა სადღესასწაულო?????
აუცილებლად აგისრულდება ყველაფერი რასაც გულით ისურვებ და მისთვის არაფერს არ დაიშურებ :) მერწმუნე ასეა...
ასე რომ ვისურვებ მომავალ ამ დროს აქ შენი ახდენილი ოცნებების საკმაოდ მსუყე ნუსხა მენახოს ;)
ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებ :)

კოპალა said...

ეს წელი სურვილების ასრულების წელი ყოფილიყოს შენთვის ...ასე რომ. ბედნიერებას გისურვებ.:)და ისეთ სამსახურს შენ რომ ოცნებობ :)გაიხარე

vasasi said...

მადლბოა ბავშვებო, თქვენც ასევე.. :)

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger