Tuesday, December 29, 2009

ციკლი ბოდვებიდან

ამ მულტფილმის საუნდტრეკს ვეძებ მთელი ცხოვრებაა და ვერ ვიპოვე..

ამას წინათ კი, ჩემმა ჯგუფელმა რემიქსი გადმომიგზავნა.. 

მომეწონა სხვათაშორის, კარგად იყო გაკეთებული, ჩავაგდე ჩემს აწ უკვე დაავადებულ მპ3-ში და მთელი დღეა ვუსმენ.. :)

გუშინ კიდევ, ”თი ბი სის” რეკლამა ვნახე.. 

ახალია ეტყობა, არ ვიცი ნანახი გაქვთ თუ არა, მოკლედ, სიუჟეტი იმაში მდგომარეობს, რომ ეს გოგო გაიზარდა და გახდა ბანკირი და ეს გუნდა მიადგება ბანკში..

ძალიან თბილი და საყვარელი რეკლამაა, კარგადაც არის მოფიქრებული და ძალიან მესიამოვნა კრეატიული ადამიანები რომ (კიდევ) არსებობენ საქართველოში.. 

დღეს მოვრჩი სწავლას ოფიციალურად, მაგრამ 11 იანვრიდან მეწყება გამოცდები, ექვსი გამოცდა მაქვს და იმდენია სამეცადინო, მთელი არდადეგების კომპიუტერსა და წიგნებში თავჩარგული გატარება მომიწევს..

სამაგიეროდ..

სამაგიეროდ, გამოცდების შემდეგ ან გამოცდების პერიოდში, სასიამოვნო ცვლილებები და სიურპრიზები მელოდება, თუმცა, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.. :)

დიპლომისათვის მასალები მოგვიტანა დღეს ნათიამ.. 

ეკა გაციებულია და მე მაქვს მისი წიგნუკაც. კარგად რომ გახდება, გადავცემ..

რაღაც ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ ძალიან ვარ გამოფიტული და გადაღლილი..

აი, ვგრძნობ, რომ შიგნით აღარაფერი მაქვს და ველოდები, ტვინი როდის დამისტუკებს.. ნიშნები უკვე გამოიკვეთა..

დღეს კინოში მივცუხცუხებთ. ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2” უნდა ვნახოთ. ”ზუმის” დამსახურებით ერთ ბილეთში ორი ვიყიდე და ჭკუაზე არ ვარ..

შარშან ძალიან მომეწონა ეგ ფილმი, წელს ვნახოთ როგორი გამოვა, თან სხვა რეჟისორის გადაღებულია..

ისე, ლიფონავასი რომ იყო შარშან, ეტყობა, ცოტა მაინც მაგიტომაც მომეწონა.. :)

ახალი წელის მოლოდინმა დღეს რატომღაც გადამიარა.. :(

სწავლა დამიმათავრდა დღეს და ცოტა გული დამწყდა.. 

აი, ნახევარ წელში როგორ დამწყდება გული..

ალბათ, სულ ხერხემალი ამიცახცახდება, მაგრამ თუ ის საქმე გამოვიდა, ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით.  :)


3 comments:

Tomushka said...

mag multfilmze dgesac ki vtirivar :D

clown said...

როგორ მიყვარს ეს მულტფილმი ^^

Anonymous said...

me maqvs mag multfilmis soundtrack :)

guros utxari mindvris yvavili shempirdatqo, is me metyvis da mere me guros gavugzavni da is shen :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger